აბა როგორ არიან პოსტ-სადღესასწაულო პერიოდში ბაიები?
მიას ახალ წლამდე ენტეროვირუსი დაემართა, პირველად (და იმედია უკანასკნელად) მოხვდა საავადმყოფოში, ისეთი არაფერი, არწყევდა ერთი დღე, სიცხე ჰქონდა მხოლოდ ერთხელ 38-მდე. მეორე სახლში იყო, მე გრიპიანი ვიწექი, იქ დაპანიკდნენ და გადაიყვანეს საავადმყოფოში და კარგიც ქნეს, გადასხმები გაუკეთეს. ორი ღამე გაგვაჩერეს, ნორმალური პირობები კი იყო, მაგრამ მაინც ძნელია რა, მე მომიწია ერთი ღამე დარჩენა. ძლივს გამოვაწერინე მეორე დღეს ხელწერილით
კოქსაკის ვირუსია ძალიან მოდებული ბაღებში. თან ცუდი ისაა, იმუნიტეტს არ ტოვებს
ძალიან აერია რეჟიმი ამ არდადეგებზე, დილით ძინავს ლამის 11-მდე, შუადღეზე აღარ იძინებს შესაბამისად. ისედაც მგონი დროა, შუადღის ძილი ამოაგდოს, სამაგიეროდ ღამე ადრე იძინებს მაშინ, როდესაც შუადღის ძილის მერე 11-ზე ძლივს ვაძინებდით.
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა