shoAbbშენ ხომ პატარა გეყოლა ახლახანს? ოო, ბაღი და ახალი და/ძმა ერთად დიდი სტრესია, არ არის გასაკვირი ქცევის ცვლილება, თუნდაც სხვანაირად არ გამოხატავდეს ეჭვიანობას. თვითონ "სადღაც" მიჰყავთ და ხვდება, რომ ბავშვი და დედა ერთად რჩებიან. ჩემი შვილი ბაღში რომ დაბრუნდა ახლა არდადეგების მერე, რამდენიმე კვირა სულ იმას უყვებოდა მასწავლებელს, დედა და ბეიბი სახლში არიანო.
ბაღში ბავშვებს ხელს ჰკრავს

ვერ გადავაჩვიეთ. სახლში მსგავსი არაფერი უნახავს. თუმცა იცის, რომ რაღაც არასწორა აკეთებს. შეიძლება, მთელმა დღემ ისე ჩაიაროს, არავინ შეაწუხოს, მაგრამ მამამისი რომ მიდის გამოსაყვანად, თვალს თვალში გაუყრის და ისე ჰკრავს ვიღაცას და წააქცევს, რეაქციას ელოდება. ძალიან უხერხულად ვარ სხვა მშობლებთან, მაგრამ მასწავლებელი გვეუბნება, ასაკობრივია და მარტო შენი შვილი არაა ასეო. ერთი-ორჯერ შეუბრუნეს თურმე ხელი
This post has been edited by Panda-008 on 25 Oct 2025, 19:09