სალამი მეგობრებს.
მე ჩემს თავს ვერ მივაკუთვნებ ვერც ანდროიდის ფანბეისს და ვერც ეფლის ფანბეისს.
მიზეზი ისაა რომ ორივე სისტემა ჩემთვის კაგრად არის ნაცნობი და ორივე მომწონს, უბრალოდ ორივეს სხვადასხვა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
რომ ვიპოვო ინვესტორი სიამოვნებით გამოვუშვებდი იდეალურთან მიახლოებულ ტელეფონს

იმიტომ რომ კაგრად ვიცი რა აქვს კაგრი და ცუდი ორივე სისტემას.
iOS-ს და Androids ვხმარობდი წლების განმავლობაში. ხან ერთს ხან მეორეს. ახლა მაქვს Xs Max. მქონდა X, მანამდე მქონდა Pixel 2 XL, Galaxy S10, iPhone 6s, 6, HTC One M8, 5, HTC, Galaxy, 4, 4s, Samsung და ასე შემდეგ. შემიძლია ვისაუბრო ბევრ სხვაობაზე ამ ორ სისტემას შორის და ასევე მწარმოებლებს შორის.
1. პირველ რიგში, ანდროიდს აქვს გაფუჭებული სახელი, რადგან ძველი ანდროიდი (რომელიც ასევე მქონდა) იყო ძალიან მოუხერხებელი და არანაირ UX-ზე არ იყო საუბარი. მას შემდეგ ბევრი წლები გავიდა და ბევრი ვერსია გამოიცვალა და დღეს ანდროიდის სისტემა ბევრად user friendly არის. ვერ ვიტყვი რომ ისეთივეა როგორც ეფლის, მაგრამ ბევრად არ ჩამოუვარდება სიმარტივეში - რაც გულისხმობს სისტემასთან ურთიერთობის სწავლის დროს - ანუ learning curve-ს. მას შემდეგ რაც გავა 3დღე, მაქს 1 კვირა - ჩათვალეთ რომ ორივე ტელეფონი ათვისებული გაქვთ და არანაირ პრობლემას სისტემასთან ურთიერთობაში ვერ დაინახავთ.
2. უფრო მეტი სისტემაზე: iOS ყოველთვის მხიბლავდა თავისი "ბუნებრივობით", სისტემაში და ფოტოებში. ანუ ფერთა გადმოცემით და კორექციით. ამის გამო შევიძულე სამსუნგი. თუმცა მას შემდეგ რაც ვცადე გუგლის ხედვის მიხედვით აწყობილი ტელეფონი - ანუ პიქსელი მივხვდი რაშიც იყო საქმე. პიქსელი და აიფოუნი - მაინც დასავლური და ამერიკული ხედვითაა აწყობილი, და არა კორეელების ხედვით - რომლებსაც უყვართ "ზედმეტად" გაფერადება. შესაბამისად 'ბუნებრივობის' პრობლემა გუგლმა გადაჭრა. სურათები და სისტემა - აღსაქმელად არის ისეთივე როგორსაც გთავაზობს ეფლი. (როგორც ვიცი OnePlus-საც არაუშავს). ასე რომ თუ ყიდვაა აუცილებლად ნორმალური კომპანიის სმარტფონი უნდა იყიდო და ჩემი აზრით დღეს ეს გუგლია.
3. ვიბრაციაზე გადაყვანა - ეფლის საოცარი მიგენებაა გვერდითა ღილაკის არსებობა. სამწუხაროდ პიქსელს არ აქვს მაგრამ აქვს OnePlus-ს.
4. Haptic Engine - ესეც ეფლის საოცარი გამოგონებაა, რომელიც ასევე არ აქვს პიქსელს, მაგრამ აქვს იგივე OnePlus-ს (2 დღის წინ ვნახე, ტექსტი მექნა ასაკრეფი და იყო საოცარი ტელეფონთან ურთიერთობა. ფერთა კორექციას რაცშეეხება, ვერ დავაკვირდი და არ მახსოვს).
5. რაც შეეხება უშუალოდ ეკრანს - ეკრანი აიფონს არ აქვს სხვაზე უკეთესი. უკეთესი იმპლემენტაცია აქვს (რაზეც ვუსაუბრე 2-ე პუნქტში). ეკრანს სამსუნგი აწვდის იმედია ყველამ ვიცით.
6. აწყობის ხარისხი - აწყობის ხარისხი ეფლს ყოველთვის მაღალი ქონდა, მის ტელეფონებს ფოქსკონი აწყობდა, ახლაც ფოქსკონი აწყობს. და მსოფლიოში ელექტო ტექნიკის 60 პროცენტს ეგ კომპანია აწყობს, რომელიც უკვე ნოკიას და გუგლის ტელეფონებსაც აწყობს (პიქსელ 4 ფოქსკონის აწყობილია).
7. ეფსთორები: მე ვერ მივაბი ბარათი ეფლის სთორს. გუგლის ფლეი სთორზე კი მიბმული მაქვს. ვიცი რა არის ბარათის მიბმის კომფორტი. სამწუხაროა რო ჯერ ქართული ეფსთორი არ გვაქვს, თუმცა ანდროიდზე ამერიკულ ეფსთორს ვხმარობ და არა ქართულს და ბარათი მაინც მიბმული მაქვს.
8. კომპიუტერთან ურთიერთობა: ძალიან მარტივია ჩემთვის როდესაც როგორც მინდა და როცა მინდა ისე შემიძლია ჩავყარო ანროიდის ტელეფონში სურათები, ვიდეოები, ფილმები, მუსიკა და ა.შ. ზედმეტი სოფტის გარეშე და ზედმეტი ხათაბალის გარეშე რომელიც ჭირდება აიფონს.
9. კონტენტის გადმოწერა ტელეფონში და სტრიმინგი - ასევე ძალიან მარტივია. ბევრჯერ მიყურებია AceStrem-სტრიმები პიქსელზე, და უამრავი ფაილი ან ფილმი გადმომიწერია ტორენტიდან. ვერც ერთ ზემოთ ხსენებულს ვერ იზამთ აიფონზე. ასევე მუსიკის გადმოწერა და ნეითივ ან/და ნებმისმიერი ფლეერით მოსმენა შესაძლებელია ანდროიდზე.
10. ჩემს კონტენტს ტელეფონიდან ქლაუდზე ვტირთავ ხოლმე. ფაილებს და ა.შ. დროფბოქსზე, სურათებს გუგლ ფოტოზე (რადგან Unlimited Space მაქვს ნორმალურ ხარისხზე). პრობლემა ისაა რომ რეალურად აიფონზე ფონურად სოფტი არ მუშაობს და იმისათვის რომ შენი დატა არ დაიკარგოს და აიტვირთოს აუცილებლად უნდა გახსნა ხოლმე შენი აპლიკაციები. რაც ძალიან დასაზარებელია. ანუ ტელეფონს დავალებას აძლევ რა უნდა გააკეთოს და უნდა აკონტროლო აკეთებს თუ არა. გადავიხდიდი და ვიყიდდი ქლაუდს ეფლში ბარათს თუ მივაბამ - რო ყოველთვე ჩამომაჭრას და არ მომიწიოს იმაზე ზრუნვა შევსებულია თუ არა გიფთ ქარდით ჩემი ელფ იდ ანგარიში.
11. ანდროიდთან შედარებით ეფლის ტელეფონები უფრო სტაბილურია. მათთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული. დიზაინი და ანიმაციები (რომლებიც საკმაოდ ნელია) ისეა დადებული რომ ჰარმონიულობის შეგრძნებას მაძლევს, თუმცა მეორეს მხრივ, იგივე პიქსელზე ინტეფეისთან ურთიერთობა შესაძლოა ნაკლებად ჰარმონიული იყოს (სწრაფი ანიმაციების ხარჯზე) - მაგრამ ბევრად სწრაფია.
12. ტელეფონის ერთ ერთი ფუნდამენტალური ფუნქციაა დარეკვა. ანდროიდზე დარეკვა ბევრად მარტივია ვიდრე აიფოუნზე. მიზეზიც მარტივია. თუ რეკავ პირობითან მარიამთან, შეგიძლია დიალ პადზე პირდაპირ აკრიფო რიცხვები 627426 და მარიამის ნომერს ამოაგდებს. უმარტივესი და გენიალური.
13. იმისათვის რომ აიფოუნზე კონტროლ ცენტრიდან ხმა ან ბრაითნესი 10%-დან აწიოთ უცებ 100%ზე - უნდა მოკიდოთ ხელი სლაიდერს და აწიოთ ბოლომდე. კი ლამაზია ეს ყველაფერი მაგრამ არ ჯობს რომ ამავდროულად, ისევე როგროც ანდროიდზე, შემეძლოს უბრალოდ დაწეღა თითის სლაიდერის ზედა ნაწილში? ბევრად უფრო სწრაფია.
14. სქროლი. დასქროლვა ჩემი აზრით არის ინფორმაციის მიღების ერთ ერთი საჭირო თული. აიფოუნზე ყველაფერი კაგად ისქროლება, მაგრამ იგივე პიქსელთან შედარებით ბევრად უფრო ნელა. ისევ და ისევ, კი ლამაზია, მაგრამ უზარმაზარ სტატიას როცა კითხულობ და რაიმეს გახსენება გინდა 3 ფეიჯით ზემოთ, უცებ რო შეგეძლოს თითის 1-2 მოსმით ასქროლვა იქნება იდეალური (და რომ არ დაგჭირდეს თითის დადუღება ეკრანზე).
15. ინფორმაციის დაცულობა. პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ გუგლი თავისი არსით არის ინფორმაციის ორგანიზატორი კომპანია რომელიც ამ ბიგ დატას იყენებს, ყიდის და ა.შ. პრობლემა არის უშუალოდ იმაში რომ შენზე უფრო მეტი ინფორმაცია გაედინება გუგლის ტელეფონის ხმარების დროს, ვიდრე აიფოუნის ხმარებისას. და მაგას ვერაფერს ვუზამთ. არის გზა რომ არ იხმარო უშუალოდ ანდროიდის სისტემის გარდა არც ერთი სხვა გუგლის აპლიკაცია. მაგალითად იხმარო სხვა დესკტოპი, სხვა ქოლერი, სხვა მესეჯინგის აპი, სხვა მეფსი და ა.შ. - მაგრამ მაშინ ბევრ რამეს მუღამი ეკარგება - თუმცა გექნება მაღალი პრაივასი და მოქნილი სისტემა - რომელიც შეიძლება ბევრად უკეთ მოირგო ვიდრე ნებისმიერი სხვა ტელეფონი.
16. ურთიერთობა სხვა დივაისებთან. ბუნებრივია რომ აქ ეფლს ვერავინ ვერ შეეჯიბრება რაგდან თავისი ეკოსისტემა აქვს შექმნილი და ბუნებრივია რომ ყველა დივაისთან ურთიერთობა ჰარმონიაშია მოყვანილი. ანროიდზე მაგას ვერ იტყვი

რადგან მწარმოებელი ერთია, სისტემბა მეორეა, საათი მესამეა, ყურსასმელი მეოთხეა და ასე შემდეგ.
17. გუგლის სერვისები. მინდა გითხრათ რომ გუგლ ასისტანტი ბევრად უკეთ მუშაობს ვიდრე სირი. ამას გარდა, გუგლის ქიბორდი - ბევრად უკეთ მუშაობს ვიდრე აიფონის ქიბორდი. კი ტექსის კრეფა ბევრად "სექსუალურია" აიფოუნზე მაგრამ - გუგლს ქიბორდს შეგიძლია უკარნახო ქართულადაც კი - და ისე დაწერო ტექსი. ასევე ბეჭდვის დროს აქვს ქართული ფრედიქტივ თაიფინგი და დიდი ტექსტების დროს ძალიან კომფორტულია მასე ბეჭდვა.
მოკლედ ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ ორ სისტემაზე. ფაქტი ერთია რომ დღეს ეფლი ბევრად სექსუალური ტელეფონია მოსახმარად, მაშნ როდესაც პიქსელი - ბევრად სწრაფი და ეფექტური.
აიფოუნი გაძლევს სიმარტივეს მაგრამ გსვავს თავისი სიმარტივის ჩარჩოში, მაშნ როდესაც ანდროიდზე - თუ ის არ გაწყობს რაც "სტანდარდია" შეგიძლია სტანდარტებიდან გადაუხვიო და მოირგო შენი ტელეფონი ისე როგროც შენ გინდა.
მათი შერწყმა იქნებოდა იდეალური ჩემთვის

ანდროიდის ფანები რომლებსაც არ ქონიათ აიფოუნი ვერ გაიგებენ რატოა აიფოუნი სექსუალური, და პირიქით - ეფლის ფანები ვერ გაიგებენ რატოა ანდროიდი კომფორტული.
მაგალითად ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა რომ (იგივე ქლაუდის შეძენაზე), ჩატვირთეო რა გიფტ ქარდიო და იყიდეო. მეო ეგ არ მაწუხებსო ბარათის მიბმა რომ არ შეგიძლიაო

და ბუნებრივია მეგობრებო, რაც არ გაგისინჯავთ და რაც არ გინახავთ - არც იცით რამდენად კოფორტული შეიძლება იყოს.
წარმატებები ყველას.
This post has been edited by ჰეისან on 11 Dec 2019, 17:03
Lack of money is the root of all evil. ~George Bernard Shaw