მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა.
პლანშეტზე რესეტის დროს შეცდომა მოხდა, ელემენტი ნულამდე დაჯდა და აღარ ირთვებოდა.
მოვიარე თბილისის თითქმის ყველა ,,ხელოსანი", ხსნიდნენ, ელემენტს მუხტავდნენ, თითქოს ახლიდან არესეტებდნენ,
ბოლოს მეუბნებოდნენ ვერაფერს ვუზამთ, გადააგდეო.
გამიმართლა, რომ დასაწყისშივე ვუთანხმდებოდი ყველას, რომ თანხას მხოლოდ გაკეთების შემდეგ გადავიხდიდი,
თავიდან ყველა დარწმუნებული იყო, რომ გააკეთებდა, ამიტომ მთანხმდებოდნენ,
მაგრამ ბოლოს მხრებს იჩეჩდნენ და ისე მიბრუნებდნენ პლანშეტს.
ბოლოს, ნაცნობობით ერთ აიტიშნიკს გავაკეთებინე, ტიპს ავუხსენი პრობლემა,
დავგუგლეთ მსგავსი შემთხვევები და გამიკეთა მარტივად.
არადა, ქართული ,,ხელოსნებისთვის" რომ მომესმენა, დღესაც გაფუჭებული იდებოდა პლანშეტი, სახლში.
ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ თან არ იციან და თან ,,გასაკეთებლად იტოვებენ".
თუმცა ინტერნეტში დაგუგლვა ან ტექნიკურ ფორუმებზე პრობლემის მოძებნა კი ეზარებათ
ამ ფაქტის შემდეგ, არცერთ ხელოსანს არ ვენდობი.