ორიგინალური ვერაფერი ვერ მოვახერხე და ვერც მოვასწარი სამსახურის გადამკიდე. დღეს რომ არ მეთქვა, მეტი ლოდინისთვის ვერ გავიმეტე, მითუმეტეს, ამ თემაზე გაურბის საუბარს, რომ მე არ მანერვიულოს ზედმეტად. მოკლედ, ჩემი ჩვილის სამი ბოდე ჩავდე პარკში, დავწერე თაბახზე ,,მამიკო, მალე შევხვდებით <3 , ჩემი(ჩვენი) ხეგეა 59.45. " და იმავე ნაწერში 3 წყვილი ტესტი ჩავდე. მერე ვუთხარი, დღეს რაღაც მაისური გიყიდემეთქი, გვერდი ვერ ავუარე, თუ არ მოგეწონება, დავაბრუნებთქო

) შენ გახსენიო, მე ვიდეომომარჯვებული ველოდები, არ ხსნის

მიდი, მაინტერესებს თუ მოგეწონებათქო. გახსნა და მაისურის ნაცვლად ეს ჭყეტელა ფერები რომ ეცა თვალში, ჯერ გაოცდა, მერე ქაღალდიც გახსნა და რომ წაიკითხა, რამდენიმე წამი დუმდა, მერე გაეღიმა და მერე ვინ აცალა რამე, ვეცი ტირილით და თვითონაც ცრემლები ვერ შეიკავა

<3 არც უეჭვია თურმე ეს დღეები, არც გეკითხებოდიო, რომ არ ანერვიულებულიყავიო, ახლაც ეგონა, მართლა მისთვის ვიყიდე რაღაც , მაშინაც არ დაეჭვებულა
* * *
adelineმადლობაა :* აწი არ მექნება ასეთი სიტუაცია. კომპიუტერთან ჯდომა და გონებრივი მუშაობა მიწევს, მაგრამ 24-მდე განსაკუთრებულად დატვირთული ვიქნები. თუმცა, მაქვს საშუალება, ჩავიკეტო და წამოვწვე დივანზე. იმედია, დღევანდელი დღე არ დამაზიანებს. შვებულებას სამწუხაროდ ვერ ავიღებ, სანამ იმ საქმეს არ დავასრულებ. მერე კი მაქვს რამდენიმე დღე დარჩენილი, 10 დღიანი დასვენება გამომივა
* * *
ოქსაპარს ვიკეთებ 0.4-იანს, და კარდიომაგნილს ვსვამ.
* * *
ამ ცხრილის მიხედვით საშუალო მაჩვენებელია

მე-7 დღეა, საშუალო 45 უნდა იყოს და მაგაზე მეტი მოვიდა,უფრო მაქსიმუმისკენ, ვიდრე მინიმუმისკენ.
This post has been edited by a-liza on 14 Nov 2023, 20:59