lesila90იცი რა, მეც ეგ ეჭვი მაქვს რომ ინფექცია იყო გამომწვევი. არადა არც უთქვამთ რამე მაგაზე, არც შეგვიმოწმებია სანამ წყლების დაღვრა არ დავიწყე 30 კვირაზე, რომ დავიწყე მერე კი მიკეთეს ანტიბიოტიკები და მშობიარობაც დამეწყო 1 კვირაში. მე ყელის პრობლემა მქონდა თავიდანვე და მაგას დავსდევდით და პესარი მქონდა 2 თვეზე მეტი რაც ასევე ზრდის ინფექციის რისკებს. მხოლოდ ლოკალურად მქონდა დანიშნული სანთლები რაც რავიცი რამდენად ეფექტურია, მაგითი ალაგებული ანთებითი პროცესი არ გამიგია მე პირადად არც ორსულში და არც არაორსულში.
არ ვიცი, ჩემი ექიმის მე ზოგადად ძაან კმაყოფილი ვარ და ეხლაც იგივესთან დავდივარ, ჩემზე მეტი კი იცის მაგრამ მაგ ინფექციის ნაწილზე ისევ მეფიქრება რომ შესაძლებელი იყო პირველზეც ნაადრევის თავიდან აცილება. ეხლა მაგალითად რამდენჯერმე მომიწია ანტიბიოტიკის დალევა ამ ორსულობაში და ობიექტურად უკეთესად მიდის, სხვას არ ვიცი რას დავაბრალო, ყელი იგივე მაქვს

32 კვირაზე მოვედი ჯერჯერობით მშვიდობით, ყელმა თუ გაუძლო ბოლომდეც გავიდეთ იქნებ მშვიდობით. ძაან რომ არ უყვართ ანტიბიოტიკის დანიშვნა მესმის, მაგრამ მთლად ესე დემონიზაციის მომხრეც არ ვარ, როცა საჭიროა იმდენს ნამდვილად არ აშავებს რამდენსაც აკეთებს.
მეც ძალიან მეშინოდა მაგრამ რომ ვუკვირდები უფრო მშვიდად ვარ მაინც, ერთხელ რომ გავლილი მაქვს

მე უბრალოდ 2 ცალი მინდოდა ისედაც და ორივე ერთად რომ გამეჩინა შეიძლება მეც აღარ დავფიქრებულიყავი კიდევ ორსულობაზე

ზოგადად ალბათ მარტივი არცერთი ქალისთვის არ არის და მითუმეტეს ჩვენნაირი ისტორია რომ გაქვს

)
mashushaძალიან კარგი, მე არ მყავს სიმართლე რომ გითხრა გარშემო ბევრი დღენაკლი რომ დავკვირვებოდი. ექიმები როგორც ამბობენ მიმდინარე ორსულობების 80% დაახლოებით იგივენაირად ვითარდება როგორც პირველი, იმედია 2 თვეში მეც დავწერ ეგეთ ისტორიას როგორ მოვხვდი იმ 20%-ში