გეტყვი ეხლა ნაბიჯ ნაბიჯ როგორ იყო.
რატომღაც გული სულ მიგრძნობდა რომ მე 40 კვირამდე ვერ მივიდოდი. 37 კვირა და 6 დღის ვიყავი ჩვეულებრივად საღამოს ცოტა ვისეირნე (როგორც ვშვებოდი ხოლმე ბოლო დღეებში)
სახლში ამოვედი და გიჟივით მომინდა შოკოლადები. მე დიდად არ მიყვარს შოკოლადი, ცხელი შოკოლადი მიყვარს მარტო მარა რაღაც სიგიჟემდე მომინდა ნებისმიერი, 2 თუ 3 ცალი სნიკერსი ვჭამე და ისევ მინდოდა შოკოლადი, რაღაც პლიტკა ვიპოვე და ისიც მთლიანად დავაყოლე. ვაახ მეთქი რატო ვარ ასე უცნაურად. სარეცხი შევყარე, დავწექი და დავიძინე. დილას რომ ავდექი დამხვდა გარეცხილი სარეცხი, გამოვიღე მანქანიდან და ტაშტი რომელშიც ჩავყარე ხელში ავიღე და უცებ სითბოსავით ვიგრძენი დაბლა, თითქოს დიდი რაოდენობით გამონადენი ჩამოვიდა, ანუ რო ავწიე იმ წამსვე. დავაგდე და შევვარდი საპირფარეშოში და ვარდისფერი გამონადენი იყო. იმ დილას გავხდი 38 კვირის. მეუღლე უკვე სამსახურში იყო, დავურეკე მგონი დამეწყო თქო. სანამ ეგ ვაკიდან მარჯანიშვილზე გამოვიდა მე შევედი წყალი გადავივლე, გავიპარსე რამე

ვურეკავ ვაიმეო საცობში ვდგავარ ფილარმონიასთანო, ჩანთა ჩალაგებული მქონდა, ისე ჯდომას, საფენი გავიკეთე და სალონში ჩავედი სახლის დაბლა მაქვს, თმები დავივარცხნე, ლაქი გადავისვი ფრჩხილებზე. იქ დამცინეს რაის მშობიარობა დაგეწყოო, უნდა გტკიოდესო. ზუსტად სახლში რომ ამოვდიოდი, დამეწყო მენსტრუს დროს რომ გაქვს ისეთი ყრუ ტკივილები. ამასობაში მოვიდა მეუღლე, დავხვდი გაპრანჭული, მიყურებს და ნამვდილად დაგეწყოო? მეთქი რავი გამონადენი მქონდა. საფენზე ოდნავ მოვარდისფრო ისევ მქონდა გამონადენი. სანამ მანქანამდე მივედი მენსტრუს მაგვარი ყრუ ტკივილები გაგრძელდა, მანქანაში რომ ჩავჯექი მომემატა, ანუ სადღაც 10 წუთში ერთხელ წამომივლიდა ხოლმე თითქოს ციკლი უნდა დაგეწყოსო. სულ ველოდებოდი რომ აი ეხლა დავღვრი ალბათ წყლებს ან აი ეხლა დაიწყება ის ძლიერი ტკივილი მარა არა, არაფერი. მივედით სამშობიაროში 10 წუთში დაახლოებით. მიმღებში კარგად დამცინეს, ცრუ განგაში იქნებაო, მშობიარეს არ გავხარო (რადგან ვიცინოდი და ჩვეულებრივად ვიყავი ჩათვალეს რომ არაფერი), ნუ მეანი აყვანილი მყავდა და გზიდანვე დავურეკეთ, რადგან დღე იყო, სამსახურში ვარ ისედაც, მოდიო. მიმღებში რომ მივედი მითხრეს მშობიარობაზეა ნუკრი და სანამ ჩამოვა მორიგე გნახავსო. მოვიდა პატარა გაწრიპული გოგო, იქნებოდა ჩემზე ცოტათი დიდი და უნდა გაგსინჯოო. აი უნაზესად უფრთხილესად, დაახლოებით ნაცხის აღებასავით პროცედურა იყო, და ერთ თითამდე ხარ გახსნილიო, მთლად ერთიც არაო.
თუ გინდა დარჩი თუ გინდა წადი სახლში, შეიძლება დღეს არც არაფერი იყოსო. მეთქი არ მინდა წასვლა, ძაან მინდოდა გაჩენა, იმენა მუღამზე ვიყავი

კაი მაშინ მოდი საბუთები შეავსეო და დავჯექით მე და ჩემი მეუღლე და ათასი რაღაც შეგვავსებინეს, იქვე პალატა რომელს ვირჩევდი მიმათითებინეს და წამიყვანეს პალატაში ჩემი ჩემოდნიანად. ეს ჩემოდანი შევიტანე ოთახში,ამოვალაგე ყველაფერი დავბინავდი მოკლედ.
იქვე დამხვდა ერთჯერადი ხალათი, ჩვეულებრივი ვაფლის ნაჭირს ქსოვილის ხალათი პერანგი ჩუსტი და ა.შ
ერთჯერადი ხალათი ჩაიცვი და წამო ბლოკშიო ექთანმა. ამასობაში უკვე 10 წუთში ერთხელ რომ მივლიდა მენსტრუსავით, უკვე 4-5 წუთში მივლიდა და ოდნავ მომემატა. უკვე ვატყობდი რომ იწყებოდა ტკივილები. შევედით ბლოკში, გამსინჯა ნუკრიმ და 1 თითზე ხარ უკვეო, მეთქი მაიტათ გაუტკივარება, ვაიმე ჯერ ძაან ადრეაო ამ დროს ტელეფონმა დაურეკა და გავიდა, შემოვიდა ბებიაქალი მზია, გამეცნო, მე ვიქნები დღეს შენთანო. მეთქი მზია მოდი რა გამიკეთეთ გაუტკივარება თორე თუ ამტკივდა რამე მერე არაადეკვატური ვხვდები შეიძლება გაგინოთ ყველა და სიგიჟეები ვქნათქო, გაეცინა

დაუძახა ვიღაცას მოდი რა ამ გოგოს გავუკეთოთ გაუტკივარება დროულადო. კაიო, დაურეკეს ანესთეზიოლოგს, სანამ ის მოვიდა ნუკრი ისევ შემოვიდა და 1 თითზე ოდნავ მეტი, სადღაც თითნახევარია გახსნაო (ნუ უსიამოვნო პროცედურა იყო ეს ხელით გასინჯვა მარა ვაი დედა და აუტანელი არაფერი, თან მე მართლა ოდნავ ტკივილზეც გიჟი ვხდები მარა ეგ ავიტანე ჩვეულებრივად). შემოვიდა ალეკო- ანესთეზიოლოგი. გამეცნო, გავეცანი, უი გვანცა ქვია ჩემს გოგოსაცო. მეთქი ხოდა ვითომ ეხლა შენი გვანცა ვარ ისე დამიდგი კაი ანესთეზია ისე რომ მართლა ვერაფერი ვიგრძნოთქო ძაან გაეცინა, გპირდები დამლოცავო
ალბათ 5 წუთიც არ დაჭირდა ამ პროცედურებს, გადავიხარე, ზურგზე რაღაც გასაბუჟებელი წამისვა და დიდად ჩხვლეტა არც მიგრძვნია წკაპ და კათეტერი მედგა უკვე. საღაც 10 წუთში ვაიმე მეთქი რა ხდება, ყველანაირი მენსტრუს მაგვარი ყრუ ტკივილი ყველაფერი გაქრა და ჩავკაიფდი თითქოს

ძაან კაი შეგრძნება იყო.
ქმარიც ჩემთან იყო ოთახში, ტელევიზორი ჩავრთეთ რაღაც კაი ფილმი გადიოდა და ვუყრებდით, აი სრულიად ჩვეულებრივად ვიყავი, როგორც ახლა. ვიწექი ჩვეულებრივ საწოლზე (ის აჩაჩხულები და არაფერი არ იყო) შიგადაშიგ მზია შემოდიოდა და მონიტორზე ამოწმებდა რაღაცას, ვკითხე რას ამოწმებთქო და წნევას და ტკივილების სიხშირესო, ანუ მე რო ვერაფერ ვგრძნობდი იქ ეწერებოდა თურმე ტკივილების სიხშირე და აიო ეხლა ყველაზე მაღალი სიხშირის ტკივილები გაქვსო და მე ამ დროს ისევ ჩვეულებრივად ვარ. აქაც ვიწერებოდი ფორუმზე, პლიუს დაქალებს ვწერ ჩატში ფოტოებს ვუგზავნი. დედაჩემი მემესიჯება დამტირის ძაან ნერვიულებს აი ეხლა დაგეწყება დედიკო ტკივილები და ყოჩაღად იყავიო, არ ჯეროდა რომ უმტკივნეულო მშობიარობა არსებობდამ 4 შვილი ყავს გაჩენილი, იწვალა 4ვეზე.
ხოდა ნუ აქეთ ფილმი, იქით ვწერ, აქეთ ქმარი მელაპარაკება რაღაცეებს. შემომიტანეს საჭმელები, გუფთა, პიურე, კატლეტი, სტაფილოს კექსი და კომპოტი. ნუ ვჭამ ამათ (სხვათაშორის როგორც ვთქვი ძაან მადაზე ვიყავი, მშიოდა და გამიხარდა რომ შემომიტანეს საჭმელი, მეგონა არ შეიძლებოდა ჭამა), ხოდა ნუ ვჭამ მშვიდად, სტაფილოს კექსი იყო უგემრიელესი და რამდენიმე ლუკმა რომ ჩავკბიჩე შემოვიდა მზია და ვაიმეო ჭინთვებიაო გადადე ტელეფონი და კექსი იქეთო და ფანჯარაზე ჩამოდო ჩემმა ქმარმა ეს კექსი. ჩქარა ნუკრის დაუძახეთო ექთანს გასძახა. მოვიდა ნუკრი გამსინჯა სრული გახსნააო (მანამდე ერთხელ კიდე გამსინჯა მარა გაუტკივარებულზე ჩუსტვა არაგაქვს არანაირი

ვერც გრძნობ როდის გსინჯავს :დ) ხოდა მოკლედ სრული გახსნაა ვსო დავიწყოთ ჭინთვებიო, შემოვალ 2 წუთშიო და გავიდა. მზიამ მოდი აბა გავარჯიშო ჭინთვები როგორ უნდაო და მასწავლის ნუკრის შემოსვლამდე აი მუცელს არ მიაწვე, დაბლა მიაწექი, ასე ისუნთქე ისე ქენი. მეთქი კაი ჩემო დაიკო, დაგიჯერებ ყველაფერს :დ
შემოვიდა ნუკრი და ამ ჩემს ჩვეულებრივ საწოლს უცებ საიდანღაც ფეხებივით ამოუწიეს და აი როგორც გინეკოლოგის სკამის ფეხები ისეთი გახდა. აბა დადე ფეხები და რასაც გეტყვით ქენიო. მოწოლას რო იგრძნობ მიაწექიო. 1-2 მომენტი გამიჭირდა ის რომ მოწოლას ვგრძნობდი ანუ კუჭში გინდა თითქოს გასვლა და მზიამ ერთი წამი არ მიაწვეო, ანუ მაგ დროს რომ მივწოლილიყავი შეიძლება ჩახევა მომხდარიყო. აი ეგ შეკავება გამიჭირდა და პლიუს ზოგი რო 2-3 გაჭინთვაში აჩენს მე ერთი 10 მიწოლა დამჭირდა, სადღაც მე-7 მე8 მიწოლაზე თითქოს ფეხებს შორის რაღაც გამეჭედასავით და აი მთელს მშობიარობაში პირველად მანდ შემეშინდა, მეთქი რამეს არასწორად ხო არ ვშვები და მზიას ვეკითხები მზია რაღაცას ვერ ვშვები სწორადთქო? და ძაან კაი გოგო ხარ იდეალურად აკეთებ აბა მიდი ერთიცო და უცებ ვხედავ ბავშვი უჭირავს ხელში, ცრემლები თავისით წამომივიდა, ვყვიროდი თურმე ბოლო ხმაზე მზია ჩემი შვილია ეს? მე გავაჩინე ესთქო? (ჩემი ქმარი მეუბნება 100ჯერ თქვი ერთიდაიგივეო :დ) თავთან მედგა მთელი ეს დრო ჩემი ქმარი. ჭინთვები ჯამში დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. მანამდე რაც იყო კი დაგიწერე დეტალურად. ჭინთვების დროს ტკივილი არ მქონია აი ზუსტად ის შეგრძნებაა კუჭში რო გადიხარ და აწვები.
წყლების დაღვრაზე გითხრა. აი სრული გახსნააო რომ მითხრეს და ჭინთვებისთვის მოემზადეო, უცებ რაღაც ხმა გავიგე ბუშტის გასკდომის და მზიამ დაუძახა ექთანს გამოცვალე დასაფენიო, სულ წყალში იყო. მაგ დროს გასკდა ანუ ბუშტი და მაგ დროს დავღვარე წყალი. ვერ ვიგრძენი დიდად ვერაფერი.
ნუკრი ძაან ჩუმად იყო, ერთი ორჯერ წამოცდა კაი გოგო ხარო და ვსო ეს იყო სულ. ბავშვი ჩამახუტეს ვჯღაოდი , ჯერ პირველ რიგში იმიტომ ვჯღაოდი რომ არ მჯეროდა რომ მე ეს შევძელი, შეუძლებელი ან რაღაც სასწაული მეგონა მშობიარობა ისეთ ჰორორებს მიყვებოდა ყველა. ცალკე დედაჩემი მაგიჟებდა საკეისრო გაიკეთე, მეცოდები ტკივილისთვისო და აი ყველა ემოცია მქონდა ერთდროულად, მეცინა მეტირა თუ რა მექნა არ ვიცოდი, ცალკე დედად გახდომის ბედნიერება, ცალკე ის რომ ასე მარტივად გავხდი დედა. ბავშვი ძუძუსთან მომისვეს და არ ჩაიდო არაფრით, ეჩალიჩა ცალკე ექთანი, ცალკე პედიატრი და ნუ არა. ამასობაში რაღაც სითბოსავით ვიგრძენი ფეხებში, ესო პლაცენტააო, ვსო მორჩა მშობიარობა, მოხსენით გაუტკივარებაო და მაშინ მომხსნეს.
ბავშვი რომ დავინახე პირველად ბებია ქალის ხელებში, ჯერ ვერ დავიჯერე ჩემი შვილი რომ იყო, იმიტომ ვყვიროდი ამდენს მე გავაჩინეთქო? სულ სხვანაირი წარმომედგინა ჩემი შვილი. ზოგადად ახალშობილი

ეს კიდევ იყო ძაან კრიალა, თეთრი ფითქინა, უბეწვო, ულამაზესი :დ მე მეუბნებოდნენ ძაან უშნო დაიბადე შავი, შავწითელი და ბევრი თმითო და ეგეთი მეგონა იქნებოდა ჩემი შვილიც და ცალკე ამაზეც შოკი მქონდა, ასეთი სხვანაირი რომ გავაჩინე) მზიას ხელში რო ეჭირა ბავშვი არ უტირია მაშინვე, სადღაც 3-4 წამი არ უტირია და ის 4 წამი იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული 4 წამი, მაშინ დავიყვირე რატო არ ტირისსსსსსსს? და დაიცადე ერთი წამითო და სანამ დაასრულა წინადადება დაიწყო ჩემმა შვილმა და ამავე დროს მეც ერთდროულად ტირილი. ვერ ვჩერდებოდი ისე მეტირებოდა, ნიკა (მეუღლე) ტიროდა ჩემთან ერთად, პირველად და ბოლოჯერ ვნახე სხვათაშორის მაშინ მის თვალზე ცრემლი. ვტიროდით ერთად, ვერ ვჩერდებოდით. მეშინოდა ეხლა არ გავაფრინოთქო

ნუ რამდენიმე წუთი გრძელდებოდა ეს საოცარი ეიფორია რომელსაც ცხოვრების ვერცერთ წამს ვერასდროს შევადარებ ალბათ. მარა გამოიცანი რა მოხდა? :დ მომშივდა

მეთქი გადმომაწოდეთ ის სტაფილოს კექსი ფანჯარაზე რო დევსთქო და დავამთავრე ბოლომდე :დ მერე სადღაც 2 საათი სანამ მიალაგეს იქაურობა, ბავშვს ჩააცვეს რამე, მეც წამო ეხლა პალატაშიო და წამოვფრინდი საწოლიდან და თავბრუ დამეხვა

მივედი პალატამდე ბავშვიც შემოვაყვანინე, მეუღლე გავუშვი (იმ დღეს მისმა ძმამ ცოლი მოიყვანა და საგიჟეთი ქონდათ სახლში) ხოდა მეთქი წადი შენებთან, თუ რამე დაგირეკავ. შევედი წყალი გადავივლე, ბავშვი ექთნებს მივაბარე ის რამდენიმე წუთი სანამ ვიბანავე, გამოვედი შხაპიდან, მოვწესრიგდი და დავიწყე ჩვეული ცხოვრება. პირველ და მეორე დღეს ჭარბი ციკლივით გაქვს და დიდი პაკეტები გჭირდება. პალატაში სანამ გადმომიყვანდნენ დასაკეცი პამპერსი როა გასაშლელი, ეგ გაკეცეს და ეგ ჩამადებინეს, პაკეტი არ გეყოფაო. მეორე დღიდან ისევ ციკლივით მქონდა უბრალოდ. ჩვეულებრივი სპორტული შარვალი და ზედა ჩავიცვი და ისე დავდიოდი. მესამე დღეს კი გამწერეს. ძუძუს არ იდებდა ჩემი ბიჭი და ერთი მაგაზე ვწვალობდით რომ როგორმე მოეწოვა მარა არაფრით არ წოვდა. არც ძუძუს არც სოსკას, არაფერს. სოსკას კი მივაჩვიე ნელნელა და ძუძუს ვერა. ბოთლით ჭამდა ჩვეულებრივად და ძუძუს ჩადების დროს ტიროდა და ენით აგდებდა.
ბოდიში ბევრი გამომივიდა მარა მინდოდა ყველა დეტალი მომეყოლა.
This post has been edited by narkozeli on 16 Jul 2023, 15:26