takoo1დამტვერვის სეზონი პირიქით, ბიძანამ უთხრა კულუმბეგოვმა ჩემს დას არ გინდა ეგ სეზონი ბავშვებისთვისო, ალერგია შეიძლება გამოიწვიოსო და არ ურჩია წლების წინ.
სურამში დაყავს ჩემს დაქალს ყოველ წელს (სახლი აქვთ იქ) და რავიცი ამ ბავშვს სულ ვირუსი აქვს წელიწადში 360-ჯერ და რა გითხრა აბა.
მანგლისი არის ჩემი აზრით თბილისელი ბავშვებისთვის იდეალური კურორტი. ახლოსაცაა ჩვენს ჰავასთან და მართლა საოცარი კლიმატია. თუ შეძლებ ივლისში 1 თვით წადი ბავშვებით (მაისში დამტვერვის სეზონია
მანდაც და არ გირჩევ)
მე ვაჩე მანგლისში მყავდა პირველ წელს და მერე უფრო ახლოს მჭირდებოდა კურორტი (სამსახურში რომ იქიდან მევლო) და მანგლისიდან ყოველ დღე სიარული შორია. ამიტომ შემდეგ წლებში უკვე კოჯორში დამყავდა მინიმუმ 1 თვე (კოჯრიდან ორივე დავდივართ სამსახურებში ყოველდღიურად და ამ მხრივ მაწყობდა)
არცერთი წელი არ ჩამიგდია. 1 თვე მთაში (მანგლისი/კოჯორი) მყავს და 1 თვე ზღვაზე. ამისი იმუნიტეტის ამბავი კი იცი. არ მგონია რომ კავშირი არ იყოს. ნეტა ნოაზე თუ გაჭრის

აი ზამთარში დიდი ხნით ნამდვილად ვერ მიმყავს ვერსად.