Eve123a-lizaFreni_99kamila84Iceicebabyნიაკო12adelineWatermelon_Sugar_Hiმადლობა გოგოებო!!! ენით ვერ აგიღწერთ ახლა რა ემოციები ტრიალებს ოჯახში, ბოლო წლებია მისმა სტრესებმა და წარუმატებელმა ამდენმა ათეულმა მანიპლუაციამ გული მოგვიკლა, ღმერთით ახლა იყოჩაღებს პატარა წერტილი მჯერა

სულ მარტო არიან ცოლ-ქმარი და ერთი სული მაქვს ბილეთები ავიღო და გავფრინდე. ბელგიაში გაიკეთა ამჯერად გოგოებო, საფრანგეთში და ჰოლანდიაში არცერთ ჯერზე არ გაუმართლა, ხან ფოლიკულები არაა საკმარისიო, ხან ემბრიონი ვერ მიიღეს, ხან გადაიტანეს მაგრამ დადებითი ტესტი არ ჰქონია და ასე..
ამჯერად ძალიან კარგი და ბევრი ემბრიონი მიიღეს, როგორც ექიმმა უთხრა ძალიან კარგი ხარისხის არიანო. ჩემთვისაც გაუგებარია აქამდე რატომ იყო პრობლემაო, პირველივე სტიმულაციაზე მშვენივრად წამოვიდაო (თუმცა განსხვავებული მედიკამენტებით გაუკეთეს ბელგიაში სტიმულაცია, მანამდე გონალით და ლეტროზოლით უკეთებდნენ და კიდე რაღაცით, ნუ ძილითადად გონალ ფ-თი. და არ მოდიოდა 1-2 ფოლიკულზე მეტი და იქიდანაც ხან იღებდნენ ემბრიონს, ხან საერთოდ ვერა და იყო ასე წვალებაში).
(ადელ, რებეკას წიგნი შარშან წაიკითხა და მაგ რჩევებს მიყვებოდა 1 წელია, კვერცხუჯრედის ხარისხისთვის, კვებასაც კი იდეალურად იცავდა)
ეხლა განსხვავებული პროტოკოლით წავიდნენო ოღონდ დეტალურად მეც არ ვიცი რა როგორ გააკეთეს, რაც ჰოლანდიაში და საფრანგეთში გამოიყენეს, ისინი თითქმის არ გამოუყენებიათო, ასევე უფრო დიდი დოზით ასვეს ვიტამინებიც (ომეგა 3 ცალკე, პოლივიტამინები ცალკე და ა.შ)
ასევე რაღაც მედიკამენტი ასვეს, საშვილოსნოს გარსის გასაუმჯობესებელიო, როგორც ვხვდები რაღაც ენდომეტრიუმის ჩამოსაშლელი იყო, არაერთგვაროვანი უბნებიაო ექიმმა და კი დიდი არაფერია მაგრამ მაინც ხელი არ შეგვიშალოს მიმაგრებაშიო და 1 თვე ასპირაციამდე ამის გამო მოაცდევინა.
1 აგვისტოს ჰქონდა ასპირაცია. 6ში ჰქონდა გადატანა. ტესტი 17 რიცხვში უწერია მარა რა მოათმენინებდა იქამდე და მეც შევუკიკინე გაიკეთეთქო

გავიკეთე თუ არა იმ წამსვე მაჩვენაო, მერე და მერე რომ ჩამიგდო იმ ფოტოებში უკვე მუქადაა უფრო, ასე რომ 100% გამოსულია, მთავარია ახლა მშვიდობიანად მივიდეს ბოლომდე.
კლინიკის და ექიმის სახელს მერე დავწერ დეტალურად თუ ვინმე დაინტერესდება. ფაქტია რომ ევროპაშიც არის სხვაობა კლინიკებსა და ექიმებს შორის, ზოგი უფრო მაგარია და ზოგი ნაკლებად. ასე რომ, მარტო საქართველოში არ ყოფილა ეს დილემა.