marieta_mariamiდიდი მადლობა❤️ მანანაზე ვგიჟდები, სასწაული ადამიანია❤️
ნიაკო12საორსულო ტანსაცმელები შევინახე დღეს და რომ ვდებდი ანტრესოლში, გული ამიჩუყდა, გაგეცნება და უკვე სიგიჟემდე მენატრება ორსულობა)) მაგრამ ნოას რომ ვუყურებ ამით ვტკბები ეხლა❤️
დღეს ჩაჩავაში ვიყავი დაზღვევის საბუთებზე, თათია შემხვდა ლაქტაციის კონსულტანტი და გაგიჟდა რა კარგად გამოიყურებიო, დავფიქრდი ეგაა თუ უბრალოდ გავსო :დ
ძაან მესიამოვნა, ზოგადად პოსტსამშობიარო პერიოდი ძალიან სასიამოვნოდ მიდის ჯერჯერობით, ლაქტაციაც რომ გამოდის, მე9 ცაზე ვარ. დავიწყე მარაგების გაყინვა.
ასევე დღეს დავიწყე ჰააკას გამოყენებაც. ბევრი არ გროვდება მარა რომ ვაჭმევ ბავშვს მეორე ძუძუზე ვიმაგრებ ჰააკას და უმარტივესად 50-60 გრამი მოგროვდება ხოლმე, ყოველგვარი გამოწველის გარეშე.

მოკლედ, ჩემი შეიარაღება და აღჭურვილობა ორსულობაში- ძაან გამომადგა და რაზეც ზოგადად ინფორმაციებს ვიძიებდი და ვემზადებოდი, ყველაფერი გამომადგა ჯერჯერობით.
მარაგები უკვე იმდენი მომიგროვდა რომ გადავედი გაყინვებზე. ამაში 210 გრამია

რძე რომ მაქვს შენახული, მშვიდად გავდივარ გარეთ. ძალიან კარგი შეგრძნებაა.
მგონი ავცდები პოსტსამშობიარო დეპრესიასაც, იმდენად უცებ დავუბრუნდი ჩემი საყვარელი ცხოვრების რიტმს.
ჭამით ყველაფერს ვჭამ. აი დღეს თხილი მივირთვი და ვაკვირდები მისცემს თუ არა ალერგიას. რაც მიყვარს ყველაფერს ვჭამ, შეუზღუდავად.