adelineუხერხულად რატო იგრძენი თავი? ყველა ექიმზე ყველას ერთი გამოცდილება აქვს?

ჩემს ექიმზე და ჩაჩავაზე გადასარევი გამოცდილება მაქვს მარა კი ხედავ აქ კოშმარები იწერება, უხერხულად უნდა ვიგრძნო თავი?

ვის რა მოსწონს, ვის რა პრიორიტეტები აქვს და ვისთან როგორ ხასიათზე იქნება ექიმი.
აგერ სერგო ჩემთან რომ ბულკი და ტკბილი კაცია, გუშინ იყო ჩემი და ტუას საერთო ნაცნობი და კინაღამ ცემა ამ გოგოს ქმარმა ისე უხეშად ელაპარაკა ყველაფერზე. ეგ რომ მითხრა გუშინ მეც პირდაღებული ვუსმენდი ასე მეგონა სხვაზე საუბრობდა. აგერ კახას ტუა ვერ იტანს მეუხეშაო და ჩემზე გიჟდებოდა ეგ კაცი, სულ თან მყვებოდა.
ასე რომ ჩემი თხოვნაა ნურავინ ნურავისზე ნუ დადებთ თავს რომ საუკეთესოა ან საშინელებაა. იმიტომ რომ არ ხდება მასე რეალობაში. ყველას ჰყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო. ვიღაცას უმართლებს, ვიღაცას არა. სამწუხაროდ ასეა.
არც გაფანატება არ შემიძლია არავისზე. საკუთარ თავზე ვერ დავდებ თავს, არა თუ ვიღაცაზე.
დავარაშვილზე ჩემი ქმრის დეიდაშვილი გიჟდება მაგრამ ასევე მეორე ნათესავი ჯგუფს არ ტოვებს რომ არ დაწეროს რაც მანდ გადახდა და რა დღეშიც ჩააგდო.
არავინ არაფერს არ იგონებს. ესაა რეალობა, ხან ისე ხდება, ხან ასე

იმის შიშით ახლა ვიღაცას არ ვაწყენინო, ჩემი გამოცდილება არ უნდა გავაზიარო? (გინდ კარგი და გინდ ცუდი)
This post has been edited by narkozeli on 28 Jun 2023, 13:50