კიდევ კაი მარტო არ ვარ თორე მეგონებოდა მე ვარ თეთრი ყვავი

ბოლო 2 თვეში ჩემმა ორმა მეგობარმა გააჩინა ჩაჩავაში და აგერ აისაისბეიბიმ და რავიცი სამივე ერთიდაიგივეს მეუბნება, სამივე დაახლოებით იმას, რაც ჩემს დროს იყო რეალობა. რავიცი ალბათ მართლა გამართლებაა

ნინომ -მესამე ბავშვი გააჩინა ჩაჩავაში (ძველი წეროელია ემახსოვრებათ გოგოებს ninoninn)
სალომემ (ამავე დროს მაკარენას მაზლისცოლი) მეორე ბავშვი გააჩინა ჩაჩავაში
აისაისბეიბიმ პირველი.
ნინომ ფიზიოთი გააჩინა, სალომემ და აისბეიბიმ საკეისროთი.
ეხლა გეტყვი ჩემთვის პირადად რა იყო ზედ გადმოყოლა და იმათ მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. ჩამოგიწერ პუნქტებად:
1. უმტკივნეულო მშობიარობა. დამპირდნენ და შემისრულეს ის რომ ჩემს შვილს ღიმილიანი, ბედნიერი და მშვიდი შევხვდებოდი, იმიტომ რომ არ გამოვცდიდი რაიმე ჯოჯოხეთურ ტკივილებს ან ზოგადად რაიმე ტკივილებს. დამპირდნენ უმტკივნეულო ფიზიოლოგიურ მშობიარობას- ზუსტად შემისრულეს. რავი, ბევრი ბუნებრივი მშობიარობა იცი (თან პირველი ბავშვი) ასეთი გაუტკივარებით? მართლა ხო არ გგონია მე მაქვს რამე საოცარი ორგანიზმი?

სასწაული ანესთეზია მქონა + ანესთეზიოლოგი + ხარისხიანი ანესთეტიკი რაც გაგიკვირდება და საქართველოში ფუფუნებაა, ძირითადად წყალწყალა ლიდოკაინებით აყუჩებენ სამშობიაროებში და მაგიტო აქვთ გოგოებს კოშმარი მშობიარობები.
2. ბებიაქალი. ამ ქალზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი. ადამიანი რომელიც იმ წუთას იყო ჩემთვის დედასავით, უთბილესი, ხან ზურგზე მასაჟებს მიკეთებდა, ხან თმებზე მეფერებოდა, ხან ხელებზე. მაქებდა კომპლიმენტებით მავსებდა, მეხუმრებოდა.
გაცნობისთანავე დამპირდა მე თუ დამიჯერებ გპირდები ზუსტად ისეთს გაგიშვებ აქედან, როგორიც ბავშვამდე იყავიო, ჩახევა ნაკერების გარეშეო.
ზუსტად შეასრულა ქალმა თავის პირობა. პროფესიონალიზმი + უსაყვარლესი ადამიანი. მიხსნიდა ყველაფერს აბსოლუტურად რას რატომ ვაკეთებდით. მასწავლიდა როდის მესუნთქა და როდის შემეკავებინა და არ მივწოლოდი. როგორც უკვე აღვნიშნე მაქებდა და მადიდებდა უყოჩაღესი ხარ, უმაგრესი გოგო ხარ, აი ძააან მაგარი ხარ- ეს იმხელა მოტივაციას მაძლევდა მაშინ, ჭინთვებს ძალა რომ უნდა ასე მგონია მზია მაძლევდა მაგ ძალას თორე მე გაუტკივარებულზე დიდად ვერ ვგრძნობდი ვერაფერს.
გაჩენიდან 2 საათში ისე ვიყავი, ვითომ არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივად ვიბანავე და მოვწესრიგდი, არაფერი მაწუხებდა (ნუ გამონადენის გარდა)
3. პალატა. რამე განსაკუთრებული მოთხოვნები არ მქონია პალატასთან. მთავარი იყო სამედიცინო საწოლი ყოფილიყო, სისუფთავე და სიწკრიალე, დამოუკიდებელი სველი წერტილი, ასევე გაწრკიალებული და ნუ შპალერების ფერი მეკიდა

არც ტუალეტის ქაღალდის ხარისხი მიმოწმებია სიმართლე გითხრა,ჩვეულებრივი იყო ყველაფერი. არც მქონია რამე განსაკუთრებული მოთხოვნა. ლუქსში ვიყავი და რავი იყო რა, ნორმალური ჩვეულებრივი ოთახი, სადაც იდგა საწოლი, კარადა და ტახტი. ყველაზე მეტად აივანი გამოვიყენე თავისი პატარა ორანჟერიით, რადგან ამ ყვავილებში ჩაჯდომა, ჩაის მოწრუპვა და გარეთ ყურება ძაან მამშვიდებდა. ამიტომაც ვაპირებ ახლა მსგავსი გარემოს შერჩევას სადაც იქნება ყვავილები და ნაკლებსამედიცინო გარემო. მითუმეტეს ფულის გადახდა არ მიწევს მაგაში და მიფარავს დაზღვევა.
ღამეები პირველივე დღიდანვე მშვიდად გვეძინა მეც და ბავშვს. არც მე გამიღვიძია და არც მას. შესაბამისად არც არაფერი დამჭირვებია განსაკუთრებული.
4. პალატის სერვისი. არც მახსოვს ალბათ სულ 2-3ჯერ დამჭირდა ღილაკზე დაჭერა ექთნის დასაძახებლად (ძირითადად ან აბაზანაში რომ ვაპირებდი შესვლას). შემოდიოდნენ რავი ესე ვერ ვიტყვი რომ 10 წუთში ერთხელ თავზე მეხვეოდნენ და არიქა რამე ხო არ გინდაო მეკითხებოდნენ მარა დღეში 3-4ჯერ მინიმუმ შემოდიოდა ექთანი. ჩაბანა რომ ვცადე ბავშვის შემომივარდნენ რას ქვია შენ რატო ბან აქ რისთვის ვართო და მაგის მერე არც მიცდია, გამყავდა და თვითონვე ბანდნენ და დაბანილი გაწკრიალებული შემოყავდათ.
სიმართლე გითხრა ექთნები სხვა არაფერში დამჭირვებია მე. რაღაცეებს ვეკითხებოდი და მპასუხობდნენ, დაბანაზე მომცეს რჩევები, ძუძუს თემებზე (ულიფოდ ვიყავი და ღამეც ჩაიცვი ხოლმე ლიფი რომ იღლიებისკენ არ წავიდეს რძეო)
5. საჭმელი. ჩემთვის აბსოლუტურად ნორმალური, გემრიელი, 5ჯერადი და საკმარისი. არც მქონია მოლოდინი რომ არიქა ვინმე რამე საოცრებას დამახვედრებდა იქ.
სიმართლე გითხრა ძაან მშიოდა და მაშინ გლოვო ვოლტი ასე მოხოდილი არ იყო რომ გამომეძახა და ამჯერად რაც მომინდება იმათ გამოვიძახებ ალბათ.
6. პედიატრი. ერთი პედიატრი იყო ალქაჯი და ეგ მახსოვს ყველაზე ცუდად, დავწერე კიდეც ზემოთ, ძაან კომენტარებს უკეთებდა ჩემს ბავშვს რა ძალიან ჩუმია, ვაიმე რა მუდოა, შესაფხიზლებელია და ა.შ. მიკვირს რო არ შემომელახა

ია დავითაია და ფატი შალამბერიძე (ფატის მანამდეც ვიცნობდი მშობელთა სკოლიდან) რავიცი ნორმალურები იყვნენ. ფატი ძაან თბილი და ყურადღებიანია.
7. მეანი. ვერ ვიტან რაღაცეების გადაზედმეტებას არც ცუდში არც კარგში. ამიტომ ობიექტურად დავწერ რომ ნუკრის შეფასება მიჭირს ცოტა. ვერ გავიგე ვაბშე მაგ კაცის იქ ყოფნა არ ყოფნა.
მე გავაჩინე ეს ბავშვი, მე და მზიამ. ნუკრი რავი ერთი ორჯერ მომკიდა ფეხზე ხელი და 1-2 კომენტარი თქვა სულ. ერთი საშვილოსნოს ყელზე მქონდა ორსულობამდე წანაზარდი და ის თავისი ინიციატივით მომაშორა, ვინ ეკითხებოდა კაცმა რომ თქვას, ხათუნა მეუბნებოდა გააჩინე და მერე მე გაგიკეთებ მინი ოპერაციასავითო და ნუკრიმ თავისივე სურვილით მოდი ბარემ ანესთეზია გაქვს, მოგაშორებ ამასო. მე არც გამხსენებია ეგ. ანუ რავი, მაგაში ჩემი აზრით ძალიან კარგად მოიქცა.
როგორც მშობიარობის მართვა, როგორც აღვნიშნე, დიდად ვერ ვიგრძენი მეანის იქ ყოფნა მე პირადად. შეიძლება არ მჭირდებოდა უბრალოდ. იმდენად მარტივად მოხდა ყველაფერი. რომ გართულებულიყო რამე, მეიმედებოდა.
რამე განსაკუთრებული მოლოდინები და მოთხოვნები არ მქონია სამშობიაროსთან, ჩემთვის მთავარი იყო ჯანმრთელი ბავშვი გამეჩინა მარტივად, მშვიდად და უმტკივნეულოდ. ვყოფილიყავი სუფთა გაწკრიალებულ გარემოში და მქონოდა ნორმალური პირობები.
გამოწერის დღეს რაღაც სამანიპულაციოში შემიყვანეს და ნაცხის აღების სკამი როა იქ ამასკუპეს დავათვალიერებთ ყელსო. მომცეს უზარმაზარი ფურცლები დანიშნულების, როგორ უნდა მომეარა თავისთვის და ბავშვისთვის. გამომიწერეს ვიტამინები და ა.შ.
მანამდე ნუკრი შემოვიდა პალატაში და მუცელზე თითებს მაჭერდა, მითხრა საშვილოსნოს შეკუმშვას ვამოწმებო. ორი სიტყვით მითხრა კარგი გოგო ხარ, შეკუმშულია უკვე საშვილოსნოო. 3 თვის გასვლამდე ერთი ეხო გადაიღეო. ზუსტად მშობიარობიდან 2 თვეში მივედი ვიზიტზე ხათუნასთან და კახასთან და ისეა საშვილოსნო, ვერც მიხვდები რომ ბავშვი გყავს გაჩენილიო.
რავი, ამ ყველაფრის მერე ძაან უმადური არსება უნდა ვიყო რომ დავწერო უკმაყოფილო ვართქო. ხომ არ გიწერ შენ რატო არ გაქვს იგივე გამოცდილებათქო?

ჩემსას ვწერ, დეტალურად, გაუზვიადებლად, ობიექტურად. ხომ მაქვს უფლება? :დ ყველა შენი გამოხმაურება ისეთია, თითქოს ბოდიში უნდა მოვიხადო რომ მე არ მქონდა ცუდი გამოცდილება

ახლა მეორეზე თუ საერთოდ სხვა გამოცდილება მექნება, მე ვერ დამასწრებს ვერავინ მაგათ ლანძღვას

ჯვარი კი არ მაქვს მაგათზე დაწერილი ან ჩემი ოჯახის წევრების კი არაა.
This post has been edited by narkozeli on 17 Jul 2023, 11:59