მოგესალმებით ყველას,
კარგად მოგეხსენებათ რომ სატელეფონო ნომრების სისტემა იცვლება უახლოეს დღეებში, იმისათვის რომ აიფონის პატრონებმა მარტივად შევცვლოთ ჩვენი სატელეფონო ცნობარი გთავაზობთ შემდეგ ვარიანტს:
არის ასეთი აპლიკაცია
ExcelContacts, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ ტელეფონშივე სრულად შეგიძლია დააკონვერტო სატელეფონო ნომრები და გაიგზავნო საკუთარ მაილზე, ან ვაიფაით პირდაპირ ჩამოტვირთო დესკზე, მიღებული ფაილი არის ზიპი, რომელშიც მოთავსებულია ექსელის ცხრილი სატელეფონო ნომრებით, მოგეხსენებათ ექსელში ctrl+F -ის გამოყენებით მარტივად არის შესაძლებელი სასურველი ასოს თუ ციფრის შეცვლა სხვა მნიშვნელობით, ცვლილების შეტანის შემდგომ კი ტელეფონში შევდივართ იმავე აპლიკაციაში და ვირჩევთ იმპორტს, სადაც ვუტითებთ სასურველ ვარიანტს და ეგ არის...
მაგალითი: კომპიტერში ვხსნით ტელეფონიდან გადმოგდებულ ზიპ-ფაილს (ამოარქივების გარეშე) და ვხსნით ექსელის ფაილს, გვინდა შვცვალოთ mobile:895 XX XX XX mobile:595 XX XX XX-ით
ამისათვის ვაწვებით ctrl+F, გამოსულ ფანხარაში ვწერთ ან ვაკოპირებთ ":895", შემდეგ ვაწვებით ღილაკს "Replace" - გამოჩნდება მეორე ველი, სადაც ვწერთ იმ კომინაციას, როგორადაც გვინდა რომ შევცვალოთ, ანუ ჩვენს შემთხვევაში - ":595" და ვაწვებით "Replace all"-ს, შედეგად ყველა ნომერი რომელიც იწყებოდა 895-ით შეიცვლება 595-ით, და ამ პრინციპით ვაკეთებთ სხვა ინდექსებისათვისაც, გაითვალისწინეთ რომ შესაცვლელი ნომერი აუცილებლად უნდა იყოს ორწერტილთან ერთად, როგორც ეს ზემოთ დავწერე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნომრების შიგნითაც შეცვლება (თუ არის) 895 მითითებული ცვლილება 595-ით, მგონი მიმიხვდით.
ბოლოს ვასეივებთ და გამოვდივართ
ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ არ ვიცი რა მოვიფიქრო ნოკიას სატელეფონო წიგნაკზე...
წარმატებებს გისურვებთ, იმედია ბევრს გამოადგება ეს თემა