თუ სინაურიძეს გულისხმობ, ფრანგულს ვაკეთებო არ უთქვამს. კუნთებს არ ვჭრიო და ფრანგული მარტო კუნთების არგაჭრა/გაჭრა არაა. ფრანგულის მთავარი მეთოდია, რომ ბავშვი გვერდიდან, ანუ არა წინიდან ამოყავთ.
https://www.jpost.com/health-and-wellness/p.../article-726628აგერ წერია კარგად. " The biggest disadvantage is that the baby is taken out with forceps because it comes out from the side". ამან შეიძლება ბავშვის სახე დააზიანოს, უფრო თვალებიო.
ამიტომაც, ბევრი კვლევები არაა ამ მეთოდზე და საფრანგეთში საერთოდ არ კეთდება.
"For those who have money and want to do it, they can pay. But in my opinion, it has no advantage over a normal cesarean section." ანუ პირდაპირ ამბობენ, რომ ესაა ფულის მახე, გაქვს ფული და გინდა რომ გადაიხადო, კი ბატონო, ყველამ იცის ფრანგული რომ მეტი ჯდება, ამიტომაც შემოიტანა ჩაჩავამ, მაგათ შენ ფულის გაკეთებას ვერ ასწავლი. სადაც ფული კეთდება, ყველაფერი დანერგილი აქვთ.
რაც შეეხება თუ გაინტერესებს ზაზას ექიმმა რა მითხრა ტელეფონზე, პირველ საკეისროზე აბსოლიტურად ყველამ ვინც გავიკეთეთ, უმარტივესი რეაბილიტაცია გვქონდა. აი ოდნავი დისკომფორტით ისიც 3-4 დღე. მეორე საკეისრო ბევრად მტკივნეულია. მე რომ დავურეკე და ფრანგული საკეისრო მინდათქო ვუთხარი, იმის გამო რომ ნაკლები კუნთი გამიჭრან და შესაბამისად კუნთების შეხორცება ნაკლებად ვიგრძნოთქო, ზაზა კუნთებს ისედაც არ ჭრისო, ასე დევს ზემოდან კუნთი და ისე აკეთებს, რომ არ შეეხოსო. ხოლო ფრანგულის დროს, სხვა მხრიდან უნდა ამოიყვანონ ბავშვი, რაც რისკებს ზრდის, რომ რამე დაუზიანდეს. ამიტომ სრულიად მაწყობს ზაზას მეთოდი. უბრალოდ, მეორე საკეისროს ტკივილი დამოკიდებულია პირველი საკეისოს დროს ჭრილობების შეხორცებაზე. რამდენად კარგადაა შეხორცებული. შესაძლოა, ცუდად შეგიხორცდეს, ეს არც ეხოზე, არსად არ ჩანს, სანამ არ გაიჭრები, ამის გამო, იცის უფრო გართულებული ტკივილი, ვიდრე სხვა შემთხვევაში. თუ გაგჭერით და ვნახეთ რომ იდეალურად შეგიხორცდა ყველაფერი, შენც ჩიტივით იქნები მეორე საკეისროს მერეო. თუ ცუდადაა შეხორცებული, ფრანგული კი არა, მამაზეციერი ვერ გიშველის, ტკივილები მაინც გექნება.
შენს შემთხვევაში, გინდა გაიკეთე ფრანგული და გინდა ჩვეულებრივი, პირველი საკეისროა და ასე თუ ისე, მაინც ჩიტივით იქნები. მეორე საკეისროზე ღირს მხოლოდ დაფიქრებად ჩემი აზრით.
მე ამ შემთხვევაში ისევ ზაზა იმიტომ მირჩევნია, რომ კუნთს თუ არ მიჭრის, ეგაა რაც ფრანგულისკენ მიბიძგებდა, მაშინ სულ არ მინდა ბავშვი გვერდულად ამოიყვანონ. ხოდა მივაწვები ისევ ზაზას საკეისროს. იმედი მაქვს, კარგად მაქვს შეხორცებული ყველაფერი და მეორეც მარტივად ჩაივლის.