LooLaaLiza12სერაფიტიNatiaGullაცრამდე დაეწყო გოგოებო ძუძუს/ბოთლის პროტესტი. ზოგადად ჭამის პროცესს აპროტესტებს. 40-60 გრამს ჭამს ისიც ან ძილში ან თუ ღვიძავს ტირილით და ისტერიკით. თავს ატრიალებს ხოლმე საპირისპირო მხარეს და ენით აგდებს ნუ მაჭმევო.
პედიატრმა რა ზრდის დღეები რა ჭამის პროტესტიო, მგონი პირველად გაიგო. :დ ეჰჰ ჩემი ირაკლი მინდა სასწრაფოდ.
ხელოვნურსაც გააპროტესტებს ასე მგონია თორე გავასინჯებდი ცოტას.
აცრის მერე მშვენივრადაა, არ ქონია სიცხე. ჭამის დროს ზუის თორე ისე გადასარევ ხასიათზეა.
ნამატზე გეტყვით და თქვენი აზრი მითხარით აბა.
დაიბადა 3კგ (გამოვეწერეთ 2950)
პირველი თვე მოიმატა 1 კილო და 100 (4 კილო და 100 იყო)
მეორე თვე 850გ ( 5კგ-მდეა 4 950) არადა მანამდე რამდენიმე დღის წინ 5 და 200 იყო სახლში შიშველი ავწონე.
პედიატრმა დიდებული ნამატიაო

(ნუ მეც ვიცი რომ 600გრამები მოეთხოვება თვეში) 6 თვეზე მოეთხოვება 6 კილო ანუ 2X3კგ. რომ დაბადების წონა გაორმაგებული იყოსო) და ამას კიდე 3 თვეზე ექნება სავარუდოდ გაორმაგებული და რა გაწუწუნებსო. სხვა არაფერი რჩევა არ მოუცია. დაიკიდეო ესე გამოუვიდა.
სიგრძეზე რას ფიქრობთ? ესე 7სმ ნამატი თვეში გაგიგიათ? მომავალი კალათბურთელია აშკარად :დდ
ისე ვაჩეც გამხდარი, მაღალი ბავშვი იყო და არის ეხლაც თანატოლებთან შედარებით მაგრამ წონის რეინჯით მეტი იყო, კილო ნახევრებს იმატებდა თავიდან სულ.
* * *
ახლა ჩავაცვი და შეხედეთ რა :დ კარტერსის ბოდე 6 თვეზე :დდ ასე უცებ როგორ გავარდა სიგრძეში მართლა
This post has been edited by narkozeli on 30 Dec 2023, 09:27