დამირეკა გოგოებო მაგდამ და ცოტა არ იყოს გაოცებული ვარ ისეთები მითხრა.
მოკლედ, პირველ რიგში იმას ვიტყვი რომ გრუბი რომ მომეჩვენა პირველ ვიზიტზე, ახლა ძაან საყვარელი იყო

ბავშვი ახტებოდა თავზე ზღვაზე მყავსო და ამის ჭკუაზე დავდივარ ბოდიშიო)) მეთქი რა ქნას დედა უნდათქო და მოკვდა სიცილით ესეთი კარგი კომპიმენტი პირველად მივიღეო, ბებია ვარო

კაია თუ დედა გეგონეო :დ
მოკლედ კარგ ხასიათზე იყო )) მეჭუკჭუკა

ეხლა რაც შეეხება ჩემს ანალიზებს, ყველა ანალიზი იდეალურად არისო, ფოლატზე არ ინერვიულოო, ზოგჯერ ხდება ხოლმე ასეთი პარადოქსული რამეებიცო, რომ მტჰფრ მუტაცია აქვს პაციენტს მარა ფოლატს მაინც გადასარევად ითვისებსო. მოკლედ კარგი უქნია ფიქრიას რომ მომიხსნა დროულად, ისედაც 18 საკმაოდ მაღალია და ნამდვილად არ გჭირდებოდაო.
ბ12 ორსულისთვის კარგიაო, ჰემოგლობინი, ფერიტინი გადასარევიო. უმუშავია სორბიფერს შენთანო ისე თქვა აშკარად სორბიფერის დიდი ფანი არაა მარა, მშვენიერი შედეგიაო. გალფერს ვფიქრობდი მარა რადგან ასე კარგად არის ყველაფერი მაგ კუთხით, მოდი გააგრძელე როგორც სვამ, აშკარად კარგად ითვისებს შენი ორგანიზმიო, ანუ მე რომ დაბალი მეგონა ჰემოგლობინი, მაგდამ გადასარევიაო

კოაგულოგრამაში ფიბრინოგენი ოდნავ რომ მაღალია, მაგაში ვერ ვხედავ პრობლემასო. ჯდება ზღვრებში და სხვა მაჩვენებლები (პროთრომბინის, შედედების ინდექსი და ა.შ) იმდენად იდეალურია, არანაირი მუტაცია არ მოქმედებს შენს ორგანიზმზე ფაქტიაო. ის შეწეყვეტილი კიდევ გამახსენა და ჩასახვისთანავე პრობლემა ემბრიონის სისუსტის თემაა და არა გარეგანი მიზეზებისო. სულ რომ გაჭყეპილიყავი ანტიკოაგულანტებით არაჯანმრთელი ნაყოფი ვერ გააგრძელებს სიცოცხლეს დიდხანსო. მოკლედ თრომბოფილიაზე დავწერ რომ არაა ეგ თრომბოფილიაო. ისეთ დასკვნას მოგცემ სადაც გინდა წაიღე, ვისთანაც გინდა და როგორ პოზაშიც გინდა (ამაზე თვითონაც გაეცინა

) გააჩინეო
ეხლა მთავარი,
საერთოდ რომ არ ველოდი,
მე ყველაზე მეტად ეოზინოფილებმა შემაშინა შენს სისხლშიო, მაღალია საკმაოდო. ზოგადად რაც ორსულად ვარ სულ მაღალი მაქვს მარა ფიქრიამ ალერგიული ფონი რომ გაქვს ორსულთა რინიტი და ა.შ. მაგის ბრალია ალბათო და დიდად არ დაპანიკებულა.
აი მაგდამ კიდე ძაან არ მაწყობს ეხლა შენი ალერგია მეო, ზოგადად ალერგია ნიშნავს რომ სადღაც ქსოვილი შუპდებაო. ამიტომ ამას ვერ დავტოვებ ისეო, უნდა დავწიოთო.
და ჩემი ეჭვია რომ ასპირინზე გაქვს ალერგიაო, რადგან ვუთხარი რომ ესე ვერაფერს ვუკავშირებ საკვებს ან რამესთქო. ორსულობის გაგებისთანავე დამეწყო ცემინებით, რინიტითქო და მაგ დროს დაიწყე ხო კარდიომაგნილიო? კითქო ხოდა მაგაშიც და კარდიოასპირინშიც ასპირინია და მგონი მაგაზეა ეგ რეაქციაო.
მომიხსნა კარდიოასპირინი თან დააყოლა რომ იცოდე ძაან არ მიყვარს ორსულობაში კარდიოასპირინის მოხსნაო მარა კურანტილს დაგინიშნავ მაგის შემცვლელს, უასპირინოსო. მეთქი თრომბოფლუ ხო არა? და ეგეც კაია, უასპირინოა მარა გერმანული ბადია და კურანტილზე სუსტი ანტიკოაგულანტიაო.
მე თრომბოფლუს და კურანტილს კლექსანთან ერთად ვნიშნავო, ესე ცალკე ორივე სუსტიაო, ვერაა კარდიოასპირინივით ძლიერიო.
მოკლედ 1 კვირა დალევ კურანტილსო ხვალიდან და კლექსანი 0.4-იანიო. ზოგადად უკვე შეჩვეული რომ არის ორგანიზმი გამათხელებელზე ყოფნას, სუსტის დანიშვნას ვერიდებიო და ამიტომ ვამატებ სანამ მაგას სვამ კლექსანი წაახმარეო.
1 კვირაში გადამიმოწმე სისხლის საერთოო, თუ დაბლა წამოვიდა ეოზინოფილები, ესეიგი ასპირინის თემააო.
მოკლედ ასეა ჩემი ამბავი.
დავურეკე ფიქრიას და ისევ პაციენტთან იყო, ცოტა ხანში გადმოგირეკავ რამე სასწრაფო ხო არ არისო, მეთქი მაგდამ დამირეკა ასე და ასე მითხრა, დავუჯეროთ მაგდას, მაგ საქმეში ჩემზე კომპეტენტურიაო. ცოტა ხანში გადმოგირეკავ, შენი დღევანდელი ანალიზებიც მოვიდაო (გლუკოზა და ანტისხეულები) და გავიაროთო.
ადრე მახსოვს რომელიღაცამ დამიწერეთ ეს პერიოდული კლექსანი არაფერს შვებაო და ვკითხე მაგდას მაგაზეც და რას ამბობ გადასარევად შვება 1 კვირაშიც თავის საქმესო, ნუ უყვართ ეს ნარკომანივით შესმა რამე წამალზე პაციენტისო. მე ვნიშნავ ასე პერიოდულად და გადასარევად მუშაობსო.
თამარის ეხო ჩამაგდებინა ვაიბერში. გადასარევიაო. ეოზინოფილებს მივხედოთ ეხლა თორე შენ შედედების ან თრომბების რისკები არ გაქვს და არც გექნება ახლავე გეუბნები მაგასო.
სწორად მივყვებითო.
დღეს ძაან მომეწონა მაგდა.