basti-bubuuuuკი, შიაომის ვიდეოძიძას ვუწევ რეკომენდაციას. ბიუჯეტური და კარგია.
Panda-008ჩემი სამი კლასელის შვილებს ქვია ვივიენი, ჩემს კლასელებში პოპულარული აღმოჩნდა :დ
მე მიყვარს, ვგიჟდები უცხო და იშვიათ სახელებზე მაგრამ გვართან ამოვარდნილი არ მომწონს, მაიკლ ჭუმბურიძე, მეთიუ ქალამანაშვილი და ასეთები :დდდ
მეც ჩვენი ეპოქისთვის იშვიათი სახელი დავარქვი (აუცილებლად მოკლე და უცხო სახელი მინდოდა)
ვაჩე მჭედლიშვილი Vache Mchedlishvili - ეს che-che რომ მეორდება სასწაულად მომწონს

და ნოა მჭედლიშვილი/Noah Mchedlishvili მყავს.
ძალიან მინდოდა ორივე შვილს ისეთი სახელი ჰქონოდა, ნებისმიერ ქვეყანაში მარტივად რომ დაუძახებენ. ნოა საერთოდ აშშ-ში პოპულარული ბიჭის სახელების ტოპ 5-ეულშია (მე3 ადგილზეა პოპულარობით)
თან ნოა ხო ბიბლიური ნოეა (ორიგინალში Noah) და ჩემთვისაც ნოეა. გადარჩენილი კიდობნით ( ტყუპისცალი იყო და ძლიერი აღმოჩნდა. გადარჩა და მეც გადამარჩინა, მამამისიც და ვაჩეც. ამიტომ დიდი დატვირთვა და ისტორია აქვს ამ სახელს ჩვენთვის. ორგზის რეინბოუ ბავშვია, მანამდე ერთი შეწყვეტილი ორსულობა + მისი ტყუპისცალი.
ჩემი უძლიერესი, გმირი ნოაა ეგ! მინდა კიდევ ბევრი ადამიანი გადაარჩინოს წარღვნას და კაცობრიობის და სამყაროს მხსნელი იყოს მუდამ.
ნოეს შვილთაშვილი ბიბლიის მიხედვით არის ქართლოსი ( იეფეტის შვილიშვილი, იეფეტი ნოეს შვილია) და ჩვენი ქართლი/საქართველო ხომ ქართლოსმა დაარსა. მოკლედ ვგიჟდები ასე მგონია სასწაულად ძლიერი სახელი ქვია და ზოგადად ორივეს სახელზე ვგიჟდები და ვაფრენ და ვირყევი ისე მომწონს :დდ სხვა სახელი ვერც კი წარმომოდგენია, მგონია რომ ძაან უხდებათ, ალბათ ყველა დედა ასეა

რამდენი ვილაპარაკე და ამ დროს ვიღაცა მკითხავს რა ქვია? ჰაა? რა ვაჩე? სახელია ეგ? საიდან მოიტანეთ?
ანუ არც ლაშარელა წაუკითხავთ, არც რელიგიური პერსონაჟი ვაჩე (9 ძმა კალოელი) სმენიათ, არც ქართლის მეფე ვაჩე სმენიათ. რავი რა პასუხი გავცე, ინდიკატორია სიჩლუნგის და უცებ ვფილტრავ ხოლმე ვის ვესაუბრები :დდ
ნოაზე საერთოდ დედამთილ-მამამთილიც გამიგიჟდა საიდან მოიტანეთ ვინმეს საერთოდ ქვია ეგო? :დდ
ძაან გამიმართლა რომ მე და ჩემი ქმარი ამ საკითხში იდენტურად ვაზროვნებთ❤️
This post has been edited by narkozeli on 11 Feb 2024, 23:22