Iceicebabya-lizaგოგოებო გამარჯობათ, თქვენ გაინტერესებდათ თურქეთის ამბები.
წინასწარ მივწერე მეილზე alicancakmak@gmail.com და selcuktopaloglu08@gmail.com, თუ რა წამლები მინდოდა და რა რაოდენობის.
ალიჯანმა მომწერა ეს ფასები და მისი აფთიაქი "მედეა" საზღვართან ძალიან ახლოსაა, მარშუტკით 10 წუთში მიდიხარ და 2 ლარი ღირს. მანქანით არ გადავედით რადგან ძალიან დიდი რიგი იყო.
ეს ალიჯანის ფასებია
Gonal f 900-იანი 6400 ლირა
Menopur 1200-იანი 8000 ლირა
Cetrotide - 1500 ლირა
მეორე მეილიდან რა ფასებიც მომწერეს ჯამური ფასი 4700 ლირით მეტი იყო და ავტომატურად გამოვრიცხე, თან ეს აფთიაქი კიდევ უფრო შორსაა გუგლ მეფმა როგორც მიჩვენა.
მიმოწერა მქონდა ალიჯანთან, რადგან ზუსტად ჩასვლის დღე არ ვიცოდი, სამუშაო დღეები მოვაწერინე და მითხრა რომ შაბათ-კვირას ამ ეტაპზე არ მუშაობდნენ. წავედი პარასკევს და არ გამიმართლა, აღმოჩნდა თურქების რაღაც დღესასწაული და ალიჯანის აფთიაქი დაკეტილი. ძალიან ვინერვიულე, თუმცა იქვე მითხრეს რომ ასეთ დღეებში, რომელიმე მორიგე აფთიაქი მაინც მუშაობს და მიმასწავლეს, ისიც იქვე იყო.
მენოპური და გონალი იგივე ფასებში მომცეს და ცეტროს ნაცვლად ჰქონდათ ოქსოტიდი (ექიმისგან გაფრთხილებული ვიყავი რომ ესეც შემეძლო მეყიდა), 1350 ლირაში, ჯამში 500 ლირით უფრო იაფი გამომივიდა ვიდრე ალიჯანთან იყო ფასები. ამ აფთიაქში იყო ქალბატონი, რომელიც ქართულად კარგად მეტყველებდა და კარგად დამეხმარა, მითხრა რომ თუ ვერ ჩავალ შეუძლია გამომიგზავნოს წამლები, ეს სერვისიც აქვთ ტრაილერებს ატანენ მაცივრით და შეფუთვებით ყინულში.
ძალიან გულისხმიერი ქალბატონია და მითხრა მაღალი კონკურენციაა აქ, სხვა რა ფასებშიც გაძლევთ ისიც თუ მეცოდინება თუ შემეძლება იმაზე ქვემოთაც დავაკლებო.
ეს არის მისი ვოთსაფი და თუ დაგჭირდებათ ქართულიც ესმის რომ მიწეროთ +90 534 893 13 84
მასვე ვკითხე დამატებით სხვა წამლის ფასები რომ გაინტერესებდათ
ოვიტრელი - 800 ლირა
პროგესტერონი 200-იანი - 250 ლირა
კლექსანი 0.4- იანი - 10 ნემსი - 700 ლირა
წამლის ფასები სულ იცვლებაო, ამიტომ სჯობს წინასწარ მიწეროთ ყველას და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ
ლირა სარფში საზღვართან ვიყიდე 1 ლირა - 0,082 ლარი. აქაც შევაჭრება მოსულა, თუ ბევრს ყიდულობ გიკლებენ, ინტერნეტ ბანკის კურსი 0.091 მიჩვენებდა და ამიტომ გადავწყვიტე ბარათით არ მეყიდა
წარმატებებს გისურვებთ ყველას და მათ შორის ჩემს თავსაც, მალე გავიხაროთ კარგი შედეგით და ჯანმრთელი ბავშვებით