night-blueრადგან გაურკვეველი იყო რა კოდს გულისხმობდა, თითოეულმა ჩვენი აზრი გამოვთქვით

მე ოპერაციული სისტემის (Account Password) პაროლი გამოვრიცხე რადგან ყველა ჩართვაზე და დაკეცვა/გახსნის მერე ექნებოდა ეგ პრობლემა და არა მარტო "დარესეტების" დროს.
iCloud-იც ნაკლებად, რადგან აწერია ყოველთვის რომ Apple ID-ის პაროლი უნდა შეიყვანო და თუ წაიკითხავს, მიხვდება ყველა (შესაბამისად, დიდი ალბათობით, იტყოდა).
ერთადერთი როცა მარტო პაროლის ჩასაწერი ველი გამოდის და არ წერია რა პაროლს ითხოვს, ესაა EFI Lock.
მეც მაგაზე ვუთხარი. ისიც მეწერა რომ ჩემი ვარაუდი იყო, მტკიცებით ფორმაში არ დამიწერია.
სულელი არავინ არის, იმის თქმა მინდოდა რომ Account password-იც რომ ყოფილიყო და შენ ყოფილიყავი მართალი, მე EFI-ს მოხსნაზე მეწერა და სისულელედ შეფასება არ იყო სწორი.
რაცაა ეგაა, აღარ გვინდა ამაზე გაგრძელება.
ორი ღამის უძინარი ვიყავი და ცოტა მეც ავყევი ნერვებს
davtsსახრახნისის თხოვება მეც შემიძლია და იმ ერთ ბოლტსაც მოგცემ თუ გინდა.
კოდის მოხსნას რაც შეეხება, დიჯიტალი ხსნის, მაგრამ ძვირს აფასებენ. კითხე მაინც.