happy-go-luckyსხვადასხვა ქალია, ვინ შეგხვდება მორიგე გაწერის დროს გააჩნია. რა წამლები დაგინიშნა? დ ვიტამინი და გაზების დაუნიშნა ბავშვს და მე მარტო ეგ სანთელი.

ის სანთელიც უკან მიაჯღაბნა და სავარაუდოდ მაგიტო არ მაქვს ფოტო, გამომრჩა რომ გადამეღო.

მეც მაგას ვამბობ უკმაყოფილების ფაქტებია მთავარი. თან ყველას ერთი მოცემულობა არ აქვს, მე მახსოვს შენ ამბობდი ექთნების ჭორაობამ არ დამაძინა ღამეო და ჩემს პალატაში ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა ისეთი სიწყნარე იყო, მე გავდიოდი და იქით ვეჭორავებოდი მორიგე ექთნებს

ისეთ კარგ განწყობაზე ვიყავი ის სამი დღე, რომ კითხო ყველა გამიხსენებს დავქროდი აქეთ იქით, ხან ვხუმრობდით ხან ვიცინოდით. ცუდად როცა ხარ, ალბათ რაღაც დეტალები მეტად გაღიზიანებს ადამიანს.
მე სუბიექტურად ვგიჟდები ჩაჩავაზე. ყველაზე ძვირფასი წამები უთბილესად და უტკბილესად გამატარებინეს. ვერავის თავზე ვერ მოვახვევ ჩემს აზრს,რაღაც მომენტში ეგოისტურად მიხარია კიდეც რომ ასე გამიმართლა. ჯასთ ვუსურვებ ყველას სადაც გააჩენენ, ასეთივე კმაყოფილები ყოფილიყვნენ ყველა. ამ მშობიარობაზე 10/10 იყო ყველაფერი ჩაჩავას მხრიდან. შენ რა კრიტერიუმებითაც უკმაყოფილო იყავი, ჩემთან მსგავსი არაფერი ყოფილა. გაფართოვებული თვალებით ვუყურებდი

ყველა სმენა შემხვდა ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველი.
მშობიარობაც კი იცი აგერ ტიკ ტოკზეც მიდევს ჩემი მშობიარობა სთეფ ბაი სთეფ:
https://vt.tiktok.com/ZSNaXmDC2/სამყაროში არ მეგულება ამაზე მარტივი მშობიარობა და პოსტ სამშობიარო პერიოდი ხო ზღაპარივით გავატარე. მართლა ყველა მომავალ მშობიარეს გულით ვუსურვებ იგივეს.
This post has been edited by narkozeli on 19 Nov 2023, 12:36