happy-go-luckyცოტა გრძელი პოსტი გამომივა ალბათ, მაგრამ რადგან ყველა სიტყვა ძალიან ნაცნობი და ჩემ მიერ განცდილია, გამოგეხმაურები:
1. აცრის შემდეგ 1 ან 2 დღით ცოტა ცვლილებას მეც ვატყობდი ბავშვსვ. თუმცა მერე უბრუნდებოდა რეჟიმს;
2. 3 თვემდე ძალიან ბევრი კრიზისული დღეა. ძალიან. ძუძუ ამშვიდებდა, კი, მაგრამ შეიძლება მაინც მასე ყოფილიყო. 4 თვეზეც არის კრიზისული დღეები, ძილის რეგრესიც - რამდენიმე დღე ძილს ისე ეჩხუბებოდა, ნახევარი სთ უნდებოდა ჩაძინებას, თან ტიროდა. მაგრამ მერე ერთ დღეში ისე გადაუარა, გეგონება სხვა ბავშვი იყო.
მოკლედ, კრიზისული დღეები ფორმუჯლას და ძძს ბავშვებს ერთნაირად აქვთ. ინდივიდუალურად. სცადე სიმღერა, სეირნობა ყოველდღე, მოარიდე ბევრ ხალხს და ხმაურს სამ-ოთხ თვემდე. უჭირთ შთაბეჭდილებების გადამუშავება. პლუს კუჭ-ნაწლავი ჩამოუყალიბებელია და ეგ დისკომფორტიც აქვს. ზამთარი იყო, მაგრამ დღეში რამდენჯერმე ვხდიდი და ვსვამდი თბილ წყალში, ვედროში. და იყო ძალიან მშვიდად.
3. ეცადე კარგად ეძინოს, დღე-ღამეში საკმარისი. დაეხმარება ეგეც.
4. გოგოებმა სწორი გითხრეს - პოსტპარტუმ ჰორმონები და ემოციურობაც გაქვს მოჭარბებული. მხოლოდ იმიტომ ვაძლევ თავს უფლებას ეს გითხრა, რომ მეც იგივენაირად ვიყავი: ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ცოტას ვაზვიადებდი. უფრო სწორედ-ზედმეტად განვიცდიდი.
მეც ეგ მქონდა ჩაბეჭდილი, რომ დეკრეტში ვარ, რძე ბევრი მაქვს, რა კარგად იმატებს/ინელებს, როგორ შევუწყვიტო? როგორ დავუმატო ფორმულა, სულ არ ავურიო ყველაფერი. შედეგად მივიღე ის, რომ ჩავიციკლე ამის კვებაზე და ემოციური რესურსი, არც დრო აღარ მქონდა სხვანაირი ბონდინგი დამემყარებინა მეტად ხშირად - მეთამაშა, მოვფერებოდი. მეც მასე ვიყავი გრამებზე ჩასაფრებული და სველ პამპერსებზე. რამდენჯერმე ეგრე მშრალი პამპერსით გაიღვიძა და მეც დავპანიკდი.
ამ გადასახედიდან ვიცი, რომ ბავშვს თუ შია, ჭამს. თუ არ შია-არ უნდა ჩატენო არც ის რძე. იმატებს? კი. თან საკაიფოდ იმატებდა ყოველთვის. ღრმა ძილში ფისებს არ შვრებიან. ხო, ხოგი დღე შეიძლება არ ჭამოს ნორმა, მერე რა?
5. ნორმა რა არის? საათზე 20-30 მლ უნდა იანგარიშოო. კიბატონო, მასე ვაძლევდი ამასაც, თავიდან 2 საათში ერთხელ ითხოვდა 50-60 მლს. ხან ტოვებდა, ხან ამთავრებდა. ხშრად იწყებდა, ნახევარს დალევდა. მერე ვაცდიდი 20-30 წუთი და დაამთავრებდა (დედის რძეზე ადვილია ეს, აქვს "ვადა".
მერე სამ საათიანზე გადავიდა და 70-მლდან 120-მლდე ჭამს დღემდე, გააჩნია რა ხასიათზეა

). აგერ ანაბელის ბაია 150-მდე ადის, მერე რა? დედის რძეზე ეგრეა, რო ვერ გაარკვევ რამდენია რეალურად ნორმა. დღე-რამეში 720 მლ არისო მინიმუმი. სავარაუდოდ, მაგდენს იღებდა ჩემი ყოველთვის, არც ბევრად ნაკლებს მაგაზე, არც ბევრად მეტს. 8 თვისაა და 9 კილოზე ცოტა მეტია. ყველაფერს აკეთებს ასაკის შესაბამისად.
6. ბავშვებს აქვთ თვითგადარჩენის ძლიერი ინსტინქტი. მოდუნდი, ახლა კრიზიები აქვს და ეს არაა შენი ბრალი. არც უძუძუობის მაინცდამაინც.
არ გამშვიდებ. მხოლოდ გამოცდილება და მაგ პერიოდზე ჩემი რეფლექსია მალაპარაკებს.
ვისურვებდი, ვინმეს ეს ყველაფერი მაშინვე ეთქვე (მეც ეგეთი ფრიადოსანი დედის სინდრომი მაქვს, სამწუხაროდ).
გვანცას ვეთანხმები - დასტრესილ დედაზე ცუდი არაფერია. ეგ ნერვები სჯობს ბავშვის დაწყნარების, კრიზისის შემსუბუქების სტრატეგიებს მოახმარო და არა გრამების თვლას მაინცდამაინც.
7.ამერიკელი ფამფერებიც სწორად ამბობენ. მეც შევამჩნიე ეგ ჩემზე - აი უიშვიათესად ყოფილა, რომ გამოწველილი რძე არ ყოფნოდა. რამდენსაც ვიწველიდი, იმდენს სვამდა ან 10-15 გრამს ტოვებდა. სუ მეგონა, რომაი ახლა 100 კი არა 80 გამოვიწველე და 100 რო უნდოდეს? მარა აი იმ ჭამაზე 70-80-ს ჭამდა. ბოლო ყლუპებზე რო ბუქსაობს, ხვდები, რო აღარ უნდა მეტი რა.
8. გამაგრებები გაქვს? გრაფიკით თუ იწველი, არ გაგიმაგრდება წესით. თუ სესიიდან სესიამდე ძალიან გევსება ძუძუ, ჰააკა მიიმაგრე, არ ასტიმულირებს ძუძუს და უბრალოდ ზედმეტს გამოიტანს, რო არ ჩაგიმაგრდეს.
საპრევენციოდ 2 კვირა მზესუმზირის ლეციტინი ვსვი მე. არის ასეთი საკვები დანამატი. მომიში ვიყიდე, ამაზონზეც არის. დამრჩა-შემიძლია მოგაწოდო, თუ შეატყვე რომ ვერ ერევი გამაგრებებს. ათხელებს რძეს, ასე ვთქვათ (ხალხურად) და სადინრებში ადვილად გამოდის და დღეში 1 აბი საპრევენციაო რა. მე მალევე გავუმკლავდი და ავუღე ალღო გამაგრებების ამბებს და გადავრჩი. უკვე შორს წასულ პროცესზე 2-3 აბს სვამენ მგონი.
პრევენცია ეგაა - გრაფიკით წველა (ორგანიზმი მიხვდება, რომ ამდენი უნდა და მეტი არა), თუ წველამდე გადაგევსო, ჰააკა (და არა ისევ წველა). თუ ოდნავ საეჭვო სიმაგრეს (ხშირად იმოწმე) თბილი კომპრესი/შხაპი+წველა. ეს უფრო პირველ და მეორე თვეს მშობიარობიდან. წესით მერე ნაკლებადაა საფრთხე, დარეგულირებულია და მიდის რიხინით.
კიდევ ერთხელ ბოდიში ვრცელი ტექსტისთვის :*
* * *
Anabeli111რძის ნაწარმზე დამავიწყდა - ხაჭო არ მიმიცია. სანტინოს აძლევენ, 6%-იანს მგონი.
ბეიბიბიოს ოიგურტი გავასინჯე. ასევე ერთხელ ჰუმანასი.
კარაქი გავასინჯე კიდევ. ლაბნე.
სანებო მაქვს ნაყიდი და მივცემ ამ დღეებში.
მაცივარზე მაქვს სია გაკრული, რაები გავასინჯე და კიდევ რას ვაპირებ :დ
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?