გამარჯობა!
Sideload-თან დაკავშირებით მჭირდება თქვენი დახმარება

ტელეფონია 15 pro max ios 18.1.1
როცა მსურდა რამე გადაკეთებული აპლიკაციის დაყენება, spotify ან ჩამოკეცვადი youtube .ipa-ს, ან სან ანდრეასი რო მომენატრებოდა ვიყენებდი 90% შემთხვევაში Sideloadly-ს ან AltStore-ს დასაყენებლად, მაგრამ ეს ბოლო თქვეები Scarlet აპლიკაცია მეპრაქტიკულა ძალიან ამ ყველაფრისთვის და აღარ ვიყენებდი იმდენად არც Sideloadly-ს და არც AltStore-ს
ცოტა ხნის წინ დაბრიდეს Scarlet და თან ძალიან მალე უკლავდნენ სერთიფიკატებს, და მაგის გამო დავუბრუნდი ისევ Sideloadly-ს და ყველაფერი მუშაობდა ისე როგორც უნდა ემუშავა
მაგრამ ახლა თემა ასეთია: უფასო აქაუნთის მეთოდით, აპლიკაცია 1 კვირა ქაჩავს სანამ სერთიფიკატის განახლება დაჭირდება, რასაც Sideloadly თავისით შვება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში 3-4 დღეც არ იყო გასული, რომ გაითიშა ჩემი აპლიკაციები და Not Verified სტატუსი უწერია, და რომ ვაწვები "Verify App"-ს, არაფერი არ იცვლება
ყველა აპლიკაცია წავშალე რაც მქონდა Sideloadly-თ დაყენებული, ხელახლა ვცადე დაყენება, მაგრამ მაინც Not Verified სტატუსზე არის გაყინული რაც არ უნდა ვცადო და დავაყენო, არ აკეთებინებს ვერიფიკაციას
სოც ქსელებში, რედიტზე და რამოდენიმე ფორუმზე ეწერათ თემებზე რომ სავარაუდოდ შავ სიაში არის მაგ დროს დევაისი, და 30 დღე უნდა გავიდესო, რომ ამოიღონო შავი სიიდან, რამდენად მართალია ეს ინფო ვერ გავარკვიე, მხოლოდ ძველ მოდელებზე არსებობს როგორ ვნახე აპლიკაცია Blacklist რომელიც ამ პრობლემას აგვარებს ნაადრევად.
ყველა მეთოდი ვცადე რაც არსებობს გარდა მთლიანი რესეტის, რადგან ლომბარში მაქვს ტელეფონი სამწუხაროდ

მაგრამ არაფერი არ შველის, მერე ვიფიქრე იქნებ ჩემს Apple id ებს აქვსთქო დარხეული, მაგრამ მერე გამახსენდა რომ უჯრაში ბებერი 6s plus მიდევს და ვცადე დაყენება აპების რომელსაც ვიყენებდი ჩემს საკუთარ ტელეფონზე, და ყველაფერი მუშაობს ისე როგორც საჭიროა.
იქნებ მიშველოთ, Youtube გამოყენების დროს გლოვოს, ვოლტის და ალიბაბას რეკლამების მოსმენით ნერვოზს ვიკიდებ ისევ ნელა ნელა
This post has been edited by zerus174 on 2 Dec 2024, 01:28
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)