გოგოებო, ერთიანად ყველას ვერ გნიშნავთ, ძალიან, ძალიან, ძალიან დიიდი მადლობა ყველას გულწრფელი მოლოცვებისთვის, ჩვენზე მეტად არავინ არ იცის ამდენი ბრძოლის მერე ეს ყველაფერი რას ნიშნავს <3 თითოეული აქ დაწერილი სიტყვების სიწრფელეს მთელი გულით ვგრძნობ <3 სამსახურში ვარ, თავზე მაყრია ბევრი საქმე და ვერც ვიცლი იმის გასააზრებლად, რა ხდება ჩემს თავს

ჯერ ისევ არ მჯერა

(არ ჩამქოლოთ), ალბათ, სანამ ხეგეს პასუხს არ დავიჭერ ხელში, კიდევ ოვიტრელი მეგონება

თამთამ არ იქნება ოვიტრელის კვალიო, მაგრამ ხეგე მეტყვის ხვალ თავის სიტყვას. ხვალ პროგიც უნდა ავიღო და აღარ ვირბინე ცალ-ცალკე. აი, ალბათ ამას ჰქვია შოკური მდგომარეობა, როცა ვერ აცნობიერებ შენს თავს რა ხდება და კიდევ რომ არ გჯერა და ბოლომდე გეშინია ბედნიერების გააზრება...