narkozeliსერაფიტიბანანიtakoo1Anabeli111Malenhappy-go-luckyninucanodotakoo1Watermelon_Sugar_HiსერაფიტიIceicebabyბანანიtako/barbiLooLaaნიაკო12საბისაბი85Freni_99NatiaGullshoAbbახლა გადაგიკითხეთ და ღაპა-ღუპით მდის ცრემლები :* როგორ გამახარეთ და როგორ ამიჩუყეთ გული რომ იცოდეთ
იმედია, არავინ გამომრჩით. ეს რა ყოფილა გოგოებო, ნამდვილო სასწაულია დედობა და ამაზე დიდი სასწაული არ არსებობს ამ ქვეყნად. დილით მივედი, გამსინჯეს, ყელი ვაფშე არ იყო გახსნილი; ალბათ 42 კვირამდე არ დამეწყებოდა, ბუნებრივად რომ მემშობიარა. დათოს ასისტენტმა დეტალურად გამომკითხა ანამნეზი და ყველაფერს წერდა თან. მომცეს პერანგი, გეტრები და ამიყვანეს ზემოთ. გეტრები ჩამაცვა ექთანმა. მეორე ვიყავი მე და პირველის ბაია რომ ამოიყვანეს და იტირა, დავიწყე მეც ტირილი

)) შემოვიდა ანესთეზიოლოგი, წყნარი, ბუნჩულა კაცი, გამესაუბრა. სადღაც 12:30-სკენ შემიყვანეს მე, წამში გამიკეთა უპრობლემოდ სპინალური; ძალიან ვნერვიულობდი გოგოებო, სასწაულად. ქმარი არ შემოუშვეს, მაგრამ იქვე იდგა და აქ არის უკვეო მითხრეს. დათო რომ დავინახე ქირურგის ფორმაში, უფრო ავნერვიულდი, არადა სულ მეხუმრებოდა. მთელ მუცელზე წამისვეს რაღაც, სავარაუდოდ, ბეტადინი ან იოდი და დაიწყეს. ისე იყო ჩემი ბარტყი მოკალათებული, სულ არ უნდოდა ამოსვლა. დათომ და მისმა ასისტენტმა ძალიან იყოჩაღეს და მაქსიმალურად ფრთხილად ამოიყვანეს. ეგრევე იტირა გოგოებო; დათომ შემომიბრუნა და დამანახა - ულამაზესი ბრიალა თვალები შემომანათა ჩემმა შვილმა ხალხო.. ვერც აღვწერ, ეს რა იყო; შეუძლებელია სიტყვებით გადმოცემა ამ ყველაფრის. მერე ბებიაქალს მისცეს, ეგრევე გახვიეს და მეორე მხრიდან მომიყვანა იმან; მე ვაკოცე ჩემს ბაიას და თან ტირილით ვეუბნებოდი - ბედნიერი იყავი ჩემო სიცოცხლე-თქო. ბებიაქალმა ნახე რა ბავშვიაო, მაგარი ბავშვიაო და გაიყვანა. მე ვტიროდი, ვერ ვჩერდებოდი ვერაფრით… გარეთ ცალკე მამიკო ტირისო ამბობდნენ..
სადღაც 4 საათი ვიყავი ინტენსიურში, წონა და სიგრძე გამოაცხადეს ჩე
ი ბაიასი.. მერე გადამიყვანეს პალატაში; ამაყენეს, მოწესრიგებაში დამეხმარნენ. პედიატრი შემოვიდა და გასინჯვით ყველაფერი იდეალური აქვს; ანალიზის პასუხებს ველოდებითო.. სადღაც 2 საათში იყო პასუხები და ჯანმრთელია, ყველაფერი კარგად აქვსო. აპგარით 9/9. 10-ს საკეისროს შემთხვევაში არ წერენ როგორც ვიცი.
საღამოს მომიყვანეს, ძუძუს ჩადებაში დამეხმარნენ, ცოტა მოწოვა და დაიძინა; ახლაც ძინავს. უსაყვარლესია, უტკბილესი, საოცარი. ამის გარეშე როგორ ვიყავი აქამდე არ ვიცი.. ყველანაირი ტკივილი და წვალება დამავიწყდა გოგოებო, რაც აქამდე გადავიტანე. ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს ეს.
ახლაც არ მჯერა, რომ ეს ბაია ჩემია. დაუჯერებელია. აქვე ვეტყვი წეროების გოგოებს: არასოდეს დანებდეთ, არასოდეს! შეცვალეთ ექიმები, მიდით ფსიქოლოგთან, გააკეთეთ ყველაფერი, რომ გახდეთ დედები! მე თუ გამომივიდა, თქვენც გამოგივათ! მთავარია, არ დანებდეთ და ერთ დღესაც, თქვენს ულამაზეს ბაიებს რომ ჩაიხუტებთ, მასთან ერთად დაიბადებით ხელახლა და ყველანაირი ტანჯვა დაგავიწყდებათ, რაც გაიარეთ. დამიჯერეთ, ასე იქნება!
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას მოლოცვისთვის! უფალმა ყველანი ბედნიერი დედები გამყოფოთ