მე დამირეკა გუშინ და აშკარად სამსახურში იყო უკვე. ძაან ისე კი მითხრა თავდაჯერებით, არაფერი არ გინდა შენო, ჩემგანაც თავისუფალი ხარ და მშვიდობიან მშობიარობას გისურვებო, ამ წუთას ვერავითარ რისკებს ვერ ვხედავო, აგრძელებ მხოლოდ კარდიოასპირინსო ანუ ანალიზების გაკონტროლებაზეც კი არ უთქვამს არაფერი, გამოდის რომ გადამაბარა ისევ გინეკოლოგს.
მე ველოდი რომ მეტყოდა რაღაც ვადაზე კიდე გადაკონტროლებას მარა რავიცი, არ უხსენებია.
ისე კოაგულორამა ნეტა რა ვადამდე უნდა ვაკონტროლო? ეხლა ბოლოს აგერ 28 კვირაზე გავიკეთე. შემდეგს ალბათ 30-32ის შუალედში გამაკეთებინებს ფიქრია.
მე იმ 10 დღე კლექსანმა რა მაგრა დამიგდო ფიბრინოგენი გაოცებული ვარ. 600დან 400-ზე ჩამოიყვანა.
მე სერგოსთან ჩავეწერე 29 სექტემბერს, გუშინ ელექტრონულად, იყო ადგილი. მარა მანამდე კიდე ორი ეხო მინდა, ერთი ამ თვეში და მეორე სექტემბრის დასაწყისში. ზეგაა ბადრისთან სექტემბრის ჩაწერები და მონიშნული მაქვს კალენდარში უნდა დავრეკო.
* * *
ავიწონე ახლა. ჩემი წონის ნამატით ვარ ძალიან კმაყოფილი, სადაცაა 30-ე კვირას მივუკაკუნებ და 6.5 კგ ნამატით ვარ ფაქტია (52კგ დავვორსულდი)
ნაჭამ ნასვამი ვარ ამდენი.

ძაან მომიხდა და წამადგა ის დიეტა რა.
This post has been edited by narkozeli on 8 Aug 2023, 14:27