adelineვაიმე არ დაიჯერო ეგ იმიჯია რასაც იქმნის

ჩემს მეჯვარესაც ძაან კოხტად გაუკეთა მოთხოვნით საკეისრო, ჩვენების ნასახიც კი არ ქონდა, აგერ იცის ტუამაც)) დაჟე არც უცდია რამის მოფიქრება, მივიდა და უთხრა პირდაპირ საკეისრო მინდა და არ მეჩალიჩოთ ვერ გადამაფიქრებინებთო

გაეცინა და დათანხმდა არანაირი ხვეწნები არ დაჭირვებია. ჩემს მეორე ნაცნობსაც მასე. ასე რომ, ყველაფერი როგორც შორიდან ჩანს ისე არაა რეალობაში))
ერთი რა ახირებაც ქონდა, ხელოვნურ რძეზე (ფორმულაზე) ჭედავდა და ჩვენ გოგოებს ვინც ვერ აჭამა ან რძე არ ჰქონდათ, ლამის გლუკოზურ კომაში ჩაუგდო ბავშვები, იმხელა კლებით იყვნენ, უკვე ჩუმად შეტანას აპირებდნენ ფორმულის)) მარა წელს ეგეც შეიცვლია და აღარ ჭედავს მასეო.
ისე თუ სერგომ გითხრა საკეისრო გაიკეთეო, მაგაზე მეტი ჩვენება რა გინდა. მიხვალ ეტყვი რადიოლოგმა ( თან სერგომ) მირჩია ასეთქო და ვსო. მითუმეტეს საშვილოსნოზე პლასტიკა მაქვს გაკეთებულითქო და ვინ უნდა გითხრას უარი?
ზოგადად, სერგო ჭედავს საკეისროები ისე არ უყვარს. სულ წუწუნებს თქვენ გარედან გადარდებთ ნაკერიო და მე ორმაგი თავის ტკივილი მაქვს საშვილოსნო როცა გაკერილიაო რომ ვხედავო, ჩემს დას ეუბნებოდა ნაკერი პატარა ბომბია ჩათვალეო და რავი, მაგრად არ უყვარს მართლა და ეგ რომ გეტყვის საკეისრო გაიკეთეო, ტყუილად არ გეტყვის, ესეიგი მართლა გჭირდება.
ისე ახლა 22 კვირაზე რომ ვიყავი მეც მითხრა ნამშობიარები ხარო რომ მკითხა, ნაკერს რო არ ვხედავ უკვე მიხარიაო.
მოკლედ სერგო რომ გეტყვის საკეისროს გირჩევო, ესეიგი იქ საკეისროა გასაკეთებელი ისედაც
და წესით არავინ არ უნდა გაიჭაჭოს და გაგიტრაკოს არ გაგიკეთებო.
* * *
Alisakaნიაკო12გოგოებო ყელი ამ წუთას რომ 40ია, შეიძლება 10 წუთში 38 იყოს და კიდე 10 წუთში 45. იცვლება ყოველ წუთას. მთავარია 30-35-ს არ ჩამოცდეს.
წონაც არაზუსტია +-300 გრამი მაინც არის დიდ ვადებზე ცდომილება.
თუმცა გაჩენის დღეს მშობიარობა რომ დამეწყო ჩაჩავაში 3 კილო და 50 გრამი ჩამიწერა ეხოზე მარიმ (დიდად კი არ მევასება ეგ გოგო) და ზუსტად 3 კილო და 50 გრამი გავაჩინე 4 საათში ))
ესეთებიც ხდება.
* * *
საბისაბი85ბებე თბილისშიცაა, დავიკიდებ მაშინ) ერთი ეს ჟივილი არ გვქონდა თბილისში და მაგიტომ შევიარე :*
შენ როდის გაქვს შემდეგი ეხო?
This post has been edited by narkozeli on 19 Jul 2023, 01:26