RAM ცოტა სხვანაერად უნდა უყურო ამ macbook-ებზე. ძალიან დიდი RAM bandwith აქვთ და დაბალი დაყოვნება და საკმაოდ მძლავრი CPU ამიტომ იყენებენ memory compression-ს. მეც მაქვს ეგ ჩემს linux-ზე. 8 GB RAM მაქვს მეც, მაგრამ 13-14 GB-მდე ისე ადის მოხმარება რომ ასეთ სუსტ CPU-ზეც კი როგორიც მე მაქვს დიდად არაფერი ეტყობა და ისევ ისეთი სწრაფია სისტემა. მანდ კიდევ უფრო უკეთესი იქნება როგორც დავწერე ძლიერი CPU-სა და სწრაფი RAM-ს გამო.
აი დაბლა გავაკეთებ პატარა პრეზენტაციას შეხედე RAM-ს და SWAP-ს მოხმარება რამდენი მაქვს, 10.5 GB ჯამში. ეს რომ zram-ს გარეშე მექნა ჩემი კომპი ისე გაიჭედებოდა რომ ღილაკზე მომიწევდა თითის დიდხანს დაჭერით გამორთვა. ახლა კი ჩვეულებრივად მუშაობდა.

აი ეგ 4.34 GB SWAP რეალურად RAM-ში იკავებს სულ 1 GB - ს, იმიტომ რომ კომპრესირებულია.

მე STORAGE-ს არ ვიყენებ swap-სთვის რომ ssd-ზე არ განვახორციელო ხშირი ჩაწერა წაკითხვა. თანაც SATA ssd მაქვს. ზოგადად linux-ში თავისუფლება გაქვს და შეგიძლია Zswap-ც გამოიყენო და საქმეში STORAGE-ც ჩართო. თანამედროვე Nvme SSD-ები PCI-e 4-ზეა და ძალიან სწრაფებია და კარგად თუ დააკონფიგებ ძლიერ CPU-სთან ერთად ლამისა 16 GB RAM-ვით გქონდეს ეგ 8 GB RAM.
ეს წარმოდგენისთვის თუ რატომ არის M1-ზე 8 GB იმაზე გაცილებით საკმარისი ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია PC-ს მაგალითით.