NatiaGullაუუ ნათი :დდდ დიდი არაფერი, ვცხოვრობ ერთი ცხოვრება და ბარემ ბოლომდე შევირგო :დ
მე4 თვეში გადავიდა თუ არა, გადავუკეტე ძუძუსწყარო

ესეიგი გაგეცინება და მაგ დღის მერე ბავშვმა კვირაში მოიმატა 400 გრამი :დ ანუ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ძუძუ სანაშო არ არის კიარა დაა ძუძუ რეჟიმით რთულია, თუ გინდა ძუძუთი კვებო დიდხანს, სახლში უნდა იყო და თავიც უნდა შეიწუხო

რეჟიმით კვებისთვის ფორმულა ბევრად კომფორტულია და ფაქტია ბავშვს კარგი ნამატი მაშინ აქვს როცა ძუძუებს ურეჟიმოდ აძლევ და არა ჩემსავით ტაშფანდურაზე 3-4 საათში ერთხელ

და მთელი ღამე ფეხზე რომ მეკიდა ბალი რა ღირს ბაზარში :დ ძუძუ არაა იმდენად კალორიული და კი, უფრო ხშირად უნდა აჭამო ვიდრე ფორმულა. მოვინდომე ახლა მეც მარსზე ზაგრაობა :დ
უფასოა ძუძუო, უფასო კიარა უძვირესი დამიჯდა მე პირადად ეს თვეები, ყველაზე ძვირი ჩემთვის დროა და იმას ვიხდიდი ხო? :დ დრო და ათასი რამე კიდე.
არავისთვის აჩოტი არ ჩამიბარებია, ასე გადავწყვიტე და ვსო, ბავშვისთვიასაც და ჩემთვისთვის ასე ჯობიათქო და ჩემი თავი გენაცვალოთო ნიკამ

კითხვაც არ დაუსვამს რატო გადავწყვიტე :დ
აი დედაჩემს კი ქონდა მცდელობა (იქნება ვირუსების პერიოდს გადაევლო და მერე გექნაო) მარა მეთქი ნეტა ხელოვნურზე გაზრდილი ვაჩეს იმუნიტეტის ნახევარი მისცა ნოას, ხმას არ ამოვიღებთქო და ისე კი მართალი ხარ ჩემო შვილოო და გადამისვა თავზე ხელი :დ მიხვდა აზრი არ ქონდა გადარწმუნების მცდელობებს

დედამთილისთვის არც მიკითხავს, რო მოვიდა პირდაპირ ფორმულიანი ბოთლი შევაჩეჩე ხელში ეს აჭამეთთქო :დ ანუ წინასწარ არ დაიწყო არავისგან ნებართვების აღება, მართლა არაა საჭირო. აგირევენ თავგზას
ერთი წამით არ ვნანობ ნათი ამ 3-4 თვეს, არც შენ არ ინანებ დარწმუნებული ვარ :* ვიცი რომ კარგი რამე ვაჩუქე ჩემს ბიჭს დს ყველაზე ძვირფასი საჭმელი ვაჭამე ❤️ დალშე აწი კარგ ფორმულას ვაჭმევ და არაფერი მოაკლდება ვიცი :*
სხვათაშორის მარაგები რომ მეგონა ბევრი ქონდა, 4 დღეში გახარჯა :დდ ამიტომ გაყინვაზე დიდად არ მოიკლა თავი. იმ წუთისთვის ან 1-2 დღისთვის შეინახე ხოლმე :*
ძუძუებს დაუბრუნდა თავისუფლება, მე ლიბიდოს ქალღმერთობა და გონებას მენტალური თავისუფლება

რაც ჩაფიქრებული მქომდა 4-5 თვემდე ჭმევა, ფაქტიურად გამომივიდა და მშვიდად ვაგრძელებ ცხოვრებას :დ
შენ როდის აჩენ? მეანი აარჩიე? ❤️ ძაან გგულშემატკივრობ❤️
* * *
tako/barbiაუუუუ ფოტოზე ამოვწყდიიიიიი
შენ ხარ გმირი დედა!!! მილიონჯერ გეტყვი ამას! დამსახურებულად გმირი და სუპერგმირი!! ❤️
თან როგორ ყველაფერს კითხულობ და ეცნობი, სამი შვილის ხელში ამდენს რომ ახერხებ, გმირი ხარ აბა რა?! მარტო ხანჯლის ფრიალი ხო არაა გმირობა, ასე რომ ეგ ჯილდო დამსახურებულია ბაზარი არააა :დ
This post has been edited by narkozeli on 6 Feb 2024, 00:25