anibani18უი მეც პირველად გავიგე

მარა ალბათ ბოთლის სათბობი უნდა გქონდეს მაშინ არა? რომ შეათბო
ისე გამოწველილ და მაცივარში შენახულ რძესაც ბოთლის სათბობი უნდა ალბათ ხო?
მე მაქამდე ვერ მივედი რომ რამე შემენახა და არ მაქვს გამოცდილება.
adelineველედა და ელიტ სოფტი ორივე ძალიან ხარისხიანი ბრენდია (რა თქმა უნდა მოხმარებაზეა ყველაფერი მარა ხარისხით პერფექტო ორივე)
ხალხო ბავშვთან ერთად ყველა წამოსვლისას ერთიდაიგივე რამეში ვრწმუნდები სულ. რატომ
არ უყვართ ჩვენს ქვეყანაში ასე ძალიან ბავშვები?!

გამვლელი გინდა, მაღაზიის კონსულტანტი გინდა, ავტობუსის მძღოლი გინდა თუ ვინც გინდა იყოს, ბავშვს რო ხედავენ არ არსებობს არ გაუცინონ, პრიორიტეტი არ მოგანიჭონ, თუ შეუძლიათ ხელი არ შეგიწყონ. ნიკა ბილეთების საყიდლად იყო შესული და მე და ვაჩე პარკში ველოდებოდით, პატარა გუბესავით იყო გადასახტომი შესასვლელში და რომ მოვემზადე ხელში ასაყვანად, 9 კაცი მომვარდა (იქაურები, იტალიელები) დაგეხმარები, არ აწიო ბავშვიო.
ყოველ ფეხის ნაბიჯზე გული მტკივა როგორი არაქიდსფრენდლი ქვეყანა გვაქვს რა.
რომ გვიკვირს ბავშვებით რომ დადიან, ივლიან აბა რა იქნება, უყვართ ევროპაში და პატივს სცემენ ბავშვს. რაღაცა უნდოდა მაღაზიაში, სანამ თაროს მივწვდი აქეთ კონსულტანტი გამოვარდა იქით ვიღაც უცხო ხალხი აბა რა მივაწოდოთ რა უნდაო, რო არ ეტირა. აბა საქართველოში ბავშვმა რომ იტიროს ისე შემოგხედავენ თავს დამნაშავედ იგრძრონ.
ურიკა მოარტყა ბავშვმა შემთხვევით ვიღაცას დღეს მაღაზიაში და ვებოდიშები ამ კაცს (ასაკოვანი კაცი იყო) ვაჩეც ძაან შეწუხდა და ინერვიულა, გადაირია ეს კაცი ინგლისური არ იცოდა მარა ხელით ფეხებით მანიშნებდა არაფერიაო, მერე მოვიდა, ბავშვს თავზე გადაუსვა ხელი და ფეხი აჩვენა ნახე არ მტკივა რა სწრაფად დავდივარო და მიეთამაშა რომ ნახა ბავშვმა როგორ ინერვიულა.
ძალიან ჩანს ეს სხვაობა რა
* * *
adelineკარგად ვისვენებთ, ერთადერთი ისაა რომ ძალიან ცხელა. სხვა მხრივ მართლა კარგია, მიყვარს ეს ქვეყანა, თბილი, გემრიელი, სიყვარულით სავსე ხალხია.
დღეს შოთა რუსთაველის ძეგლი ვნახე შუაგულ რომში❤️
* * *
lesila90ეგ არაა თიაქარი, ტყუპებს ქონდათ, ჩემს მაზლისშვილებს, ისე კახა ტატიშვილმა 12 კვირაზე უთხრა ჭიპის თიაქრის რისკებიაო (დაინახა ეტყობა გამოწეული) ამაზე ბევრად მეტად ჰქონდათ ორივეს და დაბადებიდან სადღაც 6 თვეში აღარც ჰქონდა, რაღაც პლასტირებს აკრავდა ჩემი მაზლის ცოლი, ტირილის დროს ძაან გამოსდითო და ნერვიულობდა მარა ჩვეულებრივი ჭიპები აქვთ ეხლა, თავისით დალაგდა. არ ინერვიულო მაგაზე
საბისაბი8526 კვირიდან პირველი ხარისხის სიმწიფე მეწერა მე ეხოზე მარა კი გავაჩინე 38-ზე, არ იდარდო❤️ დექსა სულ არ გამიკეთებია მარა მაგ ვადაზე მასე მქონდა მეც
Watermelon_Sugar_Hi აბა ხვალ გელი კარგი ეხოთი და ბაგა-ბუგ მოსმენილი❤️ რატომღაც მეც მგონია იქნება უკვე გულისცემა.
adelineმე ვაპირებ მახალდიანთან ვიზიტს თვის ბოლოს, მითხრეს რომ იღებს ორსულებს ჩვეულებრივ. რამდენად მართავს არ ვიცი. მე დასკვნა მჭირდება ამ მუტაციებზე რომ დამიწეროს რომ არაა რთული მუტაციები სამშობიაროდ და რამე დამატებითი რეკომენდაციებიც თუ ექნება მშობიარობის წინ ( ფიქრიამ რაც მომთხოვა)
მანანას ვაპირებდი მარა გადავიფიქრე, უკმაყოფილოა ჩემი დაქალი. ჯერ მარტო ფორმა 100-ზე მილიონჯერ მიიყვანა და პლიუს ამის ჰემოგლობინს თვეებია ვერ ეშველა (ორსული არაა)
This post has been edited by narkozeli on 10 Jul 2023, 20:25