ბანანიირაკლი ხან საზღვარგარეთაა ხან რაიონებში და ამიტომ ესე ერთი კონკრეტული რიცხვი არააქვს ჩაწერის

უნდა დარეკო მრჩეველში და გეტყვიან როდიდან იქნება ჩაწერები.
მე აღრიცხვის პედიატრიც ნორმალური მყავდა, ისე ვერ ვენდობოდი როგორც ირაკლის მაგრამ აწონე გაზომე და ასეთ რუტინულ რამეებზე ძაან კაი იყო, ლამის თვეში ერთხელ რომ დადიხარ თავიდან, ფულიც გეზოგება უფასო როა.
ირაკლიათან გეგმიურებზე დამყავდა. ემერჯენს სიტუაციები საბედნიეროდ დიდად არ მქონია, აი კორონაზე და ჩუტყვავილა და ასეთებზე ასისტენტს ვწერდი და ირაკლისთან შეთანხმებით მაკვალიანებდა ხოლმე.
* * *
adelineკი თუ მოინდომებ გეგმიურებზე უპრობლემოდ ჩაწერ ირაკლისთან❤️ თუ რამე გადაუდებელია წაიყვან უცებ მრჩეველში ნებისმიერ პედიატრთან, ყველა ნორმალურია მანდ.არასწორს არავინ გეტყვის მარა ირაკლი მართლა სხვა ლეველია))
თმის ვიტამინებს რაც შეეხება, გაჩენიდან 3-4 თვეში ჰორმონული ცვენა ეწყება უმრავლესობას (მეც მქონდა) და მაგას ვერ შველის ვიტამინები მარა ზოგადად პრენატალი მაინც აუცილებელია ლაქტაციის დროს. ელევიტს ვგეგმავ მე, თუ სინთეზური ფოლიუმი არაა მაგაშიც. ის ნატურმეიდის პრენატალი თრომბოფილიის დროს არ შეიძლება ხო იცი.
Psychofreesoulწინასწარ გაფრთხილებ არ მოეწონება დედას

ჩემი დედამთილი ვერ იტანს, ეს რა ექიმიაო არასდროს არაფერს არ ნიშნავსო

ანუ წამლებს რო არ ნიშნავს ხოლმე გიჟდება მაგაზე)) კი მოვიყვანე აგერ 4 წლამდე უწამლოდ ჩემი ბიჭი, ფაქტიურად არანაირი წამალი და ანტიბიოტიკი გასინჯულიც კი არააქვს

აბა ერთხელ სიცხე მისცა ბაკურიანში და იქაური გაპიარებული პედიატრი გამოვიძახე და ყელი აქვს წითელი და ანტიბიოტიკი ამოქსიკლავი დაუნიშნა, დავურეკე ირაკლის და ანალიზების გარეშე არაფერი მისცე ბავშვსო, იქ პოლიკლინიკასაც ვერ ვენდე, გამოვაქანე თბილისში და გზიდანვე შევაქანე მრჩეველის ლაბორატორიაში, მარტო ც რეაქტიული ქონდა ბავშვს მომატებული, ჩავუგდე ირაკლის ვაიბერში და დაუნიშნა მხოლოდ წყალი და თუ სიცხე აუწევდა- ნუროფენი

რომ დამეჯერებინა იმ პედიატრისთვის, ვერც ვერასდროს გავიგებდი რომ ტყუილად გავჭყიპავდი.
ბაკურიანის “სთარ” პედიატრს რომ ვუხსენე ანალიზები, დამცინა, ჩემი თვალებია ანალიზები და ჩირქი აქვს ყელში გინდა თუ არაო :დ
ირაკლის ნათქვამზე ისე გაცოფდა ჩემი დედამთილი უკვე მომზადებული ქონდა ძმრიანი წინდები და ანტიბიოტიკი :დ
მოკლედ ძველი ყაიდის ხალხს არ მოსწონს ირაკლი დიდად.
ირაკლის ყელის ყურის ცხვირის და ა.შ წამლებიც არ ევასება დიდად, ზოგადად მართლა არაფერს ნიშნავს ფაქტიურად. კუჭის აშლაზეც კი არ ნიშნავს ელექტროლიტს, სისულელეაო. მხოლოდ წყალი საკმარისიაო. თუ 3-4 დღეზე მეტხანს არ გრძელდება (და ეს 3-4 დღე 4-5ჯერ წყლად თუ არ გადის მთლიანად)
* * *
takoo1რა მაიმუნი ბავშვი აღმოჩნდა, ვგიჟდები
This post has been edited by narkozeli on 24 Oct 2023, 16:26