წელს რო თავს ვუვლი აი არ ვიცი რა, 1 წელია კანს, თმას, ფრჩხილებს- ყველაფერს. აი ძლივს მოვიცალე ამისთვის და მივხვდი რომ 20 წლის აღარ ვარ, ისე გამოვიყურები- როგორც დავიმსახურე და როგორც ვუვლი

აბა 20 წლის რომ ვიყავი კიარა და 30 წლამდე ლამის, მაკიაჟით ვიძინებდი, რაის თავის მოვლა.
1 წელია მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა ჩემში, სრული ტრანსფორმაცია.
შილაკზე მეც უარი ვთქვი, დავაპრიორიტეტე საკუთარი ჯანმრთელობა. რუჯსაც არავითარ შემთხვევაში დამცავის გარეშე არ ვიღებ და ნელნელა ალბათ მაგაზეც უარს ვიტყვი ზაფხულობით (სოლარიუმში ისედაც არასდროს ვყოფილვარ)
სახეზე მაქს. დამატენიანებელს ვისმევდი და აბა ახლა ისეთი რუტინა მაქვს, გაგიზიარებ:
1. დილას: გამწმენდი ქაფი + თვალის ქვეშ ორდინარის კოფეინის შრატი, კანზე- ნიაცინამიდის შრატი + დამატენიანებელი + მზისგან დამცავი თუ სიცივეა + ქოლდ კრემი
ამ რუტინას ვაკეთებ ყოველ დილას .
ახლა საღამოს: ორფაზიანი მაკიაჟის მომხსნელი გამწმენდი სითხე (მიცერალური) + გამწმენდი ქაფი (ნუქსს ან ურიაჟს ვხმარობ) + კვირაში 2-3ჯერ რეტინოლი, კვირაში ორჯერ C ვიტამინის შრატი + დამატენიანებელი კრემი.
ეს ჩემი ყოველდღიური ღამის რუტინა.
თმისთვის- ბიოტინს ვსვამ 5000-იანს. თმის შრატს ვიყენებ და როზმარინის+ აბუსალათინი დაბანამდე 2 საათით ადრე. აღარ ვიღიავებ, მხოლოდ ბიო საღებავით ვიღებავ ძირებს.
გუშინ გავიკეთე ბუსტერი (6 თვის წინ ბიორევიტალიზაცია). ბოტულინოტოქსინი იგივე ბოტოქსია, მე შუბლზე ძაან მქონდა ნაოჭები და სადღაა, გადატკიცინებული მაქვს.
მოკლედ ხო გეუბნები 35 წელი ყოფილა ტრანსფორმაციის ასაკი, ბევრად კარგად გამოვიყურები ამ ასაკში, ვიდრე ადრე

ფოტოებსაც დავურთავ და თვითონ შეაფასეთ :დ
* * *
ეს ჩემი კანი და თმა, დაახლოებით 1.5 წლის წინ:

ეს ჩემი კანი და თმა დღეს:


აი მოვლა ყოფილა ყველაფერი რა. სულ მეგონა რომ ცუდი კანი მაქვს, მაყრის, ფორებიანი, არაერთგვაროვანი, თმა საერთოდ გადაბუგულ- გადამწვარი მქონდა (ერთი რომ აღარ ვიღიავებ + ვიტამინებს ვსვამ და + არანაირი უთოებს აღარ ვიკარებ, მხოლოდ დაისონს ვხმარობ).
მოკლედ აი ყველანაირად მომწონს ეს ასაკი რა. მირჩევნია აქამდე არსებულ ყველას

გააზრებულად უყურებ ყველაფერს ადამიანი.
არანაირ ჯანქებს არ ვეკარები ყოველდღიურობაში, ვჭამ ჯანსაღად, ნუტრიციულად დაბალანსებულად + ვვარჯიშობ თითქმის ყოველ საღამოს + სუფთა ჰაერზე ვსერინობ ხოლმე კვირაში 3ჯერ მინიმუმ.
* * *
ferminaამ დილას ვნახე რეპორტაჟი და გადარეული ვარ, ახლაც მაჟრიალებს
mashushaვაიმე რას ამბობ

კიკი, აუცილებლად აცერი, ასეთ გართულებებს 100% აგარიდებთ თავიდან. ახლა კი მალე გამოჯანმრთელება ლამაზ გოგოს
This post has been edited by narkozeli on 27 Nov 2025, 10:57