takoo1კი, ერთადაც შეგიძლია გაუკეთო გეგმიური და გრიპი, ასე მითხრა პედიატრმა.
გაბრიელმა სიარული დაიწყო? ❤️
basti-bubuuu22 კვირიდან 24მდე ვიყავი მეც იტალიაში წასული. ახლაც იგივეს ვიტყვი რომ ეგ ვადა ყოფილა იდეალური დრო სამოგზაუროდ, რა ჯანზე ვიყავი

ბავშვიც მყავდა თან და აი გიჟივით დავდიოდით უამრავს)) ძალიან ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი.
საბუთებს რაც შეეხება არ გჭირდება არაფერი მაგრამ მე მაშინ მეჩვენებოდა რომ დიდი მუცელი მქონდა :დ მეთქი ვინმეს 28-ზე მეტის არ ვეგონო)) ამიტომ რეკომენდაციები რომ დამიწერა გინეკოლოგმა ფრენისთვის ( გამომიწერა პროგები, დავი გამიზარდა, ბევრი სითხე დს ანტითრომბოემბოლიური წინდები უშუალოდ თვითმფრინავში ყოფნისას)
ხოდა ესენი რომ დამიწერა ფორმა 100იც გამიკეთა სადაც ეწერა ჩემი ორსულობის ვადა და რომ უსაფრთხო იყო ჩემთვის მგზავრობა.
ვათარგმნინე ნოტარიულად და მიმქონდა ამ ფურცლის სქრინი.
კაციშვილს არ მოუთხოვია არც აქ და არც იქ. არც იქითა გზაზე, არც აქეთაზე.
ერთადერთი რომ ვბრუნდებოდით სტიუარდესამ მკითხა ჰაუ მენი ვიქს ფრეგნანთ იუ არ სოუ ბიუთიფულ ფრეგნანთო და ვუთხარი 24თქო და კომპლიმენტები მითხრა) ოღონდ ჯასთ ადამიანურად მკითხა ინტერესისთვის

შუა ფრენისას))