tako/barbiმადლობა❤️ თავები მეც დამიმუქდა.
ახლა ორ მნიშვნელოვან სხვაობას ვატყპბ პირველ და მეორე ორსულობას შორის გარეგნულად:
1. მკერდის ამბები (ძაან გამეზარდა, თავებმა ფერი შეიცვალა, ხსენი ჩადგა)
2. მუცელზე მუქი ხაზი მქონდა პირველზე და გაჩენიდან 6 თვეში გაქრა. ეხლა ოდნავადაც არ მაქვს ეგ ხაზი
adelineჩემი რჩევა/გამოცდილება/შეცდომები თუ გამოგადგება, ვინაიდან მეც არც განვიხილავდი პირველზე ექსკლუზიური ძუძუთი კვების გარდა სხვას არაფერს, საწველი მაინც გქონდეს შეთვალიერებული, იქნება შენც იმ გამონაკლისებში ხარ ჩემსავით, ვისმა ბავშვმაც ძუძუ საერთოდ არ ჩაიდო. ეგ მაგრა ამცირებს მერე რძეს.
ლაქტაციის ჯგუფში დაემატე და მაინც მოფიქრებული გქონდეს რომ გაჩენისთანავე რო რამე, იყიდო. ოღონდ მე ბანძი საწველი მქონდა ჯიპისიში საუკეთესოაო ესე გვირჩიეს მარა ახლა
ზუსტად ვიცი კარგები რომლებია. სამედიცინო სიმძლავრის, ძლიერი და ელექტრო.
ასევე მეორე, რაც ჩემს დას არ დავუჯერე და წინ დამხვდა. პედიატრია ჩემი და. რომ გაიგო 10 დღეში სამსახურში გავდიოდი, პირველივე ეგ მითხრა რძე ძაან შეგიმცირდება იცოდე და გადაწიე ცოტა მეტ დროზეო. დასტაბილურობამდე მაინცო. მერე მეც წავიკითხე და გავეცანი ინფოებს და მივხვდი რასაც გულისხმობდა თურმე. რძის წარმოება მთლიანად თავის ტვინიდან რეგულირდება, უნდა ეცადო იყო მშვიდად და ძირითადად ბავშვის თემებზე ფიქრებში. როგორც კი გონებას გადართავ სხვა თემებზე ( დიდ ვადებზე არ ვამბობ, აი გაჩენიდან 2 კვირაში მაგალითად) რძე გიმცირდება. ამიტომ
ეცადე 1-2 თვე მაინც სამსახურის თემებზე არ იფიქრო. ზუსტად მე10 დღეს გავედი სამსახურში და მეორე დილას რამდენიმე წვეთი გახდა რძე. ანუ გადაერთო გონება- რძემ შრობა დაიწყო. თან ჩემი ბავშვი რო არ წოვდა მხოლოდ წველით არ შენარჩუნდა ( თან ბანძი საწველით)
აგერ თაკომაც ინერვიულა რაღაცაზე და მეორე დილას რძე აღარ ქონდა. ამიტომ რამდენიც არ უნდა იძახონ მითიაო, არაა ეგრე.
ასევე სამშობიაროშივე წაიღე მკერდის თავებისთვის მალამო და თაფლიანი კაკლები (მალამინო ნახე ფბ გვერდი და იმათ აქვთ) ლანსოლის მალამოს ვაპირებ მე. კაკლები მქონდა მარა გაუხსნელი ვაჩუქრ მაზლის ცოლს არ დამჭირდა, მარა ჩემს ირგვლივ უმრავლესობამ კარგად გამოიყენა.
ხსენის ჩადგომამდე ჯერ დრო გაქვს მარა რომც არ ჩადგეს ორსულობაში, არაა ხსენის ქონა რძესთან კავშირში.
მოკლედ ლაქტაცია მართლა კიდე ცალკე ფილოსოფიაა, შენ გიყვარს ინფორმირებული რომ ხარ ყველაფერზე და გირჩევ ლაქტაციის ჯგუფის ტოპიკების გაცნობა დაიწყო ორსულობიდანვე, ძალიან დაგეხმარება და მომზადებული შეხვდები.
* * *
takoo1ჰაჰაა, წავშალე გოგო კი :*
პ.ს საწველზე ლაქტაციის ჯგუფში გვირჩევენ სამშობიაროშივე წავიღოთ. მე ასე ვაპირებ ამჯერად. დიდი შეცდომა იყო ჩემი მხრიდან საწველს ნაკლები დრო რომ დავუთმე. რატომღაც არც მიფიქრია რომ შეიძლება ჩემს შვილს პირი არ დაეკარებინა ძუძუსთვის.(ისე არ ვიცი გენეტიკასთან თუა კავშირში ჩემს დედამთილსაც ორივე შვილზე იგივე დაემართა, არც ჩემმა ქმარს და არც მაზლს პირი არ დაუკარებიათ თურმე. მე კი ვიყავი ძუძუზე 6 თვე)
პამპერსზე და ფორმულაზე გავარკვიე მე ჩაჩავაში აქვთ ისევ ჰაგისის ელიტ სოფთი და ფორმულა ჩემ დროს პლასმონი ხომ ჰქონდათ, ახლა ჰიპის კომბიოტოკი ჰქონიათ.
აუ იტალიაში სულ მზა პლასმონები იყიდება, პირდაპირ მოსაყუდებელი ფორმულა, ფხვვნილები არ აქვთ აფთიაქში რო დავაკვირდი (პლასმონზე, სხვა ბრენდებზე კი)

ასევე ოვულაციის ტესტები ლამის ჩვეულებრივ მარკეტებშიც რომ დევს წინ კევებთან და ჩვენთან რო ძლივს ვყიდულობთ ხოლმე და სულ დეფიციტშია

ფასების შედარებ, ეს ვოთერ ვაიფსი არის საუკეთესო კი იცით, 14 ლარს ვაძლევ თბილისში