მე ვიღებავ წაბლისფრად (ან ოქროსფერ ყავისფრად) მაგრამ სულ მუქი ყავისფერი ან შავი გამომდის (ბუნებრივი თმა -ღია წაბლისფერი)
თმებს ღებვა არ აფუჭებს (გაღიავებას არ ვგულისხმობ) თუ ინტერვალს დაიცავ და კარგი საღებავით შეიღებავ.
მე თითქმის ყველაფერი მაქვს ნაცადი.
ჯერ დავიწყე გარნიეს ტონიკით - სხვათაშორის ძალიან კარგი, ადვილი შესაღები, კარგი სუნი აქვს(შედარებით) თმას უფრო სრიალას და ბზინვარეს ხდის, ფერი კარგად ჯდება თუ იმუქებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ღირს.
მერე გადავედი გარნიეს საღებავზე - ნუტრის---- რაღაც რომ ქვია, ეგეც ძალიან ნორმალურია მითუმეტეს ფასთან შედარებით, გაღიავება არც მაგით გამოვა, ფერი ცოტა უფრო მუქი ჯდება, ვიდრე მითითებულია.
მერე გადავროლეარდი.....
როლეარში ჩემი აზრით და გამოცდილებით

ყველას ექსელენს კრემი ჯობია, ესეც ცოტა უფრო მუქი ჯდება, მაგრამ თმას არ აჭრელებს და ხარისხია ძალიან კარგი, ყველანაირად, თანაც ბალზამის გარდა შეღებვის წინ წასასმელი დამცველიც მოყვება....
ლორეალის ქასტინგი ალბათ როლეარის ყველაზე ცუდია - თმა ჭრელდება, მოუხერხებელი ტუბი აქვს, ხელიდან სრიალდება, წვეთავს. სამაგიეროდ ქასტინგს ყველაზე კარგი დიზაინი და სუნი აქვს, ამიტომ სულ მიზიდავს ხოლმე

(მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ ცუდია

)
ლორეალის რესიტალ პრეფFერენსი (თუ რაღაც ეგეთი) ერთხელ შევიღებე და თმის ცვენა დამეწყო, შეიძლება უბრალოდ დამთხვევა იყო, მაგრამ პლიუს თმა ამიჭრელა, პლიუს მალე გადადის, მოკლედ ამას ნამდვილად აღარ ვიყიდი...
ლორეალის ექსელ 10 - ექსელენს კრემის 10 წუთიანი ვარიანტია. ჯდება გაცილებით უფრო მუქი, ვიდრე მოელოდები. პლიუს თუ ტანსაცმელზე ან კანზე მიგეწუწა ან ცოტა მოგეცხო, ჩათვალე რომ არ გაგიმართლა. კანს კიდე ეშველება რანმდენიმე დღის ბანვის და ხეხვის მერე გადავა, მაგრამ ტანსაცმლიდან არ გადადის.
ახლა შეჩერებული ვარ შვარცკოფვის ბრილიანს-ზე - ფერი ნორმალურად ჯდება, ხარისხი კარგია, არ წვეთავს, ერთადერთი დიზაინში მოიკოჭლებს(ხო და ბანძი ხელთათმანები აქვს)

მაგრამ ხარისხით ლამაზ ლორეალებს ბევრად ჯობია.
ჩემი აზრით დილეტანტურებში ყველას მაინც ბრილიანსი ჯობია.
ვინმეს ხომ არ უცდია სახლის პირობებში პროFი საღებავის გამოყენება????? რეალურია? ან რა ღირს დაახლოებით? This post has been edited by Fatma on 15 Mar 2010, 18:09