taknatuna
ავატარი თაკნატუნური (c)

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9298
წევრი No.: 86221
რეგისტრ.: 8-March 09
|
#12958956 · 15 Mar 2009, 11:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნატურალური საღებავები თმისათვის
ქალს ცვლილებები სურს საკუთარ გარეგნობაში - ასეთია მისი ბუნება. განსაკუთრებით აქტუალური ცვლილებები ხდება გაზაფხულიდან, რადგან ყველას უნდა ახლებურად და თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს. ძალიან ხშირად ამისათვის ქალი სწორედ თმის ფერს იცვლის, ხოლო თუ საღებავი ნატურალურია, ეს ორმაგი სარგებლობის მომტანიცაა. ოქროსფერი შეფერილობის მიღებაში დაგეხმარებათ სამკურნალო გვირილა:
100 გრამი გვირილის ყვავილი(ღია ფერის თმისთვის) ან 200 გრამი შედარებით მუქი თმისათვის დააყენეთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალზე 30-40 წუთის განმავლობაში. გაფილტრეთ. გადაივლეთ თავზე და გაიჩერეთ დაახლოებით ერთი საათი.
მეორე ხერხი: 100-150 გრამ გვირილის ყვავილს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე და გააჩერეთ 1-1,5 საათი, გაფილტრეთ, დაამატეთ 60 გრამი გლიცერინი. შეიზილეთ თმებზე, გაიჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათი. ამ ნაყენით შეღებილი თმა ფერს 1 თვემდე ინარჩუნებს. გვირილის დახმარებით თმის ფერის გაღიავებაც შეიძლება:
150 გრამ გვირილას დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და 2 კვირით გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ, დაუმატეთ 50 მლ წყალბადის ზეჟანგი. მუქი თმის გასაუფერულებლად 100 გრამ გვირილას დაასხით 0,3 ლიტრი მდუღარე წყალი, კარგად მოურიეთ, გააჩერეთ 1 საათი, გაფილტრეთ და გამოწურეთ კარგად ნარჩენები, შემდეგ დაუმეტეთ 50 მლ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და წაისვით თმებზე 30-40 წუთით. ჩამოიბანეთ შამპუნით. თმის შეღებვა რევანდის მეშვეობით ( ესმომეწონა აუცილებლად ვცდი)
ღია ფერის თმისათვის ჩალისფერის მისაცემად გამოიყენეთ რევანდი. ამისათვის რევანდის 20-30 გრამ გამომშრალ, დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი და ადუღეთ 15-20 წუთი. გამუდმებით ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და გააცივეთ სხეულის ტემპერატურამდე. მიღებული სითხე შეიზილეთ მშრალ, სუფთა თმაში.
შეიძლება სხვა ნაყენის მომზადებაც: 150 დაქუცმაცებული რევანდის თმა ჩამოიბანეთ ამ ნახარშით და მიიღებთ ღია ქერა შეფერილობას. თუ ამ ნახარშს დაუმატებთ ნახევარ ჩაის კოვზ სოდას, თმა მოჩალისფრო-მოყვითალო ფერს მიიღებს მოწითალო ელფერით.
ჭაღარა თმის შესაღებად: ერთი ჭიქა გვირილის მშრალ ყვავილს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და წამოადურეთ, დააყენეთ ორი საათის განმავლობაში და გადაწურეთ, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი გლიცერინი. ნაყენი წაისვით თმაზე, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ ერთი საათი. ჭაღარა თმა მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას. თმის შეღებვა ხახვის ფურცლებით
ღია ფერის თმა მუქ წაბლისფერს მიიღებს, თუ თმაში ყოველდღე ხახვის ფურცლების ძალიან მუქ ნახარშს შეიზელთ.
მუქ თმაზე ჭაღარას შეღებავს შემდეგი ნაყენი: ნახევარ ჭიქა ფურცელს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ოცი წუთი. გაფილტრეთ. დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი გლიცერინი. თმის შეღებვა კაკლის წენგოს მეშვეობით
წენგო შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხმელი, ისე ახალი.
წაბლისფერის მისაღებად: ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი (ან სხვა მცენარეული), ერთი სუფრის კოვზი შაბი, 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული წენგო. ამ ყველაფერს დაასხით ¼ ჭიქა მდუღარე. დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთი. გააცივეთ, გადაწურეთ და მიღებული ფაფა წაისვით თმაზე 40 წუთით. თმის შეღებვა მაყვლის ნაყოფის მეშვეობით
მაყვლის წვენი წაისვით მშრალ, სუფთა თმაზე და გაიჩერეთ 1 საათი. თმა მიიღებს მოწითალო-მოყავისფრო ტონალობას. თმის შეღებვა სალბის მეშვეობით
4 სუფრის კოვზი ხმელი სალბი ადუღეთ ერთ ჭიქა წყალში და ეს ნაყენი შეიზილეთ თმაში ყოველდღიურად. იღებება ჭაღარა თმაც. მიიღებთ სასიამოვნო, გაჯერებულ მუქ ფერს. რჩევა:
სანამ თმაზე ნატურალური საღებავი გისვიათ, ეცადეთ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა. ამისათვის შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი სასმელები: გლინტვეინი, ერთი ჭიქა კონიაკი ან ყავა კონიაკით, ჩაი ლიმონით. ამ შემთხვევაში თმა უფრო ადვილად იღებს საღებავს. * * * თმის ქიმიური დახვევა თმის ქიმიურმა დახვევამ შეიძლება მთლიანად შეცვალოს ქალის სტილი და დამალოს მისი სახის ზოგიერთი ნაკლი. ამასთან, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული საშუალებაა იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ: ვარცხნილობა დიდხანს ინარჩუნებს ფორმას და ბუნებრივი კატაკლიზმები არ აშინებს, ადვილდება თმის დაყენება, თხელი თმა უფრო მოცულობითი ხდება, ხოლო უხეში – უფრო ფაფუკი.
მაგრამ მას ერთი უარყოფითი შტრიხი მაინც აქვს: მართალია მწარმოებლები მუდმივად ამუშავებენ თმის დამცავ შემადგენლობებს და საშუალებებს, ქიმია მაინც აფუჭებს თმას. და რა უნდა ქნათ, რომ ოცნება რომანტიულ კულულებზე გადამწვარ ჯეჯილად არ გექცეთ? პირველ რიგში – აღიჭურვეთ სასარგებლო ინფორმაციით.
დამტკიცებულია, რომ რაც არ უნდა ლამაზ სახელს ატარებდეს თქვენი არჩეული პერმანენტი, მისი შესრულების მექანიზმი არაფრით განსხვავდება «კლასიკურისაგან». პირველ რიგში თმას ნაწილებად ყოფენ, შემდეგ ამუშავებენ სპეციალური ხსნარით, რომელიც არღვევს შინაგან კავშირებს და ცვლის მათ სტრუქტურას – წინააღმდეგ შემთხვევაში დახვევა შეუძლებელია. შემდეგ თმას აფიქსირებენ გამანეიტრალებელი ხსნარით, რომ მან დიდხანს შეინარჩუნოს საჭირო ფორმა და არ დაიშალოს თავის პირველივე დაბანის შემდეგ.
ასევე, მიიღეთ როგორც აქსიომა, რომ დამაინტრიგებელი რეკლამების მიუხედავად თმის ქიმიური დახვევის საშუალება არსებითად მხოლოდ ორია:
ტუტოვანი პერმანენტი ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ დედებსა და ბებიებს. რა თქმა უნდა, მას შემდეგ თანამედროვე შემადგენლობები უკეთესობისაკენ შეიცვალნენ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ თმისათვის ნაკლები ზიანი მაინც არ მოაქვთ. ისინი უფრო სწრაფად აღწევენ თმის სტრუქტურაში, და კულულები უფრო მჭიდრო და ზამბარისებური გამოდის, ვიდრე მჟავით დამუშავებისას. მაგრამ ხელოსნები მას მაინც იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ წინა მცდელობა ქიმიური დახვევისა არ გამოვიდა, მაგალითად, თუ თმა ძალიან უხეშია და დაუმორჩილებელი.
მჟავიანი პერმანენტი შედარებით რბილი და დამზოგავი ვარიანტია, და ამიტომ ნაკლებად მდგრაგი: ერთი თვის შემდეგ თმამ შეიძლება დაკარგოს ფორმა. სამაგიეროდ ეს საშუალება შეუძლიათ გამოიყენონ როგორც მათ, ვისაც თხელი და მტვრევადი თმა აქვს, ისე მათ, ვინც თვითონ გაიფუჭა თმა პერმანენტული გაუფერულებით.
როგორც წესი, კლასიფიცირება ასეთია: თუ საშუალებების შემადგენლობაში შედის ტიოგლიკოლის მჟავა, დახვევას ეძახიან მჟავიანს, თუ პროტეინებსა და ამინომჟავებს შეიცავს, რომელიც თმას სტრუქტურის აღდგენაში ეხმარება – ქიმიას ამინომჟავიანს ეძახიან, ხოლო თუ შემადგენლობაში PH-ის დონე შემცირებულია – ნეიტრალურს, ყველაზე ხშირად ეს მეთოდი გამოიყენება, როგორც ყველაზე უსაფრთხო.
ქიმიური დახვევის სახეობების სიმრავლეში რომ არ ჩაიკარგოთ, კონსულტაცია გაიარეთ გამოცდილ ხელოსანთან. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ამერიკული ფრანგულისაგან, ხოლო ვერტიკალური მრგვალისაგან მხოლოდ ბიგუდების ფორმით განსხვავდება. სინამდვილეში ბიგუდები სხვადასხვა დიამეტრისაა, სიგრძის, ფორმის, ამას გარდა მნიშვნელობა აქვს ლოსიონის შემადგენლობას და შესრულების ტექნიკას. აი რამდენიმე საიდუმლო:
თუ ბიგუდი მოღუნულია, კულული თავთან უფრო თავისუფალი გამოდის, ვიდრე ბოლოში, ხოლო თუ სწორია – უფრო თანაბარი. ამერიკული და ვერტიკალური ქიმია – დახვევის ერთი ვარიანტია. მისთვის გამოიყენება სპირალისებური ბიგადები, ხოლო რეზულტატი – როგორც ჯულია რობერტს აქვს «ლამაზმანში», ოღონდ თუ თქვენი თმა არ არის ხშირი და უხეში. ფრანგული, ანუ მრგვალი ქიმია ქმნის დამატებით მოცულობას და იდეალურია ცხიმიანი თმისათვის. წვრილ ხვეულებს ქმნიან სპეციალური ქაფის დახმარებით, რომელიც დაჯდომისას ქმნის განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმს.
დასუსტებულ, გაუფერულებულ თმაზე, როგორც წესი იყენებენ აბრეშუმის პროტეინებიან შემადგენლობას, რომ თმა უფრო რბილი და ბზინვარე გახდეს.
საერთოდ, ქიმიის წარმატება დამოკიდებულია ხელოსნის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე, რომელიც ყოველთვის შეგირჩევთ ისეთ საშუალებას, რაც ყველაზე მეტად მოუხდება თქვენი თმის ტიპს. მაგრამ გადაწყვეტილების მიღება, გსურთ თუ არა ქიმიის გაკეთება, მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. გაითვალისწინეთ, რომ ქიმიის შემდეგ ღირსეულად გამოიყურება მხოლოდ ჯანმრთელი თმა, ამიტომ, თუ თმა დაზიანებულია ცუდი საღებავით, მზის სხივებით, ან წინა ქიმიით, უკეთესია თავი შეიკაოთ და მისცეთ მათ აღდგენის საშუალება.
კულულები-კერლი - ერთ-ერთი ყველაზე ექსტრავაგანტული აფროვარცხნილობა შესაძლოა თუ არა ვარცხნილობა ერთდროულად ქალური, რომანტიკული და ამასთან მოდური, თანამედროვე და დინამიური იყოს? კლასიკური და ექსტრავაგანტური? უნივერსალური და ორიგინალური?
სავსებით შესაძლებელია. საუბარია აფროვარცხნილობაზე, კერძოდ კულულებზე კერლი. როგორც სხვა აფროკულულების, კერლის საფუძველია კუდი, რომლის სიგრძე 6-7 სმ-ია. მისი დახმარებით საკუთარ თმებზე ამაგრებენ გრძელ, მსხვილად დახვეულ სპირალურ კულულს. წყლის პროცედურა ვერ შლის ვარცხნილობას, იგი დამუშავებულია სპეციალური ნივთიერებით, რომელიც უნარჩუნებს მას თავდაპირველ სახეს ტარების მთელი პერიოდის განმავლობაში, სათანადო მოვლის პირობებში.
აღნიშნული ვარცხნილობა ყველას არ უხდება. მაგრამ თუ სილამაზე და სტილი თქვენთვის ცარიელი სიტყვები არ არის, თუ გიყვართ საკუთარი თავის მოვლა, გაქვთ მოკლე თმები (4-10 სმ), გსურთ ცვლილებები, ყოველთვის ოცნებობდით გრძელ კულულებზე, რომელიც ჯადოსნური ჯოხის აქნევით გაჩნდება და მასთან დაშორებაც არ დაგენანებათ, ეს აფროვარცხნილობა თქვენთვისაა.
აფრონაწნავებისგან განსხვავებით კერლის ესაჭიროება ყოველდღიური მოვლა. თუმცა ეს დიდ დროს არ მოითხოვს, შედეგი კი გარშემომყოფთა აღტაცებას დაიმსახურებს. ყველაზე დიდი ყურადღება კერლის ესაჭიროება ვარცხნილობის გაკეთების პირველ სამ დღეს. კულულები უნდა დაამუშავოთ სპეციალური ზეთით ყოველ სამ საათში. მაგრამ თუ ამ მსხვერპლს გაიღებთ, მაშინ ვარცხნილობის ვადის განმავლობაში (საშუალოდ 2-3 თვე) ამ პროცედურის ჩატარება მხოლოდ დაბანის შემდეგ მოგიწევთ.
საკუთარი თმებისგან განსხვავებით, რომელთა დალაგება საკმაოდ ძნელია, არ გვემორჩილებიან, საჭირო დროს მიმზიდველად არ გამოიყურებიან, კულული-კერლი არასდროს გიმტყუნებთ, ის ყოველთვის სათანადო სიმაღლეზეა. ის თქვენი მეგობარი ვარცხნილობაა, რომელსაც ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ.
შეუთავსებელი სტილების შეთავსება ამ აფროვარცხნილობას ნამდვილ ”ქამელეონად” აქცევს. ელეგანტურ კოსტუმთან ის ელეგანტური იქნება, საღამოს კაბასთან - ქალური და რომანტიკული, ყოველდდღიურ ჯინსებთან - თანამედროვე და ექსტრავაგანტური. დარწმუნებული იყავით, რომ არცერთ ჩაცმულობაში შეუმჩნეველი არ დარჩებით. და დარწმუნდებით, რომ ქალისადმი მიმართული აღფრთოვანებული მზერა ფუფუნება კი არა, ყოველდღიური მოვლენაა.
This post has been edited by taknatuna on 15 Mar 2009, 11:42
|