საბისაბი85აუ მაგ კლინიკაში რამდენ არასწორ რამეს აკეთებენ. სავარაუდოდ ანესთეზია კიარა ლიდოკაინი შეუყვანეს ალბათ ამ რამე წყალწყალა და აწამეს გოგო

ან რას ქვია დღეს რძე არ აჭამოო, პირველად გავიგე ეგეთი რამე.
Malenკი ფრანგულ საკეისროზე დავარაშვილი მეც უკონკურენტო მგონია, დარახველიძეც აკეთებს მარა ფრანგულის გურუ მაინც დავარაშვილია საქართველოში, მაგის შემოტანილია და 800 ფრანგული საკეისრო მაქვს გაკეთებულიო.
კარგ ყელს სანამ არ დაგეწყება ვერ ხვდებიან, ანატომიურად უნდა იყოს თურმე სწორი (ანუ ბავშვი დაბლა რო ჩამოდის მაგ მომენტისთვის ყელი უნდა იყოს სწორი და რბილი) ადვილად თუ გიმოკლდება ეგეც კარგია. ჩემიც უცებ დამოკლდა და ასევე სწრაფად გავიხსენი. ეგეც ანატომიაზეა. (ერთი ის უნდა ვთქვა რომ ციკლი სულ მტკივნეული მქონდა ხოლმე და სულ გამაყუჩებელს ვსვამდი, ოდნავ ტკივილსაც ვერ ვუძლებ. მშობიარობისას ციკლივით ტკივილამდეც არ მივსულვარ, ეგრევე გავიკეთე ანესთეზია)თუმცა მშობიარობის და ყელის ამბები გენეტიკური არაა საბედნიეროდ. დედაჩემს საშინელი მშობიარობები ჰქონდა და შიშით ჩემმა დამ მოთხოვნით საკეისრო გაიკეთა ( დედაჩემმაც დააძალა ცოტა, არ მინდა თქვენც ისე გაწვალდეთ, როგორც მეო)
ჩემი მშობიარობის მერე სულ იმას იძახის, რამხელა ბედნიერებაა ამ ეპოქაში რომ გიწევთ მშობიარობა, კიდე ვერ ხვდებითო. არ მჯეროდა ასე თუ შეიძლებოდა ბავშვის გაჩენაო)
ჩემი გეგმა ბეც ღუდუშაურია და ვნატრობ მივიდე 37-38მდე რომ არ მომიწიოს. თუმცა ნაადრევზე სხვას არ განვიხილავ არაფერს, ღუდუშაურის გარდა.
This post has been edited by narkozeli on 13 Sep 2023, 17:38