გოგოებო, გავითვალისწინე რჩევა და 1ზე რო ვაჭამე 7მდე ეძინა უტკბილესად, 8-ის 10 წუთი იყო რომ წამოიწკმუტუნა და ეგრევე მივეცი ძუძუ, ჭამა გემრიელად. უბრალოდ მაინც ძაან ბევრი რძე მქონდა ღამე რომ არც მოვაწოვე და არც გამოვიწველე, ამიტომ ჭამის მერე 1 საათში გამოვიწველე და 150 გრამი გამოვიდა, გავყინე❤️ ჩემი რძის მარაგს რომ ვუყურებ, ვმშვიდდები))
პირდაპირ ძუძუს მიცემა უფრო მარტივია და ეს გამოწველა ცოტა კი მეზარება ხოლმე მარა ვცდილობ ვაჯობო სიზარმაცეს და დღეში ერთხელ მაინც გამოვიწველო, თავისი წესების დაცვით. მაგასაც ცოდნა უნდა და ვინც აპირებთ გამოწველას, აუცილებლად გაეცანით ინფოებს სწორად როგორ გამოიწველოთ რომ არც რძის შემცირება გამოიწვიოთ და არც ჰიპერლაქტაცია.
ლაქტაცია უსაყვარლესი პროცესი გახდა ჩემთვის. არ მჯერა ახლა ამას მე რომ ვწერ მაგრამ სასწაული ენდორფინები მაქვს ხოლმე ეს როცა წოვს, ყველა წამით ვტკბები. კი გახსოვთ ხელოვნური როგორ მეკომფორტულებოდა და ვერ წარმომედგინა ლაქტაცია მაგრამ ობიექტურად ვიტყვი რომ ასეთი საყვარლობა პროცესი ნაღდად არ არის ფორმულით კვება. ამას თავისი მუღამი ჰქონია და თურმე არ მესმოდა სხვა დედების რატო გიჟდებოდნენ ასე.
მე ძუძუს თავებმაც შემიწყო ხელი, ბავშვმაც მარა პირველ რიგში იმ ზღვა ინფორმაციამ რასაც ვკითხულობდი და ვეცნობოდი ორსულობაში რომ სწორად მექნა ყველაფერი. თავებს ან ბავშვს რომ “ემტყუნა” მერე ალბათ არ ვიტყოდი ამას და ვერ გამოვცდიდი ამ სიტკბოებას, გადავიყვანდი ფორმულაზე.
მოკლედ მინდა ყველამ გამოსცადოთ ეს სასწაული ემოცია უპრობლემოდ და უმტკივნეულოდ❤️ ყველას გირჩევთ იკითხეთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაციები ლაქტაციაზე, გაწევრიანდით ლაქტაციის ჯგუფში. იყიდეთ მძლავრი საწველი, ჰააკა, რძის შესანახი ჭიქები, გასაყინი პარკები. ჭამეთ ყველაფერკ რაც გაგიხარდებათ. გაისეირნეთ ბევრი, ბავშვის გარეშეც. ბედნიერი დედა = ბევრ რძეს და ბედნიერ ბავშვს.
არც დეპრესია დაგემუქრებათ ასე და ყველა წამით დატკბებით. ❤️
LooLaaაქებენ ძაან, მეც ვაპირებ ყიდვას, ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს რევიუები, 2-3 თვეში ჩავუჯდებითქო ვიფიქრე. ფასი რა კარგი აქვს, კაი ფასდაკლებაა
Iceicebabyმგონი ძილი ჩემი შვილების ძლიერი მხარეა :დ გენეტიკურადაც ძილისგუდა დედმამა ვყავართ

8ის 10 წუთზე გაიღვიძა ვაჭამე სადღაც 15-15 წუთი ჭამა ორივე ძუძუ და გააგრძელა ძილი. ვაჩესაც ეძინა, მე და ნიკამაც გავაგრძელეთ ძილი და მთელი ოჯახი კარგა გვიან ავდექით, მერე ციგურები ქონდა ვაჩეს და მაგის ხათრით ავდექით ვისაუზმეთ და წაიყვანა ეხლა მამამისმა.
გუშინ პირველად გავასეირნეთ ნოა გარეთ❤️ 1 კვირის გახდა და გავიყვანე სუფთა ჰაერზე

ვაჩე ძაან მზრუნველი ძმაა ჯერჯერობით, სულ თავს დასტრიალებს, ხელს არ უშვებს, ისე ელაპარაკება უხსნის ეხლა ამას ვაკეთებთ, ეხლა იმას :დ

ეს შუალედი მართლა კაი ყოფილა)) ძაან მეხმარება. პამპერსს რომ ვუცვლი წავა წყალს მოუშვებს, გასამშრალებელ მუსლინს მოიტანს ხოლმე, თუ წამოიტირა თავზე ხელს უსვამს, ამშვიდებს, სოსკას უდებს, მოკლედ ძაან მზრუნველი სიბლინგი გამოდგა ეს გადარეული ბიჭი

❤️
* * *
Malenჩემი უფროსი შვილიც ასე იყო, სამშობიაროდანვე ეძინა მთელი ღამე, მარა ის ხელოვნურზე მყავდა და მაგის “დამსახურება” მეგონა. ფაქტია კვების ტიპი არაფერ შუაშია, ეტყობა ხასიათია

დღეც ძინავს ნოას, მაგრამ ობიექტურად, ყველაზე რთული პერიოდი არის საღამოს 9-11 საათი მაგ დროს ხელში ყოფნას ითხოვს ხოლმე და ალბათ ეგ კოლიკაა. გუშინ ტამიტაბში ჩავსვი და ძაან ესიამოვნა. ჭიპი რაც მოძვრა თამამად ვსვამ ტამი ტაბში და მაგ დროს გვშველის. თუ არა და ხელში უნდა გყავდეს, მაშინ როცა მთელი დღე ან კალიასკის ლულკაში მყავს ან თავის საწოლში წევს.
3 საათში ერთხელ რომ იწველი, შუალედში ხო არ აჭმევ პირდაპირ ძუძუს? ეგ არ ქნა, ჰიპერლაქტაციას გამოიწვევ
adelineTuaირაკლიმაც თუ ეგ თქვა, უფრო მშვიდად დამეძინება დღეიდან

მე ნამატი არ მოაკლდესთქო მაგას ვდარდობდი თორე სულ არ მინდა გაღვიძება

ორშაბათს, 13ში მიმყავს აღრიცხვაზე პედიატრთან.
არ ვიცი მეჩვენება თუ მართლა ასეა, ეს ციცქნა ბავშვი ისეთ ჯანზეა, თავსაც კი წევს მუცელზე რო ვაწვენ და ცდილობს უკვე თავის დაჭერას ძაან ყოჩაღად.
უი კიდე რა გამომრჩა, ჭიპზე მითხრეს ჩაჩავაში არაფერი არ გინდაო და ვაბშე წვეთი არაფერი დამისხია საერთოდ და უკარგესად აქვს, მოძვრა და არანაირი პრობლემა. კაროჩე თანამედროვე მედიცინა აწვება less is more-ს და სწორია ფაქტია)
6 თვემდე მარტო ძუძუ ან ფორმულა რომ სჭირდება და არც წყალი და არაფერი ეგეც 100%იანია.
მეორე შვილზე სულ სხვანაირი თავდაჯერება მაქვს ისე. პირველზე კამის წყალიც კი ვიყიდე, რაში ჭირდებოდა მეცინება ეხლა

ვინც რას მეტყოდა ყველაფერზე ვფიქრდებოდი და ვიბნეოდი რა იყო სწორი და არასწორი. ახლა ინფორმაციებით ისე ვარ შეიარაღებული, ყველას აზრი მკიდია

თან პირველზე გაზრდა მეჩქარებოდა რაღაც)) ახლა ყველა წამით მინდა დავტკბე.
ალერგიულ პროდუქტებსაც მივეპარე თხილეულ ნიგზვეულს, არანაირი რეაქცია არ ჰქონია. სხვა ყველაფერს ისედაც ვჭამდი, არაფერში შემიზღუდია თავი, ალკოჰოლის გარდა.
This post has been edited by narkozeli on 5 Nov 2023, 13:15