Saleksandreდიდად ნუ ინერვიულებ და იშფოთებ, რადგან რაც არ უნდა თავი გაიგიჟო, სხვების გამოცდილებებს უსმინო, იკითხო და ჩაიწერო და დაიზეპირო (

), შენი და შენი შვილის გამოცდილება მაინც ინდივიდუალურია და შეიძლება საერთოდ არ დაემთვეს სხვებისას.
მე გამომადგა: ხარისხიანი საწოვარები (ფილიპს ავენტის ბრენდის); იმავე ბრენდის ბოთლები. ასევე დრ.ბრაუნსის ბოთლები, ლანსილონს ელექტრო საწველი ორთავიანი (ეს მეორე ბავშვზე თორე პირველი ხელოვნურზე გავზარდე); ანუ ჩემს ორ შვილზეც სხვადასხვა გამოცდილება მაქვს და რა თქმა უნდა არაა გასაკვირი რომ სხვისას ვერ დაემთხვეს. შენ უნდა ააშენო ეხლა ეს დედა-შვილობა და შენ მოაბა თავი ❤️
ტანსაცმელებში მე კარტერსის ტანსაცმელები გამომადგა ჩვილობაში.
დანარჩენი რავიცი, სარეცხი სითხე ფროში საბავშვო (ჭურჭლის), ბიოლაინი ტანსაცმლის.
თავის და ტანის დასაბანად დღემდე ორივე შვილზე ძირითადად ტოპიკრემს ვყიდულობ, ცხვარი რომ ახატია იმას. ან წითელ ტოპიკრემს, იშვიათად ურეაჟი და რამდენიმე სხვა ბრენდიც.
დამატენიანებელი კრემი სეკალია ულტრა, თუ ძალიან მშრალი კანი ექნება ავენეს ქსერაკალმი.
პამპერსი ჰაგისის ელიტ სოფტი იდეალური შემადგენლობის და ნატურალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული ბამბის. ცოტა დიდობაში ულტრა კომფორტი ჰაგისის. ზოგს პამპერსის პამპერსიც მოსწონს, ეგეც მიხმარია და ნორმალურია. სხვები დიდად არ მიცდია.
ტაკოს კრემი ველედასი ძალიან კარგია. სუდო კრემიც გამოიყენება გამომწვარზე.
ზოგადად ბევრი დაკრემვები აღარც უნდათ, თანამედროვე გაიდლაინებით.
რავიცი ძირითადად ეს უნდა ჩვილს.
პლედი დაგჭირდება, ეტლი, კალიასკა- ესენი კი იცი.
ბაუნსერიც კარგი რამეა, გამოგადგება დიდი ალბათობით.
ქარსითი აუცილებელია, ისე არც იფიქრო მანქანით ტარება, პირველ რიგში ბავშვის უსაფრთხოებაა მთავარი. ძვირიანი ნუ იქნება, მთავარია გქონდეს.
უწი პუწი ბევრი გასაპრანჭები არ გინდა, ჩვილთან საერთოდ არაა პრაქტიკული მასეთი ტანსაცმელი. უბრალო ბოდეები და პოლზუნკები- ეს არის ყველაზე პრაქტიკული ჩასაცმელი.
რავიცი თუ რამე გამახსენდება კიდე, დაგიწერ,
უი, სამშობიაროში წასაღები ნივთების სია გვაქვს ჩამოწერილი, იქნება გამოგადგეს, ჩაგიგდებ ახლა.
დედის ნივთები:
1.ხალათი
2.ჩუსტები ოთახის, აბაზანის
3.პერანგი და პიჟამო (მშობიარობის შემდეგ)
4.მეძუძურის ლიფი
5.საცვლები
6.პირსახოცი აბაზანის, პირის
7.პაკეტები დიდი ზომის
8.ჰიგიენის ნივთები (კბილის ჯაგრისი,პასტა,დეოდორანტი,საპონი,სასაპნე,შამპუნი,სავარცხელი)
9. მკერდის საფენები
10.მობილურის დამტენი
11.საბუთები
ბავშვისთვის:
1.მატყუარა
2.ბოთლი
3.ბოდეები
4.ნასკები
5.ქუდი
6.პოლზუნკა
7.პირის მოსაწმენდი ტილოები
8. ადიალა (გამოყვანის დროს შეიძლება დაგვჭირდეს მისაფარებლად)
რას ვახვედრებთ პატარას სახლში:
ინვენტარი
1.საწოლი
2.გამოსაცვლელი მაგიდა ან დაფა
3.კალიასკა (ე.წ. "ლულკა" და სასეირნო პოზიცია)
4. ქარსითი
5. ბაუნსერი
ჰიგიენა
1. სველი სალფეტკები (მაქსიმალურად უსაფრთხო, წყალზე დამზადებული) და პამპერსი
2.ყურის ჩხირები
3.ბამბა
4.ტანის კრემი
5.მაკრატელი
6. სავარცხელი
7. ბავშვის აბაზანა
8. ღრუბელი
9.დასაბანი გელი (2:1ში თუ იქნება კარგია, თავი ტანის ერთად)
10. ტანის/თავის დასაბანი
11.სარეცხი ფხვნილი
12.პამპერსის ქვეშ წასასმელი კრემი
ჯანმრთელობა
1. ელექტრო თერმომეტრი
2. გაზგამყვანი.
3. შესაბამისი მედიკამენტები რაც ბავშვს დასჭირდება.
ტანსაცმელი
1. ბოდეები (მოკლე, გრძელი, სეზონის შესაბამისი)
2. პირის მოსაწმენდი ტილოები.
3. ნასკები
4. ქუდი
5. ხელთათმანები. (ესენი აღარ იხმარება ახალი გაიდლაინებით დიდად)
6.წინსაფარი
7.პოლზუნკები და გასაპრანჭი ტანსაცმელი