წერეთლის 116 ზე და დიდუბე პლაზის ყაჩაღებზე მოკლედ:
თბილისში გამოფრენის ღამეს გამიფუჭდა მაკბუქი. განახლება გავაკეთე და აღარ ჩაირთო, 5 წამის ინტერვალში გამოსცემდა მონოტონურ ხმას და არც დატენვამ, არც იუთუბიზე ნანახმა ხერხებმა არ უშველა. დროის არ ქონის გამო, პარიზში ვერ მივიტანდი გასაკეთებლად.
ჩამოვედი თბილისში და დავწერე სტატუსი, ვითხოვდი მაკბუქის წესიერი შემკეთებლის კოორდინატებს. რამდენიმე მეგობარმა დაწერა ვარიანტები, ერთმა საკმაოდ კომპეტენტურმა მეგობარმა კი მომწერა პირადში, რომ ამ ადგილას ძალიან ძვირს იღებენ და თან შეიძლება რამე კარგი ნაწილი ამოაცალონ ლაპტოპს და ჩადონ ნაგავი. ეს არ მაწყობდა
ერთმა ნაცნობმა გაუწია რეკომენდაცია "გოლდ სერვისს", რომელიც მდებარეობს წერეთლის 116-ში, დიდუბე პლაზაში, 1 სართულზე. შეცვლილი დამტენით და კლავიატურით კმაყოფილი იყო და მომსახურებაც ძალიან კარგი აქვთო, ამიტომ, დავრეკე.
ლაპტოპი მივიტანე გასაკეთებლად 12 ივლისს, მეჩქარებოდა, საბუთები მქონდა გასაგზავნი და თარგმანი გასაგრძელებელი, (რომელიც ჯერ კიდევ არ გამიგრძელებია). ორი რამის ბრალი შეიძლება იყოსო, ერთი ჯდებოდა 150 და მეორე 250 ლარი. გასაკვირი არ იქნება, რომ მეორე მიზეზი აღმოჩნდა და 250 ლარი გადავიხადე. (შეიძლება ეს საერთოდ არ იყო მიზეზი, უბრალოდ ეს ის მომენტია, როცა რაშიც თვითონ არ ხარ კომპეტენტური და ბაზარზე არ არსებობს ეფლის ჭეშმარიტი სერვისი, ასეთ ადამიანებს ენდობი). ლაპტოპი მზად იყო 13 ივლისს, მივედი, შევამოწმე, ჩავრთე, გამოვრთე. მითხრეს, რომ მემორი შეცვლილია და "აღარ გაფუჭდება". მაკოსი თავიდან დააყენეს და ერთადერთი მინუსი იყო უძველესი ვორდ ოფისი, რომელშიც ვერაფრით ვიმუშავებდი, სხვა არ გვაქვსო და წამოვიღე, წავუღე სხვა პროგრამისტს და ჩავაწერინე ახალი ვერსია.
10 აგვისტოს გავხსენი ლაპტოპი და ჰოი საოცრებავ! იგივე ხმა, არ ირთვება. აქედან იწყება ზარები, ომი, კაიბიჭური გარჩევა, ყურმილის არ აღება, მისვლა და ადგილზე არ დახვედრები, მუქარა, ოთხშაბათს მოდი შვებულებიდან გამოვდივართ, მისვლა და არ დახვედრა, ტექნიკოსი, რომელიც ამბობს: "მერე მე რა ვქნა, შენ რომ ლაპტოპი გაგიფუჭდა?" "აქ სადმე ჩემი სახელი და გვარი წერია?" "შენ ლაპტოპი ჩემთვის არ დაგიტოვებია".
ქართული ძალიან სამწუხარო რეალობიდან და ალბათ ჩემი სხვა ქვეყანაში წინ წამოწეული მომხმარებლის უფლებებიდან გამომდინარე, ვითხოვდი თანხის უკან დაბრუნებას, რაზეც რა თქმა უნდა მივიღე უარი. ისინი მთავაზობდნენ ლაპტოპის დატოვებას, მემორის თავიდან ამოცლას და საწყობში გაგზავნას ვარგისიანობის შესამოწმებლად. მე არ ვუტოვებდი ლაპტოპს და ვეუბნებოდი, რომ თუ ორი საათი სჭირდება ამოღებას, სადაც ამდენი დრო და ნერვი დავხარჯე, დაველოდები, ამოიღეთ მემორი და დამიბრუნეთ თანხა, თქვენ არკვიეთ ვარგისიანობა საწყობთან მეთქი. პასუხი - არა. რადგან არანაირი საწყობი არ არსებობს, რომელსაც ისინი 200 ლარიან მემორის შეედავებიან.
არ არსებობს ჩეკი, ინვოისი, რაიმე დოკუმენტაცია გარდა მესიჯებისა და ზარებისა, რომელიც მიღება-ჩაბარებას დაადასტურებს. ჩეკს უბრალოდ არ არტყამენ, მომხმარებელს არ აძლევენ და ეჭვი მაქვს, მხოლოდ კომპანიებს უფორმებენ ხელშეკრულებას. მე არ ვენდობი, გაკეთება რომ შეძლებოდათ და კომპეტენტურები ყოფილიყვნენ, როცა კულტურულად მივედი და 250 ლარი გადავიხადე, დაადგენდნენ რა სჭირდა, გააკეთებდნენ, შეამოწმებდნენ და დამიბრუნებდნენ. არა, ახლა მაწვებიან, რომ "რადგან გეჩქარებოდა, ტესტ დრაივი ვერ გავატარეთ და ისე მოგეცით ლაპტოპი". ჩემთვის 13 ივლისს არავის უთქვამს, შენ აიღე პასუხისმგებლობა დატესტვაზეო, თორემ ნამდვილად არ წამოვიღებდი, ამას ვერ ხვდებიან.
ძალიან გამიგრძელდა პოსტი, მაგრამ გირჩევთ ყველას, არ ისარგებლოთ ამ ყაჩაღების "მომსახურებით". კიდევ ბევრი ისეთი დეტალი იყო, რომელიც აღარ დავწერე, (მაგ: 15 აგვისტოს ინვოისის ამობეჭდვა 12 აგვისტოს თარიღით, თითქოს ამ დღეს დავტოვე ლაპტოპი და 3 დღეში გაფუჭდა

) რომელსაც ხელი არ მოვაწერე და უი, შეგვეშალაო, დაბნეულებმა).
ჩეკი მაშინვე რატომ არ მოთხოვე, ლაპტოპი დაგეტოვებინა, ისე როგორ გაარკვევდნენ და მსგავსი კომენტარები, არ იქნება სასარგებლო. მე გაწვდით ინფორმაციას, რომ ფეხი არ აგიცდეთ და არ დახარჯოთ ფული, დრო და ნერვები ტყუილად.
ლაპტოპი გავაკეთე სხვა ხელოსანთან, რომელსაც მართლა ძალიან ვენდობი და იმ დროს ქალაქში არ იყო. სულ სხვა პრობლემა "აღმოაჩნდა" და შეკეთებაში გამომართვა 30 ლარი.
პ.ს მოქალაქეობრივი თვითშეგნების ფარგლებში, ვწერ ამ პოსტს ინფორმაციისთვის და სხვა ზომებიც მივიღე.
მადლობა ყურადღებისთვის.
This post has been edited by ჰეისან on 23 Aug 2018, 11:49