a-lizaკი, მართლა სასწაული მოხდა. იმხელა ,,ჯიბე,, ჰქონდა საშვილოსნოს გაკეთებული და ისე იყო იმ ადგილას კედელი გათხელებული, პერიოდულად ეხოზე მოდიო რადიოლოგმა. ამ ჯიბეში სისხლი გროვდებოდა და მთელი დღე წვეთობით ჩამომდიოდა. დაახლოებით ორი თვე ვიყავი ასე. მერე მივედი იმ გინეკოლოგთან, ვინც გამიკეთა აბორრტი და ვკითხე რა ვქნა თქო, გამოგფხიკავო

))) არ დავუჯერე წამოვედი და დავაფაცურე ახლობლები. ჰერაში გამიშვეს ნაცნობობით

) ეხო გადამიღეს იქ და გინეკოლოგმა მითხრა, ახლა ამას ხელი რომ მოვკიდო, მაგიდაზე დარჩები, არანაირი გამოფხეკაო, ეგრევე გასკდებაო! შესაკუმშები და ათასგვარი წამლები დამინიშნა, დავაკვირდეთო. ამილაგდა როგორც იქნა. ამ უხეირო აბორტმა ის გამოიწვია, რომ დეციდუალური გარსი სამშრიანი აღარ იყო და აღარც 11 მილიმეტრიანი, როგორც მანამდე მქონდა. შესაბამისად მომდევნო ორსულობა ვეღარ განვითარდა, თუმცა, არც მხოლოდ ეგ იყო მიზეზი. ორი აბორტის მერე აღარ მეყი ნერვები და მკაცრად ვიცავდი თავს. ყველაზე კარგად გაიგებ როგორი მტკივნეული ნანატრი ორსულობის შეწყვეტა. მესამე შეწყვეტას ვეღარ ავიტანდი. თან ძალიან მეშინოდა აბორტის, მეგონა გამიხეთქავენ საშვილოსნოს თქო. ვიფიქრე ჯობია ვყავდე ცოცხალი დედა ბავშვს და გავზარდო, ვიდრე რისკით დავიწყო მეორეს გაჩენა თქო. ასე მყავს ერთი : )) მესმის რომ შენ ერთზე ოცნებობე, მაგრამ, მე ვერაფრით ვერ შევეგუე, რომ მეტი არ მყავს, ყოველთვის მინდოდა 3+, აუცილებლად გავაჩენდი, სამივე რომ შემრცენოდა. არც თავს დავიცავდი. შვილები ბევრი უნდ აგყავდეს ადამიანს. ძალიან რთულია, ურთულესი, ძალიან ბევრი დრო მიაქვს, მარტო აღარასდროს ხარ

, მაგრამ ნუ ვარ, ოღონდ ყოფილიყვნენ. რას ვიზამ, მადლობა ღმერთს ამ ერთი გადარეულისთვის, ყველა ადამიანს სხვადასხვა დოზით ეძლევა ამქვეყნიური სიხარულები. მე ამისთვის ვარ უზომოდ მადლიერი ღმერთი <3 სხვა ცხოვრებაში სამს გავაჩენ აუცილებლად

))
შენც გააჩენ,გულწრფელად მჯერავს რომ გააჩენ! ჩემს სამეგობროში 3 გამახსენდა უცებ 48-49 წლის ასაკში რომ გააჩინეს ხელოვნურებით პირველი შვილები. ერთმა 45-46 წლის ასაკში თავისით, მესამე. 40+ მყავს იმდენი, არც დავითვლი

))) სხვა შესაძლებლობებია დღეს, უნდა გამოიყენო ბოლომდე! ახლა უკვე ასაკი მაქვს დიდი 45 წელზე მეტის ვარ და ძალინ, ძალიან დაღლილი, თორემ რაღაცდოზით გაიარა აბორტების სტრესმა და ვცდიდი მეც, მაგრამ, ასეთი გადაღლილი, ამ ასაკში ბავშვს რომ გავაჩენ , ვინ გაზრდის? მე უკვე ემოციურად აღარ შემიძლია, ბევრი სტრესი გადავიტანე, იქით აბორტების, აქეთ სისხლით ნაშენები კარიერის,იქით მუდმივას სტრესული სახელმწიფო, ძალიან დავიღალე!
This post has been edited by mashusha on 11 Dec 2025, 21:34
ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდეთა სახლისა შენისათა. შვილნი შენნი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი, გარემოის ტაბლისა შენისა...
იმედითა შენითა...
გავაბითურეთ სამშობლო მართლაც სამოთხის სადარი, სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არის...