არ ვარ საქართველოში და ჩვენთან არის ეს პორტალი, რომელზეც ყველა ადამიანს შეუძლია ნახოს საკუთარი სამედიცინო ისტორია, ექიმთან ვიზიტები, ვაქცინები და ა.შ.
გამოწერის წინ ბებიაქალს რაზეც ველაპარაკე, ეგეც კი დეტალურად იყო შეტანილი.
ასევე გამომატანეს დაბეჭდილი გრაფი მთელი მშობიარობის, რომელ საათზე რამდენზე ვიყავი გახსნილი, როდის რამდენი იყო ჩემი და ბავშვის გულისცემა, ჩემი ტემპერატურა, წნევა და ა.შ., 2 თვის მერე დღეს მეყო ნერვები, რომ შემეხედა. აქამდე მედო კონვერტში გაუხსნელად.
* * *
lesila90რომპერის ქვეშ არც მე ვაცმევ და არამგონია, რამეს ვაშავებდე

) აქამდე სახლში სულ რომპერებით მყავდა და ახლა ძილის რუტინა რომ გამოუმუშავდეს, დღისით ბოდე და შარვალი აცვია და რომპერები გავამწესე პიჟამოებად. ღამით ვაცმევ, დილით ვხდი, ჯერ ვერ მიხვდება 3 თვემდე, მაგრამ საფუძველს ვყრი
* * *
takoo1რა დალაგებული გამომეტყველება აქვს <3
და რამხელა თმა! ჩემს დედამთილს უნდა ვანახო, რომ აი, ესაა გრძელი თმა და არა ჩემი ბავშვის

მთელი ორსულობა მეუბნებოდა, გრძელი და მუქი თმა ექნებაო და იხტიბარს არ იტეხდა მერე, აი, ხომ ვთქვიო.
This post has been edited by Panda-008 on 16 Oct 2023, 16:05