N.G.ეხლავე შენც მოგინახავ


ბრილიანტი (ალმასი)დასახელება მოდის ბერძნულიდან "adamas" უძლეველი, დაუმარცხებელი. ამ ქვის არაჩვეულებრივმა თვისებებმა მრავალ ლეგენდას დაუდო საფუძველი. წარმატების მოტანა, მისი ერთ-ერთი მრავალ თვისებათაგანია. მუდამ ითვლებოდა მძლეველთა ქვად. ის იყო იულიუს კეისრის, ლუდოვიკ IV-ს, ნაპოლეონის თილისმა. პირველად ალმასი ევროპაში მოხვდა 6-5 საუკუნეებში ჩვენს ერამდე. პოპულარობა კი მოიპოვა 500 წლის წინ, როდესაც ადამიანებმა ისწავლეს მისი დამუშავება. კლასიკურ ბრილიანტს 57 წახნაგოვანი გრანირება აქვს.
ფერადი ალმასი უიშვიათესი მოვლენაა. შესაძლოა იყოს ყვითელი, ვარდისფერი, კონიაკისფერი, სტაფილოსფერი, იასამნისფერი, მწვანე, ცისფერი, წითელი, ლურჯი და შავი.
ცნობილი 42,5 კარატიანი ბრილიანტი "ნორე" ითვლება მსოფლიოში ყველაზე ძვირფას ნივთად , მისი ღირებულებაა 200 მლნ. $ ხოლო ყველაზე დიდი ალმასი "აფრიკის ვარსკვლავი" (530 კარატი) ამშვენებს ბრიტანეთის სამეფო სკიპტრას.
თუკი ალმასი უძლეველობის, სიმდიდრის, სილამაზის და სიბრძნის სიმბოლოა, ბრილიანტი ასახიერებს სიყვარულსა და ერთგულებას.
ითვლება, რომ ალმასის მფლობელს არ შეაწუხებს კუჭი, მასზე ვერ მოქმედებს საწამლავი, გინარჩუნებთ მეხსიერებას და კარგ განწყობილებას ღრმა სიბერემდე.
რეკომენდირებულია ლომის, სასწორის, კირჩხიბისა და ვერძისათვის.
This post has been edited by OtsnebisKali on 25 Mar 2004, 12:44