ძვირფასო მეგობრებო!
რამოდენიმე თვის დაუღალავი მიმოწერის შემდეგ, კომპანია Apple-მა მიიღო გადაწყვეტილება და Mac OS X-ის მორიგ ვერსიაში დაამატა ქართული კლავიატურა! ვინც თემის არსს არ იცნობთ, შეგახსენებთ, რომ აქამდე Mac OS X-ში სისტემურად ქართული კლავიატურა არ არსებობდა. ამიტომაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველი მაკისტები სარგებლობდნენ ჩვენი სასიქადულო და უხუცესი მაკისტის,
Dr_Zuzumbo -ს მიერ შექმნილი კლავიატურული განლაგებებით. თანაც ეს კლავიატურები ლამაზად შეფუთული ინსტალატორით განთავსებული იყო Apple-ის ჩამოტვირთვების გვერდზე. სამწუხაროდ შემდეგ Apple-მა ეს კლავიატურა წაშალა ჩამოტვირთვის გვერდიდან მიზეზის ახსნის გარეშე.
და აი 2011 წელს საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფმა (GeMUG — Georgian Mac Users Group) და კერძოდ ამ ჯგუფის წევრმა MOZERFOKER -მა მიაღწია კომპანია Apple-თან შეთანხმებას, რომ ქართული კლავიატურა დამატებოდა საოპერაციო სისტემაში.მცირედი თათბირის და შეთანხმებების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დამატებული იქნებოდა ე.წ. QWERTY-კლავიატურა, რომელიც მართალია არ არის ერგონომიული განლაგების მატარებელი, მაგრამ საქართველოში ყველაზე მეტად არის გავრცელებული.
რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა Mac OS X 10.7 Lion-ის Developer Preview, სადაც ჩვენი კლავიატურა უკვე დამატებულია. 2011 წლის ზაფხულში ეს ოპერაციული სისტემა გაყიდვაში გამოდის, შესაბამისად, უკვე ზაფხულიდან ყველა ქართველი მაკისტი მიიღებს ქართულ კლავიატურას პირდაპირ სისტემიდან!
ყველას ვულოცავ ჩვენი მაკ-ჯგუფის ამ გამარჯვებას და ნილ არმსტრონგის სიტყვებს მოვიშველიებ:
"That's one small step for man, one giant leap for mankind"
"ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის" This post has been edited by ჰეისან on 1 Aug 2024, 02:12