shoAbbდასჯა არასწორი სიტყვაა, მაგრამ, თუ სწორი მიდგომა არ გექნება, გაგაწვალებს. გარკვეულწილად დისციპლინა ჭირდება ბავშვს.
ჩემს გოგოს არ ჰქონია რთული ქცევები. არც მაღაზიაში წვებოდა, არც ისტერიკა, კბენა და დარტყმა არ იცოდა . ფრო სწორად. არ იცოდა 4-5 წლამდე. ყველას რო დაუსრულდა ტანტრუმები, ამას დაეწყო, ოღონდ რთულ ფრომებში არა, უფრო მსუბუქად. არც ამ ასაკში წვებოდა, არც ფეხებს აბაკუნებდა, მაგრამ, მაღაზიიდან გამოყვანა გართულდა... სხვათა შორის დღემდე

))) დღემდე მაღაზიაში შესვლა (10 წლისაა) დაკავშირებულია უწყვეტ მოლაპარაკებებთან -რამე მიყიდე! გაოცებული ვარ. მართლა როცა პატარა იყო და ნორმად ითვლება გაჯიუტება, დაუსრულებელი მიყიდეს მოტხოვნა, მაშინ არ ჰქონდა, ახლა რატომ აქვს, ვერ ვხდები. არა აქვს მნიშვნელობა სურსათის მაღაზიაში შევალთ, საკანცელარიოში, ტანსაცმლის თუ აფთიაქში, რაღაც აუცილებლად ჭირდება!
10 წლამდე კაბაზე ჰქონდა განსაკუთრებული მოტხოვნილება, სულ კაბას იტხოვდა, ახლა შარვალზე გადაერთო, ამას არ ჩავიცმევ, ეს ამ ფერს არ უხდება, ეს ამაზე არ მიდის და აშ იმდენად მისი ხასიათია ლამის ჩვილობიდან, არც გავუსმევ ხაზს. რაც უნდა ჩაიცვას, ოღონდ სეზონური იყოს და არ ვჩივი ხოლმე. ამიტომ, ყველაზე სწორი მგონია სკოლაში ფორმების ვალდებულება. ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია ეს! რასაც ვუყურებ, გარდა იმისა, რომ წუწუნებენ ჩაცმაზე, ერთმანეთსაც უკრიტიკებენ ჩაცმულობას და მერე ამაზე ნერვკულობა უწევთ. ფორმა ბევრ პრობლემას მოხსნიდა.
This post has been edited by mashusha on 22 Jun 2025, 17:28
ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა. შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოის ტაბლისა შენისა...
იმედითა შენითა...
გავაბითურეთ სამშობლო მართლაც სამოთხის სადარი, სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არის...