ფიქრია ყოფილა ადამიანი. სხვა თუ არაფერი დღეს რაც გააკეთა მხოლოდ მაგაშიც ჩანს მისი ადამიანობა.
ნაშუადღევს მუცელი ამტკივდა. ვიცოდი რომ არ იყო ეგ სამშობიარო ტკივილი მარს გუშინ მეგობრის დას გადახდა ცუდი ამბავი (ნაადრევი მშობიარობა, აღარ დავწერ დეტალებს) და რაღაცნაირად შიშმა ამიტანა, ჩემს ქმარსაც რო გადავხედე მოდი წავიდეთ მაინცო.
ფიქრია შვებულებაში გავიდა ვიცოდი და დაურეკავად გავვარდი ჩაჩავაში ეხოზე მაინც შევალთქო. შესვლის დროს თვალი მოვკარი ფიქრის ჭიშკართან იდგა მანქანაში ჯდებოდს, მე ამ დროს მანქანიდან გადმოვდიოდი და მომკრა თვალი (ტაქსიში ჯდებოდა დავინახე) ეგრევე შემობრუნდა რომ დამინახა (სახეზე მეწერა ალბათ რომ მტკიოდა. ტაქსს დაუძახა წადიო, მოვარდა რა ხდება აქ რა გინდა ხო მშვიდობაა რა სახე გაქვსო.
ერთად შევვარდით ეხოზე, არც რეგისტრატურაში გამატარა და არაფერი, ბიუროკრატიის დრო არ არის ახლაო, შევქანდით ასე, შევიდა კახას აუხსნა სიტუაცია. დამადო თუ არა დაჩიკი ძლიერი მეტეორიზმია არანაირი სამშობიარო მოქმედებაო, ყელი გადასარევია, პლაცენტაცო, მოკლედ გასტროენტეროლოგის თემაა არანაირი სამეანოო. გამოსვლისას მოგვაძახა ახლა ამ წამიერ რაღაცას ტყუილად კონსულტაციად არ გააფორმებინებ კი ვიციო ანუ არ გადაგვახდევინეს ეხოს ფული საერთოდ. ისე შემრცხვა.
ფიქრიას ამ საგიჟეთში არც სახელი უკითხავს არც გვარი.
მეტეორიზმისთვის რეკომენდაცია ზეპირად მომცა და დამირეკე გეხვეწებიო.
გამოსული არ ვიყავი კლინიკიდან გადამიარა ტკივილმა. ტყუილად გავიხეთქე გული.
მოკლედ სახლში მისულს მიმეძინა და არც ფიქრიასთან დარეკვა გამხსენებია და არც არაფერი.
ღამის 11ზე მირეკავს ვიღაცა, ნინო ვარო ( ფიქრიას ასისტენტი)
გვანცა ხო ხარ შენო? დღეს ხო იყავი ჩვენთანო
შენი გვარი ვერ გავიხსენეთ ვერაფრითო არადა ნერვიულობს ფიქრია ძალიანო, ზარს ელოდებოდა და არ დაგირეკიაო. კლინიკაში გამომიყვანა რომ ყველა გვანცას სამედიცინო ბარათი და საკონტაქტო მენახაო, კიდე კაი ვადა ახსოვდა და შენ აღმოჩნდი მარტო 32 კვირისო.
რამდენი უწვალიათ ხალხო, როგორ შემრცხვა

დღეს პირველად ვიგრძენი ვისი იმედი უნდა მქონდეს თურმე, როგორ მიიტანა გულთან ახლოს, თან რო გამოვდიოდით მაშინაც ვუთხარი მგონი გადამიარა უკვეთქო და რატომღაც დავიკიდე დარეკვა.
* * *
ალბათ არ უნდა გვიკვირდეს და ყველა ექიმი ასე უნდა იყოს მაგრამ მე გაოცებული ვარ. მართლა არ ველოდი. მილიონი პაციენტი ყავს ამ ადამიანს და ამხელა ყურადღება გამოიჩინა.
ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს და ერთ კარგ დიდ სამადლობელო პოსტს აუცილებლად დავუწერ ფაბლიქ პოსტად.
ძაან გულაჩუყებულად ვარ, მარა თან ჩემს თავზე ნერვები მეშლება არაფრის გამო რომ ამდენი ხალხი ავაფორიაქე და შევაწუხე.