takoo1 ა ქალი, მშობიარობს და რა დალაგებული, მოწესრიგებული სახით არის წარმოდგენილი, თან სილამაზე, თან მაკიაჟი, თან მესამე შვილის დედა ხდება წუთი-წუთზე

ქალი ვარო შენ უნდა თქვა

აბა ძაან ძაან გგულშემატკივრობთ

დაგვიწერე ეგრევე ამბები, როგოც კი გამოძვრება ცქნაფა <3
adelineმადლობა დიიდი

კი, პირდაპირ ოვალურზე მეყენა ვაჩეს მერე. ისეთი ხარისხიანი გამოდგა, ფოტოზეც ხომ ჩანს, რა ეტყობა რომ დღე და ღამე მანდ გამოვზარდე პირველი შვილი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. აი მატრასიც ისეთი მყარი და კარგი აქვს. ერთი რაც შემეშალა პირველ შვილზე და ახლა გამოვასწორე, ის არის, რომ მაშინ ბამპერები მქონდა დამაგრებული, დეკორატული ბალიშები და ბლაბლა. თუ დამიჯერებ არ იყიდო ეგენი. ლამაზი კი არის მაგრამ კარგად რომ ჩავუღრმავდი მაგ საკითხს, რამხელაზე გამირისკავს

არ არის რეკომენდირებული, ზრდის უეცარი სიკვდილის რისკებს. ეცადე საწოლში არ იდოს არაფერი საერთოდ. თეთრეულიც ასე გადაჭიმე აუცილებლად. ჩემი შეცდომები არ გაიმეორო მოკლედ :*
გამოსაცვლელი მაგიდის დასაფენი მზეუკაში ვიყიდე:
https://www.facebook.com/mzeukaსხვათაშორის თბილი საძილე ტომარაც ამათთან ვუყიდე და ორივე კარგი ხარისხია. გამოსაცვლელი მაგიდის დასაფენზე უშუალოდ პამპერსის გამოცვლისას ერთჯერადი გასაშლელი პატარა საფენები როა ხომ იცი, აი მაგას დაუფენ და ისე გამოცვლი, უფრო ჰიგიენურია, ან გადმოაფსას ან რამე)) ბიჭებმა იციან ნაპორით გადმოფსმა პამპერსს რომ გაუხსნი

მობაილს რაც შეეხება, ვაჩეზე მქონდა აფთიაქში ნაყიდი, ახლა ჩიკატაი მაქვს, ყანჩელის მელოდიით, ჯერ არ დამიმაგრებია, დავამაგრებინებ მეუღლეს ამ დღეებში.
ცოტა ძვირია და კარგი იქნება თუ ვინმე გაჩუქებს

თუ გკითხავენ რა გინდაო, ეგ უთხარი ვარიანტად

ძაან ჭყეტელა ფერებიც არ გინდა, ეცადე სადა იყოს. ვაჩეზე ჭყეტელა ფერებში მქონდა და სადა ჯობია, უფრო ამშვიდებსო ახლახანს წავიკითხე.
* * *
სამაგრი მოყვება და ჯოხი, საწოლზე დასმაგრებლად.