Trulalaისეთი თემა გახსენი, არ შემიძლია ჩემი თეორია არ ჩამოვაყალიბო

I მიზეზი - შავი ალამაზებს (თურმე) ადამიანის სხულს და ნაკლს ფარავს! (უფრო ხშირად პირიქით - ხაზს უსვამს!!!)
II მიზეზი - შავ ფერზე ყველა ფერი მიდის და "ეკონომიურია" (ყველა ფერი ან მიდის და ან არა... საკამათოა, თანაც სავსებით შეიძლება შეარჩიო ისეთი ფერის ტანსაცმელი, ერთმანეთზე რომ წავა და სულაც არ არის აუცილებელი შავი იყოს...)
III მიზეზი - შავი ფერი "კლასიკურია" და მაინც სხვაა (ქუთაისელებისგან გამიგონია ეს განსაზღვრება

, სკოლის ბანკეტის კასეტა ვნახე, სადაც ყველას შავი კაბა ეცვა და რომ დავინტერესდი მსგავსი შინაარსის პასუხი მივიღე)
IV მიზეზი - ქურდულია!

(არ ვხუმრობ, ზოგი მართლა ასე შიფრავს...)
V მიზეზი - შავში კომფორტულად გრძნობს ადამიანი თავს (ისეც დაუმშვენდათ ცხვირი, რაც არა

)
PS. სწორედ ჩვენი ქალების შემხედვარე, არ ვიცი ამას პროტესტი დავარქვა თუ კომპლექსი, მაგრამ შავი ფერის ერთადერთი კაბა მაქვს, რომელიც ბებიაცემის გარდაცვალებაზე ვიყიდე (

) და იმის შემდეგ არც ჩამიცვია. ერთი პერიოდი შენი სტუმარი უკრაინელების მსგავსად გულუბრყილოდ მეც შავ ტანსაცმელს ომის შემდეგ მძიმე სტრესულ სიტუაციასა და შესაბამისად "შავ" განწყობას ვუკავშირებდი.... რომ ხალხს არ "ეთეთრებოდა"...
კიდევ ერთი რაღაც მაინტერესებს და ვერ გამიგია - როგორ იცმევენ კოჭებამდე ქვედატანს ყოველდღიურობაში და თანაც არც ისე იშვიათად შემიმჩნევია გოგონებზე... ნუთუ მოუხერხებელი არ არის?! რატომჰპოვა ასეთი პოპულარობა ასეთი სიგრძის ტანსაცმელმა საქართველოში მაინცდამაინც? რა ვიცი, წელს პრაღაში სულ მაგასვაკვირდებოდი, მაგრამ მასეთი გრძელი კაბით არავინ დამინახავს.
რა ვქნა, ჩადრიც შემოგვეტანა... მაგასაც ბევრი მომხრე გამოუჩნდება...