Alisakaმე ვაპირებდი მკერდის ოპერაციას და ვამბობდი ხოლმე სულ, ბავშვებს გავაჩენ და აუცილებლად გავიკეთებთქო.
რაც 3 ზომას ავცდი ორსულობაში, ყველაზე მეტად ჩემი 1.5 ზომა მკერდი მენატრება

თან სულ ვფიქრობ ალბათ შეჩვევადია თორე როგორ არავინ წუხდება დიდი მკერდითთქო :დ გამიხარდა ახლა რომ ვნახე ვიღაცა ჩემმაირი გამოცდილებით))
კიდევ კარგი არ გავიკეთე პლასტიკა.
ფეხების შეშუპება 32 კვირიდან ნორმაა მთავარია წნევები არ ერთვოდეს და შარდში ცილა.
დღეს ფოტო დავდე ფბ-ზე და 5 წუთში ჩემი დედამთილი მირეკავს მესენჯერში ვაიმე ძალიან გაქვს ფეხები შეშუპებული და ბევრი ხო არ იარეო

რავი აშკარად არ მაქვს არანაირად შეშუპებული ყველა პოზაში დავაკვირდი ჩემს თავს და აშკარად ეჩვენება))
პირველზე არცერთხელ არ შემშუპებია და რავიცი.
ამასობაში კი დავიწყე 25-ე კვირა))


ეს ორი ფოტო ნახა. ისე დავპანიკდი რაღაცა 7 ევროიანი წნევის აპარატი ვიყიდე აფთიაქში და წნევა გავიზომე მეთქი იქნებ მე ვერ ვხვდები და შეშუპებული მაქვსთქო. 90 მქონდა 60-ზე.
ქამარს და ბანდაჟს რაც შეეხება, ვერცხლის ძაფებიანი ბანდაჟი რაც ანიბანიმ და ფიქრიამ მირჩია ძაან მომწონს. უკომფორტულესად ვარ და ეგ როცა არ მაცვია არ მსიამოვნებს თითქოს. სიმსუბუქის შეგრძნებას მაძლევს. ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ, ლამის ყოველ დღე რომ რეცხვა უნდა და თან მანქანაში არა, ხელით უნდა გარეცხო. ეგ მაწუხებს თორე სხვა მხრივ იდეალურია ჩემთვის. ქამარიც მაქვს პირველ ორსულობაში ნაყიდი, ვერ ვიხმარე, ვიკეთებდი თუ არა ბავშვი გიჟივით მირტყამდა სანამ არ მოვიხსნიდი, ტანსაცმელშიც მეტყობოდა ხოლმე და მოკლედ ჩემთვის ბანდაჟი ჯობია. არც მიცდია ამ ორსულობაში ქამარი, კი გამოვიღე და მიდევს ხელთან ახლოს, ცოტა დიდ ვადებზე თუ დამჭირდა ვნახოთ, მგონია ქამარი უფრო ძლიერად ითვლება ვიდრე ბანდაჟი, ამიტომ ვინც კომფორტულად ხმარობს ქამარს, გადასარევია რა თქმა უნდა, საჭირო ნივთია.
თუმცა ჩემს შემთხვევაში ამ ეტაპზე დავის დამსახურებაა თუ რისი არ ვიცი, არც მუცელი მეჭიმება და არაფერი.
დღეს თან რამდენი სიარული მომიწია

მაგიტომ ვიფიქრე ალბათ მართლა შემიშუპდათქო და ცოტა კი ვინერვიულე სანამ წნევას გავიზომავდი.

ნუ ფიქრიას დანიშნულებას მივყვები და რაც აქ ვარ და ჩამოსვლის მერე კიდევ რამდენიმე დღე რეაფემს ვიკეთებ ძილის წინ. ასევე დავს ორმაგ დოზას ვსვამ.
ყელი ერთხელ თუ ოდესმე დამოკლებულა, მე როგორც ვიცი სულ უნდა კონტროლი მერე, სხვა ორსულობებშიც. მე არ დამმოკლებია არასდროს მაგრამ რავიცი, სიფრთხილეს თავი არ სტკივა რა.
This post has been edited by narkozeli on 9 Jul 2023, 03:12