adelineარ გამიკვირდა რაც თქვი, გადავქექე გალფერის შემადგენლობა და ზუსტად ისეთი შემადგენლობა აქვს ცოტა მიდრეკილი ვინცაა შეკრულობისკენ- წესით შეკრავს.
მე მაშინ ჯაბა ზარქუამ ამიხსნა, რაც არ უნდა შეკრულობისკენ იყოს მიდრეკილი ადამიანიო მაკროგოლი არის მსოფლიოში N1 ყველაზე ეფექტური საშუალებაო, მაკროგოლი რომ ვერ შველის ადამიანს, იქ უკვე მექანიკური ჩარევაა საჭიროო, ანუ წარმოიდგინე რა ძლიერი მოქმედების მექანიზმი აქვს და რკინა რადგან ერთერთი შემკვრელი მინერალია, სორბიფერში ეგ მაკროგოლია დამატებული. ჩათვალე მაგის ხათრით არ შევცვალე მეც თორე გალფერს ფასიც მეტი აქვს და უფრო მიმზიდველი იყო, მეგონა უკეთესი ხარისხი იქნებათქო.
მარა ობიექტურად რომ ვთქვა, კი ხედავ ჩემს ანალიზებს, გადასარევად მაქვს 18 კვირიდანვე (ანუ როგორც კი რკინა დავიწყე) ფერიტინიც, ჰემოგლობინიც, წინა ორსულობაშიც ბოლომდე ასე მიმიყვანა სორბიფერმა მშვიდობიანად, სულ კარგად მქონდა ჰემოგლობინი და რკინა (ანუ რაც ორსულს მოეთხოვება, იმ ნორმებში ჯდებოდა) ბოლოს ნუკრიმ შემაწყვეტინა მგონი 36 კვირის მერე აღარ გინდაო, ისედაც კარგად გაქვს ფერიტინი და ჰემოგლობინიო.
ხოდა არ ვიცი რას ვერჩი ამ სორბიფერს.
ჩემზეც ფაქტია გადასარევად მოქმედებს. რკინას არეგულირებს, გულს არ მირევს, კუჭზე არ მოქმედებს (პირიქით, მხოლოდ დადებითად)
* * *
საბისაბი85რძის ნაწარმს გალფერთანაც ვერ შეჭამ და ვერც სხვა რკინასთან, ამიტომ შეცვლით მაგას ვერ ვუშველით

მეც ძაან მაწუხებს ეგ საკითხი. ვისაც არ უყვარს რძის ნაწარმი, იმას არც ექნება ეგ პრობლემა დიდად.
blear_witchყველა არ იკვრება მარა ზოგადად რომ ნახო სტატისტიკურად 90% ადამიანებისა რკინა კრავს კუჭში, ორსულობაში გარემო ფაქტორები რო ემატება მითუმეტეს იზრდება რისკები + ბუასილის რისკებიც სწორ ნაწლავზე ნაყოფის ზეწოლის გამო და მოკლედ ჩათვალე ნავთია ცეცხლზე.
კარგია რომ კარგად მიიღო შენმა ორგანიზმმა <3
მე ისე მეშინია შეკრულობის და ბუასილის, ოღონდ ეგენი არ დამემართოს და სულ არ დავლევ რკინას.