tifozaამ განყოფილებაში არის მიჭიკარტებული თემა - Apple ID. მაგას გადახედე. რამდენიმე რჩევას მოგცემ:
1. Apple ID-ის რეგისტრაციის პროცესი უნდა დაიწყო App Store-ში რომელიმე უფასო პროგრამის ან თამაშის გადმოწერის მცდელობით;
2. რეგიონის პონტში უნდა მიუთითო United States აუცილებლად, მერე შეიყვანო ა.შ.შ.-ს ნებისმიერი რეალური მისამართი თავისი ZIP კოდით და ტელეფონით;
3. პაროლი უნდა იყოს რთული - უნდა შეიცავდეს როგორც დიდ, ასევე პატარა ასოებს და ციფრებსაც. მინიმუმ 8 სიმბოლო უნდა იყოს;
4. ორი E-Mail მისამართი დაგჭირდება. ერთი იქნება შენი Primary Apple ID და მეორე - ე.წ. Rescue Address. პირველი მისამართი Apple ID-ის რეგისტრაციის პროცესის დროს შეგყავს, მოგივა შეტყობინება მაგ მისამართზე და დაადასტურებ. შემდეგ უნდა შეხვიდე
http://appleid.apple.com საიტზე შენი Primary Apple ID-ით და იქ შეიყვანო Rescue მისამართი, რომელზეც ასევე მოგივა შეტყობინება და მაგასაც დაადასტურებ (ოღონდ, ამ შემთხვევაში Sign in-ს რომ მოგთხოვს, Primary Apple ID შეიყვანე მისამართის ველში);
5. Security Question-ები ყურადღებით ამოარჩიე და მათზე რა პასუხებსაც გასცემ, ეგ ყველაფერი ქაღალდზე ამოწერე, რომ არ დაგეკარგოს და Apple ID-ზე პაროლი თუ დაგავიწყდება, მაგათი საშუალებით დარესეტებ პაროლს.